ბარტრა: “ფრე კურტუას ბრალია”

“ბარსელონას” მცველი მარკ ბარტრა თვლის, რომ გუშინდელი მატჩის შედეგი მადრიდელთა მეკარის, ტიბო კურტუას კარგმა თამაშმა განაპირობა.

“ატლეტიკო ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუმცა, მატჩი ჩვენ უნდა მოგვეგო.

ფრე ტიბო კურტუას კარგი თამაშის ბრალია. ვთვლი, რომ “ბარსამ” ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მეკარე საკმაოდ დამაჯერებელი იყო” – განაცხადა ბარტრამ.

ბუსკეტსი და ფაბრეგასი რეინას ყიდვას ითხოვენ

კატალონიის “ბარსელონას” ორი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი და სესკ ფაბრეგასი ხელმძღვანელობას ესპანელი კიპერის, პეპე რეინას გადმობირებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რეინა “ნაპოლიში” იჯარის წესით თამაშობს და თუ “ლივერპულში” მინოლეს თამაშს გავითვალისწინებთ, მისი “ენფილდზე” დაბრუნების შანსები მინიმალურია. გარდა ამისა, სხვადასხვა ინფორმაციით, ესპანელ კიპერს ლივერპულელთა დამრიგებელ ბრენდან როჯერსთან ურთიერთობა აქვს გაფუჭებული.

“შესანიშნავი იქნება, თუ რეინა “ბარსელონაში” გადმოვა”, – ამბობს ბუსკეტსი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პეპე “ბარსელონაში” ყველას იცნობს. მას გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნა შეუძლია”, – ეს უკვე სესკ ფაბრეგასის სიტყვებია, “რადიო კატალონიასთან” საუბრის დროს.

დღემდე, მას შემდეგ რაც სეზონის ბოლოს “ბარსადან” ვიქტორ ვალდესის წასვლის საკითხი გახდა აქტუალური, პრესის ფურცლებზე მის შესაძლო შემცვლელად ბელგიელი ახალგაზრდა კიპერი კურტუა სახელდებოდა, მაგრამ უკვე გაჩნდა აზრი იმის შესახებაც, რომ მიუხედავად კურტუას კლასისა, “ბარსელონას” უფრო გამოცდილი მეკარე სჭირდება, სწორედ აქ გაიჟღერა პირველად, რეინას გვარმაც.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს კატალონიელთა ხელმძღვანელობა.

კურტუა: “ვიცით, როგორ დავამარცხოთ “რეალი”

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე, ტიბო კურტუა აცხადებს, რომ მისმა გუნდმა იცის, როგორ დაამარცხოს “რეალი”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურში, ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან.

“ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ვიცით, როგორ დავამარცხოთ “რეალი”. პირადად მე, მოედანზე ფრისათვის არასოდეს გავსულვარ, ყოველთვის გამარჯვება მსურს. შეგვიძლია თუ არა ამ ფორმის შენარჩუნება? ვფიქრობ, რომ შეგვიძლია”, – ამბობს კურტუა.