პულიშიჩი: “ჩემი შთაგონების წყარო ლებრონ ჯეიმსია”

დორტმუნდის “ბორუსიასა” და აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების წევრი, კრისტიან პულიშიჩი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მისი შთაგონების წყარო არა რომელიმე ლეგენდარული ფეხბურთელი, არამედ “კალათბურთის მეფე”, ლებრონ ჯეიმსია.

“ლებრონ ჯეიმსი ყოველთვის უდიდესი იყო ჩემთვის – უბრალოდ ძალიან მიყვარს მისი თამაშების ნახვა. მე მისი დიდი ფანი ვარ და ჩემი შთაგონების წყაროც სწორედ ის არის. სადაც არ უნდა იყოს, მე მას ვგულშემატკივრობ.

კალათბურთი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია. სკოლაში ყოფნისას, როდესაც პენსილვანიაში ვსწავლობდი, ყოველდღე ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად.

ბავშვობაში, ერთ-ერთ ტურნირშიც მივიღე მონაწილეობა. ზუსტად არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავი. საკმაოდ კარგად ვითამაშე, თუმცა, ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი ვიყავი და არჩევანი სწორედ მასზე გავაკეთე,” – აცხადებს პულიშიჩი.

ლებრონ ჯეიმსმა აიზია ტომასი დიდებული სიტყვებით შეამკო

ოთხშაბათს, სამ მაისს გამართულ პლეიოფურ დაპირისპირებაში აიზია ტომასმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საკალათბურთო სამყაროს, რომ ის მსოფლიო დონის მოთამაშეა.

ტომასის სიძლიერე, რომელმაც “ვაშინგტონ ვიზარდის” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (129-119) 53 ქულის დაგროვებასთან ერთად ოთხი მოხსნაც ჩაიწერა აქტივში, ლებრონ ჯეიმსმაც აღიარა.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდეგ ამ რაოდენობის ქულა პლეიოფში არავის დაუგროვებია. მაშინ კი ეს “ფილადელპიას” ალენ ივერსონმა შეძლო, რომელმაც “ჰორნეტსს” 55 ქულა ჩაუგდო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აიზია ტომასის დის, ჯინას ტრაგიკული სიკვდილიდან სულ რაღაც ორი კვირაა გასული.

“აიზია განსაკუთრებული, ძალიან განსხვავებული მოთამაშეა. ის ნამდვილად გამორჩეული, უნიკალური ნიჭის პატრონია.

გუშინ მისი დის დაბადების დღე იყო, მჯერა, რომ ის მისთვის ყველაფერს აკეთებდა. დაღლაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მე ეს შევამჩნიე. მისი და მას ზეციდან დაჰყურებდა და დამატებით მოტივაციას აძლევდა,” – განაცხადა ჯეიმსმა.

კიელინი: “პოგბა ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსია”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ აღიარა, რომ იტალიელ ჩემპიონთა რიგებში პოლ პოგბას არყოფნა იგრძნობა, რომელიც ზაფხულში “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდა.

“გასულ წელს, ნახევარდაცვაში ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, როგორიც პოგბაა. ის ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსი, იუსეინ ბოლტია.

შარშან პოგბას დახმარებით ერთ კონკრეტულ სტრატეგიას ვიყენებდით, წელს კი ცვლილებების გაკეთება აუცილებელი იყო. მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რათა გამოსავალი რაც შეიძლება მალე იპოვოს.

არც იდიოტები ვართ და არც კლოუნები. ბევრ შანსს ვკარგავთ, რაც უნდა გამოსწორდეს.” – განაცხადა მან.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 10 სპორტსმენი

გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენის სიას.

