ინგლისური კლუბების სამიზნემ, ჰიტონმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ინგლისური “ბარნლის” მეკარემ, ტომ ჰიტონმა, რომლის გადაბირების სურვილსაც “კრისტალ პალასისა” და “ნიუკასლის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ჩემი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაში თამაში და ამით ინგლისის ნაკრებში მოხვედრის შანსების გაზრდაა. ინგლისის ნაკრებში თამაშს გემო უკვე გავუგე და ახლა მინდა, რაც შეიძლება მეტჯერ მომეცეს შანსი.

მინდა ყოველდღიურად გავაუმჯობესო ჩემი დონე, რისთვისაც აქ დარჩენა საუკეთესო ვარიანტია, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, ” – აცხადებს ჰიტონი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჰიტონი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ორჯერ მოგვევლინა ინგლისის ნაკრების კარის დარაჯის როლში.

“მანჩესტერ სიტიმ” “კრისტალ პალასს” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე სემ ალარდაისის “პალასი” მიიღო და კარგი საფეხბურთო გაკვეთილიც ჩაუტარა.

ქალაქელებმა სტუმრები ხუთბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. გოლები სილვას, დე ბრუინის, ოტამენდის, სტერლინგისა და ვინსენ კომპანის ანგარიშზეა.

შედეგად, “სიტის” ანგარიშზე 35 ტურში დაგროვებული 69 ქულაა და ახლა მესამე პოზიციაზე იმყოფება, “არწივები” კი 38 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან.


“მანჩესტერ სიტი”: ვილი კაბალიერო; გაელ კლიში, ნიკლას ოტამენდი, ვინსენ კომპანი, ფერნანდინიო; იაია ტურე; ლეროი სანე (ნავასი 84′), სილვა (საბალეტა 68′), დე ბრუინი, სტერლინგი; გაბრიელ ჟეზუსი (იჰეანაჩო 84′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვორდი, კელი (დელანი 76′), პატრიკ ვან ანჰოლტი, შლუპი; მაკკართური, მილივოიევიჩი, პანჩეონი; ზაჰა, ბენტეკე, ტაუნსენდი (ლიი 58′)

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი


“ტოტენჰემმა” “კრისტალ პალასი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ოთხშაბათს, 26 აპრილს პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა.

ლონდონის “ტოტენჰემი”, რომელიც ამ დროისთვის “ჩელსის” მდევრის როლში გვევლინება, “კრისტალ პალასს” ესტუმრა და “არწივები” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

“მამლებმა” “არწივები” კრისტიან ერიქსენის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ამ მატჩში.


“კრისტალ პალასი”: ჰენესი; შლუპი, სახო, კელი, ვორდი; მაკკარტური, მილივოიევიჩი; ტაუნსენდი, პანჩეონი, ზაჰა; ბენტეკე (კემპბელი)

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დაიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი; უოკერი, ვანიამა, დემბელე, დეივისი; ერიქსენი, დელე ალი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


“ჩელსი” შინ, “კრისტალ პალასთან” დამარცხდა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში სემ ალარდაისის “კრისტალ პალასმა” მცირე სასწაულის გამოაცხო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი საშინაო არენაზე დაამარცხა.

მატჩის ბედი პირველი ტაიმის პირველმა 15-მა წუთმა გადაწყვიტა.დროის ამ პერიოდში ფაბრეგასმა ანგარიშის გახსნა, უილფრედ ზაჰამ და ბენტეკემ კი საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება შეძლეს – 1:2.

ამ დროისთვის, “ჩელსი” 29 მატჩში დაგროვებული 69 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ტოტენჰემს”. “კრისტალ პალასი” კი 31 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.


