ფაქტი, რომ ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ზაფხულამდე ვერცერთი გუნდი ვერ დაიმატებს ფეხბურთელს, სულაც არ ადარდებთ ჩინეთში, სადაც სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება.
ჩინური “შანხაი შენხუას” ინტერესთა სფეროში ფრანგული გრანდის, “პარის სენ-ჟერმენის” არგენტინელი ფორვარდი მოექცა, რომელსაც მეტი სათამაშო დრო ესაჭიროება.
Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური გუნდი ესეკილ ლავესის წელიწადში 10 მილიონს სთავაზობს, რაც 30 წლის ფეხბურთელისთვის არც ისე ცუდი შეთავაზებაა.