10.მეჰედრა სინგ დონი; 11 მილიონი დოლარი ერთ წელში

 

9.რორი მაკილროი; 13 მილიონი დოლარი ერთ წელში

8.ლიონელ მესი; 15 მილიონი დოლარი ერთ წელში

7.კევინ დურანტი; 15 მილიონი დოლარი ერთ წელში

6.კრიშტიანუ რონალდუ; 19 მილიონი დოლარი ერთ წელში

5.ტაიგერ ვუდსი; 23 მილიონი დოლარი ერთ წელში

4.უსეინ ბოლტი; 25 მილიონი დოლარი ერთ წელში

3.ფილ მიკელსონი; 28 მილიონი დოლარი ერთ წელში

2.ლებრონ ჯეიმსი; 34 მილიონი დოლარი ერთ წელში

1.როჯერ ფედერერი; 36 მილიონი დოლარი ერთ წელში

“კლივლენდ კავალიერსის” საჩემპიონო მსვლელობა (ფოტოები)

როგორც იცით, საკმაოდ დაძაბული, 7-მატჩიანი ფინალის შემდეგ NBA-ს ახალი ჩემპიონი “კლივლენდ კავალიერსი” გახდა, რომელმაც “გოლდენ სტეიტ უორიორსი” დაამარცხა (4-3).

ქალაქი ამ გამარჯვებას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ელოდა – და მართლაც, ლებრონის წყალობით 52-წლიანი ლოდინი დასრულდა. გუშინ კი “კავალიერსმა” კლივლენდელებთან ერთად აღნიშნა ჩემპიონობა.

ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები ყველანაირად ცდილობდნენ მოეპოვებინათ საუკეთესო, ყველაზე კომფორტული ადგილები, რათა ზეიმით მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ.

საჩემპიონო პარადს არაფერი არ აკლდა: კანფეტები, ორკესტრი და რაც მთავარია – ვარსკვლავები.

ხალხის მთელი ნაკადი კლივლენდის ცენტრში იყო შეკრებილი. ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ამ გამარჯვების აღსანიშნავად.

აქვე იყვნენ ექსტრემის მოყვარულებიც.

საღამოს მთავარი ვარსკვლავი რა თქმა უნდა ლებრონ ჯეიმსი იყო.

ლებრონმა კლივლენდის ცენტრში მყოფი უზარმაზარი ბანერის პოზაც გააკეთა.

ჩემპიონთა ფლეიმეიკერი, ირვინგი მთელი ზეიმის მანძილზე მოძრავი მანქანის სახურავზე იყო მოკალათებული … საბედნიეროდ ის უვნებლად გადარჩა.

როგორც იცით, მატჩის დამთავრებისთანავე ჯეი არ სმიტმა მაისური გაიხადა და მამამისს უსახსოვრა. როგორც სჩანს, მან ახალი მაისურის პოვნა ვერ მოახერხა, არადა მას შემდე უკვე 3 დღე გავიდა…

მას მო უილიამსმაც მიბაძა.

მშვენიერი ამინდი და საყვარელი გუნდის გაჩემპიონება – რა გინდა სხვა?

გვირგვინი რა თქმა უნდა მეფესთან იყო.

ამ გამარჯვებას ქალაქი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ელოდა.

ჯეიმსი: „ბრაიანტზე მეტი ქულის დაგროვებას არ ვცდილობდი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ განვლილი „ოლ სტარის“ მატჩში მისი მიზანი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევ უკანახაზელ კობი ბრაიანტზე მეტი ქულის დაგროვებას არ ყოფილა.

„ბედნიერი ვარ, რომ ვარსკვლავური უიქენდის ნაწილი ვიყავი, დანარჩენი კი ჩემთვის არაფერს ნიშნაცვს. ჩემი ქულებიოს რაოდენობას ყურადღებას არ ვაქცევ. მითუმეტეს, არაფრის გაკეთებას ვცდილობდი, რათა კონკრეტულად კობი ბრაიანტისთვის გამესწრო“, – განაცხადა ჯეიმსმა.

თავისი კარიერის განმავლობაში ლებრონმა „ოლ სტარის“ 12 მატჩში ითამაშა, რომელშიც,ლ ჯამში 291 ქულა მიითვალა. კობიმ, თავისმ მხვრივ, 18 „ოლ სტარში“ მხოლოდ 290 ქულა დააგროვა.

ლებრონ ჯეიმსი: „სამქულიანები ჩემი საქმე არაა“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ბოსტონ სელტიკსთან“ მარცხისა და სამქულიანი სროლების ცუდი მონაკვეთის შესახებ ისაუბრა.