“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო (ბატშუაი 74′), ფაბრეგასი, კანტე, მატიჩი (უილიანი 59′), პედრო; ედენ აზარი; დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვორდი, ტომკინსი (დანი 46′), სახო, შლუპი; კაბაიე, მილივოიევიჩი; ზაჰა, პანჩეონი, ტაუსენდი (კელი 60′); კრისტიან ბენტეკე

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი


ალარდაისი ადასტურებს: “კაბაიეს საფრანგეთში სურს კარიერის გაგრძელება”

“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი, სემ ალარდაისი თვლის, რომ იოჰან კაბაიეს ძალიან უნდა კარიერის “მარსელში” გაგრძელება, რომელიც საკმაოდ დიდ პროექტზე მუშაობს.

“კაბაიეს გუნდისთვის დახმარების გაწევა ძალიან უნდა. რამდენადაც ვიცი, ის დიდი სიამოვნებით გადავა “მარსელში”, თუ ისინი შესაბამის შეთავაზებას გაგვიკეთებენ.

დღესდღეობით, დღევანდელ რეალობაში, ყველაფერი მარტივად არის. თუ კაბაიე გუნდს დაეხმარება და “მარსელი” მის სანაცვლოდ მილიონებს შემოგვთავაზებს, მაშინ სტივი (პარიში, დირექტორი) მკითხავს “უნდა გავუშვათ თუ არა?”

მაგრამ, მე არჩევანს მაინც მის შენარჩუნებაზე გავაკეთებ.

რა მოხდება სეზონის ბოლოს? არავინ იცის. ფაქტია, რომ რაღაცეები შეიცვლება, რაც ყოველთვის ასე იყო,” – აცხადებს ალარდაისი.

ოფიციალურად: ვან აანჰოლტი “კრისტალ პალასის” ფეხბურთელია

ვან აანჰოლტი დღეიდან “კრისტალ პალასში” ითამაშებს. “სანდერლენდის” ყოფილი ფეხბურთელი ტრანსფერი სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

26 წლის ჰოლანდიელი 2104 წლის ზაფხულზე მივიდა “ჩელსიდან “სანდერლენდში” 1.5 მილიონ ფუნტად. მან ამ კლუბის მაისურით 95 შევხერდა ჩაატარა.

რამდენიემ საათის წინ კი, მცველმა “კრისტალ პალასთან” ოთხწელ-ნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “პალასს” ჰოლანდიელი 14 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

 

სემი “კრისტალ პალასში” ორი უცხოელი ფეხბურთელის მოყვანას აპირებს

“კრისტალ პალასის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სემ ალარდაისმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასა და “არწივების” სამომავლო გეგმაზე ისაუბრა.

“ბაზარზე ფასები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით კი ინგლისში, სადაც ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ.

აი როგორი არჩევნის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ: ან უნდა გავრისკოთ და უცხოელი ფეხბურთელები გადავიბიროთ, რადგანაც ჩვენთვის ისინი უფრო ხელმისაწვდომები არიან, ან ერთი აქაური ფეხბურთელი დავიმატოთ.

მე კი ვთვლი, რომ “კრისტალ პალასს” ახლა ორი ფეხბურთელი სჭირდება.” – განაცხადა “დიდმა სემმა”, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგის 19 ტურის შემდეგ სულ რაღაც 2 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.

“კრისტალ პალასმა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისი დანიშნა

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელებმა სემ ალარდაისი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნეს, სადაც მან ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, 2,5 წელი უნდა გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ 62 წლის სპეციალისტს წელს ინგლისის ნაკრებიც ჩააბარეს, თუმცა ეს უკანასკნელი სკანდალში გაეხვა და მალევე გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან.

ასე რომ, “ბოლტონის”, “ბლექბერნის”, “ვესტ ჰემისა” და “სანდერლენდის” ექს-თავკაცი, “დიდი სემი” ალან პარდიუს ჩაანაცვლებს, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ხუთშაბათს დატოვა.

რაც შეეხება “არწივების” ფორმასა და მდგომარეობას, ამ დროისთვის ისინი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციას იკავებენ და ერთი ქულით არიან დაშორებულნი გასავარდნი ზონისაგან.

