22 ივლისს მექსიკის ჩემპიონატში “ტოლუკამ” საკუთარ მოედანზე “მორელია” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიწურულს უცნაური რამ მოხდა. 90-ე წუთზე “მორელიას” ფეხბურთელებმა გოლი გაიტანეს, თუმცა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. მასპინძლებმა თამაში ძალიან სწრაფად განაახლეს, ამ დროს კი სტუმრებს ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდა. საბოლოოდ, ამას მოყვა ის, რომ სამბუეზამ გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.