რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრა, სადაც “რეალმა” “ხეტაფე” 7-3 გაანადგურა.
მატჩის 33-ე წუთზე, მასპინძელთა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქეს ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრა, სადაც “რეალმა” “ხეტაფე” 7-3 გაანადგურა.
მატჩის 33-ე წუთზე, მასპინძელთა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქეს ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.
ესპანური გამოცემა, Marca-ს ინფორმაციით, “პსჟ”-მ მადრიდის “რეალს” პორტუგალიელი შემტევის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადებით მიმართა.
დედაქალაქელებმა “სამეფო გუნდს” 125 მილიონი შესთავაზეს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, კრიშტიანუ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება და ამავდროულად, მას ყველაზე დიდი ჯამაგირი დაენიშნება.
ჯერჯერობით, შეთავაზების სხვა დეტალები უცნობია.
Marca-ს ცნობით, “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კლუბში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა.
წყაროს ინფორმაციის თანახმად პორტუგალიის ნაკრების შემტევი “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა და საკუთარი უკმაყოფილება გაუზიარა.
რონალდუმ აღნიშნა, რომ მის მიერ დახარჯული ენერგია და გუნდის შედეგები ერთმანეთს არ შეესაბამება. გარდა ამისა, პორტუგალიელმა ძველი ამბებიც გაიხსენა და პრეზიდენტს უთხრა, რომ 30 წლის იუბილეს აღნიშვნის გამო მისი პერსონის მიმართ აგორებული კრიტიკის ტალღით გაკვირვებულია. ბოლოს მოთამაშემ პერესისგან გუნდისთვის დიდი გამარჯებების მოპოვების გეგმაც მოითხოვა.
აღსანიშნვაი, რომ რონალდუს მიმართ ინტერესს პსჟ იჩენს, თუმცა პორტუგალიელი ესპანურ გრანდში დარჩენას აპირებს.
მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ 2015 წლის „ოქროს ბუცის“ მოგებასთან ახლოსაა.
ამ მომენტისთვის პორტუგალიელი უახლოეს მდევარ ლიონელ მესის 8 ქულით უსწრებს. პირველ ადგილზე გასასვლელად მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში მინიმუმ 4 გოლი იმ პირობით უნდა გაიტანოს, რომ კრიშტიანუ მეტოქის კარს ვერ აიღებს.
მესამე ადგილზე კი „მანჩესტერ სიტის“ შემტევი სერხიო აგუეროა.
ამჟამად ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. რონალდუ („რეალი“), 90 ქულა (45 გოლი, კოეფიციენტი – 2)
2. მესი („ბარსელონა“) 82 (41, 2)
3. აგუერო („მანჩესტერ სიტი“) 50 (25, 2)
4. სორიანო („ზალცბურგი“) 45 (30, 1.5)
5. ნეიმარი („ბარსელონა“) 44 (22, 2)
6. გრიზმანი („ატლეტიკო“) 44 (22, 2)
7. მარტინესი („პორტუ“) 42 (21, 2)
8. ზაჰავი (თელ-ავივის „მაკაბი“) 42 (28, 1.5)
9. ლაკაზეტი („ლიონი“) 40.5 (27, 1.5)
10. კეინი („ტოტენჰემი“) 40 (20, 2)
ტევესი („იუვენტუსი“) 40 (20, 2)
ბაკა („სევილია“) 40 (20, 2)
“ესპანიოლის” წინააღმდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და “რეალის” საუკეთესო ბომბარდირთა დავაში წინ მიიწევს.
“სამეფო გუნდის” ყველა დროის ათი საუკეთესო ბომბარდირი:
1. რაული (1994-2010) – 323 გოლი
2. კრიშტიანუ რონალდუ (2009 …) – 310 გოლი
3. ალფრედო დი სტეფანო (1953-1964) – 308 გოლი
4. კარლოს სანტილიანა (1971-1988) – 289 გოლი
5. ფერენც პუშკაში (1958 – 1966) – 242 გოლი
6. უგო სანჩესი (1985 – 1992) – 208 გოლი
7. ფრანცისკო გენტო (1952 – 1970) – 179 გოლი
8. პირიე (1964 – 1979) – 171 გოლი
9. ემილიო ბუტრაგენიო (1983 – 1995) – 171 გოლი
10. ამანსიო (1962 – 1976) – 155 გოლი
„მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არიგო საკიმ მადრიდის „რეალის“ თავდდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.
„კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო სამ თვეში ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოატყუა. ის გოლებს იტანს, რადგან მებრძოლია, თუმცა ამჟამად კრიშტიანუ ფორმაში ნამდვილად არ არის“, – განუცხადა საკიმ „მედიასეტს“.
მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ „იუვენტუსთან“ წაგებული ორრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.
„კრიშტიანუს კრიზისი არ აქვს. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ერთ შეხვედრაში ის 3-4 გოლს იტანს, თუმცა თუ ეს ვერ გამოუვიდა, იმას არ ნიშნავს, რომ ფორმიდან ამოვარდა.
რონალდუ ნამდვილი მანქანაა. ის ბევრს მუშაობს და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. ასე რომ, კრიზისის შესახებ საუბარი უსაფუძვლოა“, – განაცხადა ბრაზილიელმა.
ბეილი „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ: „პრიმერას მოგების შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს“
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გატანილი პენალტის წყალობით, გუნდის ლეგენდარულ ფიგურას, ალფრედო დი სტეფანოს გატანილი გოლების რაოდენობაში გაასწრო.
ამგვარად, “ელ ფერარის” ანგარიშზე უკვე 307 გოლია და მას უკვე რაულ გონსალესი, 323 გოლით უსწრებს.
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავდამსხმელ ალესანდრო დელ პიეროს “ბარსელონას” ლიდერის ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთთან შედარება სთხოვეს. 40 წლის ფეხბურთელის აზრით, ამ ორ მოთამაშეს შორის არსებული კონკურენცია მათ განვითარების საშუალებას აძლევს.
“მესისა და რონალდუს შორის არსებული მეტოქეობა ორივე ფეხბურთელს პროგრესის საშუალებას აძლევს. ისინი არიან იმ კატეგორიის სპორტსმენები, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან, როგორც ჯონ მაკინროი და ბიორნ ბორგი ან როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.
არ მინდა იმაზე საუბარი, თუ ვინ არის უკეთესი. ეს იმას ჰგავს, რომ გეკითხებიან – დედა უფრო გიყვარს თუ მამა”, – დელ პიეროს კომენტარი ესპანურმა გამოცემა “ასმა” გამოაქვეყნა.
“პსვ ეინდჰოვენის” 21 წლის შემტევის ყველაზე კარგი პლიუსი ისაა, რომ საჯარიმო დარტყმებს ბრწყინვალედ ასრულებს.
თუ თქვენ გადაჰხედავთ ევროპის 6 საუკეთესო ჩემპიონატში გატანილი ჯარიმების რაოდენობას, ნახავთ, რომ მემფის დეპაი 7 გოლით ლიდერობს.
მეორე და მესამე ადგილს ბუნდესლიგის წარმომადგენლები, ჰაკან ჩალჰანოღლუ და ზლატკო იუნუზოვიჩი იკავებენ, რომლებსაც ხუთ-ხუთი გოლი აქვთ.
რაც შეეხებათ, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ჰოლანდიელი მათაც საგრძნობლად უსწრებს.
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ თავისი სიმბოლური ნაკრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის რჩეულთა შორის მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლიდერები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არ აღმოჩნდნენ.
სილვას ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ლიორისი
მცველები: დაბო, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი
ნახევარმცველები: მატუიდი, პოგბა, დი მარია, რიბერი
თავდამსხმელები: ბენზემა, იბრაჰიმოვიჩი
როგორც იცით, პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, კრიშტიანუ რონალდუ განაწყენებული დარჩა იმის გამო, რომ გოლი ვერ გაიტანა.
როდესაც მატჩი დამთავრდა, თანამემამულე ფაბიო კოენტრაუ მასთან მივიდა და გასაუბრება სცადა, თუმცა ამაოდ. რონალდუმ მას ხელი ჩამოაღებინა და გასახდელისკენ მარტო გაეშურა.