3 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ გაიტანა.
3 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ გაიტანა.
3 მაისს, დანიის ჩემპიონატში, “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ბრიუნსჰეი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა, მისი თანაგუნდელის, კიმ აბეჩის გოლი კი ძალიან ლამაზი გამოდგა.
2 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ვოლფსბურგსა” და “ჰანოვერს” შორის გამართულ მატჩში (2:2), სალიფ სანემ მასპინძლებს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
30 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატში, “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ანდერლეხტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
“ანდერლეხტის” მხირდან ერთადერთი გოლი იური ტილემანსმა გაიტანა. მოგეხსენებათ, 17 წლის ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “ჩელსის” ძალიან სურს.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გაიტანა “აიაქსის” ერთ-ერთ ვარჯიშზე ვიქტორ ფიშერმა.
გასულ უქმეებზე, კოლუბმიის 20-წლამდელთა ჩემპიონატში “ვალესა” და “ანტიოქიას” შორის გამართულ მატჩში ბრწყინვალე გოლი გავიდა.
გასულ დღეებში, საფრანგეთში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “ლილის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში, პარიზელთა ფეხბურთელმა ტომას მარტინმა მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
26 აპრილს, უნგრეთის ჩემპიონში “ჰონვედსა” და “დებრეცენს” შორის გამართულ მატჩში (1:1), “ჰონვედის” გვინეელმა ფეხბურთელმა, სულეიმან იულამ მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
25 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატში, “ანდერლეხტმა” საკუთარ მოედანზე “კორტრაიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი 17 წლის იური ტილემანსმა გაიტანა.
ცნობისთვის, ტილემანსი ნახევარმცველია და მისით “ჩელსი” სერიოზულადაა დაინტერესებული.
26 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “ტორინომ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ანდრეა პირლომ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.
26 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მეორე დივიზიონში “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე “სან ანტონიო სკორპიონსი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი ზურაბ ცისკარიძე, რომელმაც მე-9 წუთზე მეტოქის კარი საკუთარი ნახევრიდან, საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.
ცნობისთვის, ცისკარიძე თბილისში 1986 წელს დაიბადა, ის აშშ-ის მოქალაქეა და “სან ანტონიო სკორპიონსის” გარდა, “მაიმიში”, “მორეალ იმფაქტში”, რუსულ “ამკარსა” და ტაილანდურ “ბანგკოკ გლასში” უთამაშია.
25 აპრილს, ჰოლანდიის ჩემპიონატში, “ექსელსიორსა” და “პსვ ეინდჰოვენს” შორის გამართულ მატჩში (2:3) მემფის დეპაიმ მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.