ოფიციალურად: ალან პარდიუმ “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ალან პარდიუმ “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ პარდიუ “სელჰარსტ პარკის” ბინადრებს სათავეში 2015 წლის იანვარში ჩაუდგა, მას შემდეგ, რაც “ნიუკასლი” დატოვა. იმ წელს, “არწივებმა” სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს.

თუმცა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი სეზონი “კრისტალ პალასისთვის” არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, სეზონის მეორე ნახევრის მონაცემებით კლუბს მხოლოდ 5 ქულა აშორებდა გასავარდნ ზონამდე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ალან პარდიუს ადგილს.

კრისტიან ბენტეკე: “ლივერპული” კლოპის გამო არ დამიტოვებია”

“ლივერპულის” ყოფილი და “კრისტალ პალასის” მოქმედი თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე ირწმუნება, რომ “ენფილდი” იურგენ კლოპის გამო არ დაუტოვებია, რომელიც მას არც ისე დიდ სათამაშო დროს აძლევდა.

“არა მგონია, კლოპთან დაკავშირებით რამე პრობლემა მქონოდა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. მას პირველად 2013 წელს შევხვდი, როდესაც “ბორუსია” ცდილობდა ჩემს გადაბირებას. მას მაშინაც მოსწონდა ჩემი თამაშის სტილი.

“ლივერპულში” გადასვლის შემდეგ კი ბრენდანთან შემექმნა ასეთივე ტიპის ურთიერთობა. თუმცა ის მალევე მოხსნეს, რამაც ჩემზეც იმოქმედა.

კლოპის მოსვლის შემდეგ, ძირითადის ფეხბურთელის სტატუსი დავკარგე. ეს არა კლოპის, არამედ სხვა ფეხბურთელების გამო მოხდა. შესაძლოა, პრობლემა ჩემს ფორმაში ყოფილიყო.”

შეგახსენებთ, რომ ის “ლივერპულს” 2015 წელს, “ასტონ ვილადან” შეუერთდა, მაგრამ ბრენდან როჯერსის მოხსნის შემდეგ ცუდად წაუვიდა საქმე და გადაწყვიტა, “არწივთა” რიგებში ჩაწერილიყო.

სემ ალარდაისს ინგლისში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ

ავტორიტეტულ ამერიკულ გამოცემა ESPN-ს თუ დავუჯერებთ, “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები ალან პარდიუს მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მასთან არსებული კონტრაქტის გაწყვეტას აპირებენ.

პარდიუს ჩამნაცვლებლად, რომლის მეთაურობითაც “კრისტალ პალასი” 2016 წელს უფრო ცუდად გამოიყურება ვიდრე ქვეყნის მასშტაბით არსებული 92 პროფესიონალური კლუბი, სემ ალარდაისს მოისაზრებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პარდიუს თაოსნობით გამართული ბოლო 5 მატჩიდან “არწივებმა” ხუთივე წააგეს და პრემიერ ლიგის 12 ქულის შემდეგ, დაქვეითების ზონამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.

წყაროს ცნობით, “დიდი სემის” კანდიდატურა კლუბის სპორტულმა დირექტორმა სტივ პერიშმა წამოაყენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მხარეები უახლოეს მომავალში მიიღებენ.

Mirror: “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს დაადგა თვალი

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ ამბიციური ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, რომელიც მორგან შნაიდერლინინის “არწივთა ბუდეში” გადაყვანას გულისხმობს.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერის” 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება, რაც თავის დროზე ლუი ვან გაალს 25 მილიონი ფუნტი დაუჯდა, პირადად ალან პარდიუს სურვილს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდის” ახალი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო მისდამი გულგრილად არის განწყობილი – პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მას მხოლოდ 5 წუთი აქვს ნათამაშები.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზაფხულში ექს-“საუთჰემპტონელის” ტრანსფერით მაურისიო პოჩეტინოც ინტერესდებოდა.