ფლორენციის “ფიორენტინასა” და მადრიდის “რეალს” შორის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ მე-4 წუთზე გახსნა. 27-ე წუთზე მარიო გომესმა გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი მარკოს ალონსომ “რეალის” კარში მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:1 დაფიქსირდა.
ამხანაგური მატჩი
“ფიორენტინა” — “რეალი” 2:1 (1:1)
“ფიორენტინა“: ნეტო, როდრიგესი (ჰეგაზი 86′), ტომოვიჩი (პიჩინი 85′), სავიჩი, მარკოს ალონსო (პასკუალი 85′), პიზარო (ვოლსკი 77′), აკვილანი (ბრილანტე 69′), ბორხა ვალერო (ჯილი 90′), ვარგასი (ლაძარი 85′), გომესი (ილიჩიჩი 68′), ბაბაკარი (ბერნარდეში 77′).
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
“რეალი“: ნავასი, არბელოა (ლუკას ვასკესი 76′), მარსელო (ფაბიო კოენტრაუ 46′), ნაჩო, ვარანი (სერხიო რამოსი 74′), ჩაბი ალონსო (კროოსი 46′), ხედირა (მედრანი 75′), ილიარამენდი (ბურგუი 75′), დი მარია, ხამეს როდრიგესი (კარვახალი 46′), რონალდუ (ბენზემა 46′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლები: გომესი 27′, მარკოს ალონსო 69′ — რონალდუ 4′.