“რეალი”: “ლევანტესთან” მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე ნავასი და კაზემირო არ გამოჩენილან

დასრულდა სანაკრებო ბატალიები და მადრიდის “რეალს” ფეხბურთელები უბრუნდებიან.

დღეს “ბლანკოსმა” კვირის რიგით მეოთხე ვარჯიში გამართა, თუმცა, აღნიშნულ სესიაზე არ იმყოფებიდნენ ბრაზილიის ნაკრების საყრდენი, კაზემირო და კოსტა-რიკელი გოლკიპერი, კეილორ ნავასი. ამის მიზეზი კი ის დაზიანებებია, რომლებიც მათ აღენიშნებათ. შესაბამისად, კაზიმროსა დ კეილორის თამაში შაბათს, “ლევანტესთან” გასამართ (15:00 საათი, თბილისის დროით) შეხვედრაში, საკითხავია.

საეჭვოა რაფაელ ვარანის ასპარეზობა, რომელმაც პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში, “ვალენსიას” წინააღმდეგ მიიღო ტრავმა.

სამაგიეროდ, მზად ყოფნაში არიან ვალეხო და ნაჩო, რომელთაც დაცვის ხაზის გამაგრება შეუძლიათ. კლუბს დაუბრუნდა სერხიო რამოსიც. ასევე, თავის შანსს ელოდება ახალაგზრდა მარკოს ლორენტე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში კაზემიროს ნაცვლად შესაძლოა, შაბათს მოგვევლინოს.

ლა ლიგის კალენდარი: “ელ კლასიკო” მე-17 და 36-ე ტურებში

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 2017/18 წლების სეზონის კალენდარი გაასაჯაროვა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის ახალი სეზონი სტარტს 19 აგვისტოს აიღებს და 20 მაისს დასრულდება.

რაც შეეხება მნიშვნელოვან მატჩებს, მერვე ტურში, 15 ოქტომბერს “ატლეტიკო” საკუთარ სტადიონზე “ბარსელონას” მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი 4 მარტს ჩატარდება.

პირველი მადრიდული დერბი კი მე-12 ტურში შედგება: “ატლეტიკო” 19 ნოემბერს მიიღებს “რეალს”, “სანტიაგო ბერნაბეუს” კი 8 აპრილს, 31-ე ტურში ეწვევა.

20 დეკემბერს კი ლა ლიგის ეგიდით ერთმანეთს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბები, “რეალი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. განმეორებით იმატჩი 36-ე ტურში, 6 მაისს ჩატარდება.

1-ლი ტური:

“დეპორტივო” – “რეალი”

“ლევანტე” – “რეალ სოსიედადი”

“ბარსელონა” – “ბეტისი”

“ლეგანესი” – “ალავესი”

“სევილია” – “ესპანიოლი”

“ატლეტიკი” – “ხეტაფე”

“მალაგა” – “ეიბარი”

“ჟირონა” – “ატლეტიკო”

“ვალენსია” – “ლას-პალმასი”

როდის იხურება ტოპ ჩემპიონატებში სატრანსფერო ფანჯარა?

ახალი დადგენილების თანახმად, ლა ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ერთი დღის დაგვიანებით, პირველ სექტემბერს დაიხურება. პრემიერ ლიგის, სერია ა-ს, ბუნდესლიგისა და ლიგა 1-ის გუნდებს კი ტრანსფერების განხორციელების ბოლო შანსი გუნდებს 31 აგვისტოს ეძლევათ.

ასე რომ, ამ ზაფხულიდან ესპანურ გუნდებს დამატებითი 24 საათი ეძლევათ, რათა ერთმანეთში ტრანსფერები შეათანხმონ. ზემოთ ხსენებული ჩემპიონატების კლუბებს კი იმ ერთი დღის მანძილზე ესპანურ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელების დამატება არ შეეძლებათ.

რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, ყველა დიდ ჩემპიონატში ის 1 იანვარს გაიხსნება და 31-ში დაიხურება. გამონაკლისი იტალიის სერია ა არის, სადაც ფანჯარა ერთი დღის დაგვიანებით იხსნება.

როდის გაიმართება ესპანეთის სუპერთასის შეხვედრები?

გასულ სეზონში ლა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი”, ხოლო “კოპა დელ რეის” ტიტულის მფლობელი კატალონიის “ბარსელონა” გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო აგვისტოში ორ “ელ კლასიკოს” იხილავს, რომელიც ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით გაიმართება.

