მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიან რონალდუ ევროპის სუპერთასის მატჩში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2015 წლის იანვრის თვის შემდეგ, როდესაც კრიშტიანუმ ოფიციალური მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.
მაშინ, “სამეფო კლუბს” სათავეში კარლო ანჩელოტი ედგა. “პაპა კარლოს” გუნდი კი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაშობდა ესპანეთის თასზე (0:2). კრიშტიანუ მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ხამეს როდრიგესი შეცვალა.
საერთო ჯამში, “რეალის” 32 წლის ვარსკვლავმა 397-დან 14 მატჩი დაიწყო სათადარიგოთა სკამიდან.