პირველი შეხვედრა 13 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” შედგება. განმეორებითი თამაში კი უკვე “სანტიაგო ბერნაბეუზე” 16 აგვისტოს ჩატარდება.

ამას გარდა, დადგინდა, რომ ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონი ამ წლის აგვისტოს მესამე კვირაში დაიწყება და 2018 წლის 20 მაისს დამთავრდება. რაც შეეხება სამეფო თასის ფინალს, იგი მომდევნო წლის 21 აპრილსაა დაგეგმილი.

გვარდიოლა: “ნეტავ, მესის ტვინში ჩამახედა”

პეპ გვარდიოლამ კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“ლეო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ნიჭიერი და პრივილეგირებული ფეხბურთელია. თუმცა, მას როგორც “ბარსელონაში”, ასევე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ყოველწლიურად ძალიან დიდი წნეხი აქვს. ნეტავ მის ტვინში ჩამახედა და გამაგებინა, როგორ ახერხებს იგი, გაუძლოს ამ ტვირთს. ყოველ შეხვედრაში მისგან სამ გოლს ელიან. გარდა ამისა, მესის ჰყავს თანაგუნდელები, რომლებიც მას ენდობიან და მისი იმედი ნებისმიერი გასაჭირის დროს აქვთ. ასე, რომ მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა.”

“ვერ იტყვი, რომ მათ მხოლოდ “კოპა დელ რეი” მოიგეს. კატალონიელებს ძალიან რთული და სანახაობრივი სეზონი ჰქონდათ. “ბარსამ” ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარა. ის ბოლო მატჩამდე სდევდა “რეალს”! ასევე, ჩემპიონთა ლიგაზეც ბოლომდე დაიხარჯნენ. ადამიანები ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ “ბარსელონა”ყოველ წელს ევროპის ყველა გრანდს პირწმიდად მოუგებს,” – აცხადებს პეპი.

საუკეთესო თერთმეტეული: ვინ ითამაშეს ამ სეზონში ლა ლიგაში ყველაზე დიდ ხანს?

დასრულდა ლა ლიგა სანტანდერი, რომელიც მადრიდის “რეალმა” მოიგო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმ საუკეთესო 11 ფეხბურთელის სიაში, რომლებმაც ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი დრო ითამაშეს, ჩემპიონი გუნდის არცერთი ფეხბურთელია.

ეს ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

მეკარეები: რული (“რეალ სოსიედადი”) და ოჩოა (“გრანადა”) – 3420 წუთი.

მცველები: მარიო გასპარი (“ვილიარეალი”) – 3240 წუთი; დავიდ ლოპესი (“ესპანიოლი”) – 3240 წუთი; პეზელა (“რეალ ბეტისი”) – 3102 წუთი; იური (“რეალ სოსიედადი”) – 3090 წუთი.

ნახევარმცველები: დანი გარსია (“ეიბარი”) – 3184 წუთი; პარეხო (“ვალენსია”) – 3195 წუთი; პედრო ლეონი (“ეიბარი”) – 3009 წუთი; კოკე (“ატლეტიკო”) – 3171 წუთი.

შემტევები: ხერარდ მორენო (“ესპანიოლი”) – 3080 წუთი; გრიზმანი (“ატლეტიკო”) – 3065 წუთი.

ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანს მიმართა

ლა ლიგის 33-ე თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შეაქო.

“ზიზუ” ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი სიმბოლოა. მინდა, მივმართო მას: შენ იყავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხარ!”

“ამ გუნდმა კლუბის ნამდვილი სახე წარმოაჩინა! ბიჭებმა დაამტკიცეს, რა ღირებულებების მატარებელია “რეალი”! იმედი მაქვს, ოთხ ივნისს აქ ისევ დავბრუნდებით და ერთად ვიზეიმებთ სეზონის მეორე ტიტულს. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი ბოლომდე დაიხარჯება. მათ მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი ტურნირი წელს უკვე მოიგეს და ისტორისს ნაწილნი არიან!” – განაცხადა პერესმა.

კარიკატურა: “რეალი” ლა ლიგის ჩემპიონია! (ფოტო)

მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა სანტანდერის ბოლო, 38-ე ტურის გასვლითი შეხვედრა “მალაგასთან” მოიგო და 33-ეჯერ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს.

ომარ მომანი ამ ფაქტს კარიკატურით ეხმაურება.

ვინ რამდენს მიიღებს ლა ლიგის წლევანდელი სეზონიდან?

გუშინ ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბოლო, 38-ე ტურის მატჩები გაიმართა და ჩემპიონის ვინაობაც გახდა ცნობილი.

ბოლო ტურის მატჩში ზინედინ ზიდანის “რეალმა” გასვლაზე “მალაგას” ორბურთიანი სხვაობით დამარცხება შეძლო, რითიც ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ბოლო 5 წელიწადში პირველად მოგებულმა ლა ლიგამ მადრიდის “რეალის” ხაზინას 20.8 მილიონი ევრო შემატა, რაც ლა ლიგის საპრიზო ფონდიდან (122.5 მილიონი) გამოიყო.

“ბარსელონამ” მეორე ადგილზე გასვლისთვის 18.375 მილიონი ევრო მიიღო, “ატლეტიკომ” – 15. 925, ხოლო “სევილიამ” – 13.475 მილიონი ევრო.

მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონია! (ვიდეო)

ესპანური ლა ლიგის ჩემპიონის ვინაობა ბოლო, 38-ე ტურში გახდა ცნობილი და ეს გუნდი მადრიდის “რეალი” გახლავთ, რომელსაც სათავეში ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი უდგას.

“სამეფო კლუბმა” ბოლო ტურში “მალაგა” დაამარცხა გასვლაზე, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოეპოვებინა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.

მადრიდელებმა მატჩში ანგარიში პირველივე წუთებზე გახსნეს, თავი დედაქალაქელთა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა. მეორე ტაიმის მეათე წუთზე კი ბენზემამაც მოახერხა კამენის კარის აღება და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 0:2.

ასე რომ, 38 ტურის შემდეგ, “რეალს” 93 ქულა დაუგროვდა, “ბარსელონაზე” სამი ქულით მეტი. შედეგად, “რეალი” 33-ჯერ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს.


ისკო: “რონალდუს გვერდით თამაში ძალიან მარტივია”

გუშინ ლა ლიგის გამოტოვებული ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ვიგოში ადგილობრივი “სელტა” გაანადგურა. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. ორივე შემთხვევაში მისი ასისტენტი ისკო იყო.

ესპანელმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან მარტივია, გაუგო რონალდუს. მის გვერდზე თამაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს: მთავარია, კრიშტიანუს საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიაწოდო, დანარჩენს იგი თავისით გააკეთებს.”

“ის ყოველთვის ამტკიცებს, რომ ყველა ფრონტზე ბოლომდე იბრძვის. სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ვართ და ახლა მთელი გუნდი სწორედ ასე იქცევა.”

“მალაგაში ლა ლიგის მთავარი შეხვედრა გველის. ამ ქალაქთან და სტადიონთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, თუ სწორედ “ლა როსალედაზე” მოვიპოვებ ამ ტიტულს,” – განაცხადა ალარკონმა.

“რეალმა” “სელტა” დაამარცხა – ერთი ნაბიჯი ესპანეთის ჩემპიონობამდე (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგის გადადებული შეხვედრა შედგა. ვიგოს “სელტამ” მადრიდის “რეალი” მიიღო

შეხვედრა მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშ მეათე წუთზე გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

14 წუთში საკამათო ეპიზოდს ჰქონდა ადდგილი. “ბლანკოსსი” საჯარიმოში შესულ იაგო ასპასს სერხიო რამოსი დაეჯახა, ასპასი წაიქცა – მსაჯმა ეს უკანასკნელი სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათით “დააჯილდოვა” და მოედანი დაატოვებინა. ათკაციანმა “სელტამ” “რეალს” მაინც გაუტანა – 69-ეზე ჯონ გუიდეტიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. დაძაბულობა ბენზემას გოლით ერთ წუთში განიმუხტა. ხოლო, 88-ეზე ტონი კროოსმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. საბოლოოდ, 1-4.

ამ გამარჯვების შემდეგ “რეალს” 90 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილს იკავებს. იგგი სამი ქულით უსრებს “ბარსელონას”. შესაბამისად, სამეფო კლუბს ბოლო ტურში “მალაგასთან” ფრეც ჰყოფნით, რათა ჩემპიონები გახდნენ. “სელტა” 44 ქულით მეცამეტე პოზიციაზეა.