ცნობისთვის, ბოლო ექვს მატჩში ჯეიმსმა 18 შორეული სროლა ვერ ჩააგდო.

„უფრო მეტი უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ შორიდან ვერ ვისვრი. სამქულიანები ჩემი საქმე არაა.

„ბოსტონთან“ მარცხი ძალიან მტკივნეულია. ასეთი გულდაწყვეტილი დიდი ხანი არ ვყოფილვარ“, – ციტირებს ლებრონს „კლივლენდის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ლებრონ ჯეიმსი: „როგორც იქნა, ლავი თავს კომფორტულად გრძნობს“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გუნდის ახალი თავკაცის ტაირონ ლუს ხელმძღვანელობით თანაგუნდელ კევინ ლავის თამაშით კმაყოფილია.

„ვფიქრობ, ახლა ლავი თავის როლში თავს კომფორტულად გრძნობს. მწვრთნელმა ლუმ კარგად იმუშავა, ახსნა, რა ელის ყველა ჩვენგანს, მათ შორის კევინსაც, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როდესაც ის ასე ყვეასთან შეთამაშებულად მოქმედებს, ძალიან გვეხმარება“, – ციტირებს ჯეიმსს „Akron Beacon Journal“-ი.

ცნობისთვის, ლავის საშუალო მაჩვენებელი ამჟამად 23,7 ქულას შეადგენს.

ლებრონ ჯეიმსი: „სამწუხაროა, რომ კობი ბრაიანტს ფინალში ვერ შევხვდი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდას კობი ბრაიანტს არასდროს შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში „შავმა მამბამ“ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.

„ფანებისთვის ის ვერ გავაკეთე, რაც 2009 წელს უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, ამის ნახვა მთელ მსოფლიოს სურდა. მაშინ მან გულშემატკივართა წინ თავისი ვალი მოიხადა, მე კი – ვერა. ვერ ვიტან, რომ ეს ასე მოხდა“, – განაცხადა ლებრონმა.

2009/10 წლების რეგულარული სეზონი „კლივლენდმა“ მაჩვენებლით 66-16 დაასრულა, მის შემდეგ კი „ლეიკერსი“ მოდიოდა (65-17). პლეიოფის პირველ რაუნდში „კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზთან“ სერია 4-1 მოიგო, თუმცა შემდგომ ეტაპზე მოულოდნელად „ბოსტონ სელტიკსთან“ 2-4 დამარცხდა. იმ სეზონში „ლეიკერსი“ ფინალში გავიდა და საბოლოოდ პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგაც მოიგო.

ლებრონი -ს ყველა დროის შედეგიანი მოთამაშეების სიაში მე-19 ადგილზე ავიდა

„დეტროიტ პისტონსთან“ მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა დააგროვა, რითიც კარიერაში მისმა ჯამურმა შედეგმა 25 213 ქულა შეადგინა.

ზემოხსენებული შედეგით ლებრონმა ლეგენდარულ ჯერი უესტს გაუსწრო და პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ისტორიაში მე-19 ადგილზე ავიდა.

ცნობისთვის, მე-18 ადგილზე მყოფ რეჯი მილერამდე ამჟამად ლებრონს 66 ქულა აშორებს.

ლებრონ ჯეიმსის კომენტარი „ჩიკაგოსთან“ წაგების შემდეგ

„ჩიკაგო ბულზთან“ ახალი სეზონის გახსნის მატჩში მარცხის მიუხედავად, „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი კმაყოფილია, რომ მისი გუნდი შეხვედრის ბოლო წამამდე იბრძოდა.

„კავალიერსს“ მოგების შემნსი ჰქონდა, რომელიც ჩვენ თვითნ შევქმენით, მეტი კი არც გვჭირდებოდა“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN-ი.

სათქმელია, რომ ლებრონს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, თუმცა პაუ გასოლმა მას ჩაგდების საშუალება არ მისცა.

ლებრონმა სრულყოფილი ვარჯიში განაახლა

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ბოლო ორ კვირაში პირველად ივარჯიშა. ეროვნული საკალათბურთო ასოცაციის გამორჩეულმა მოთამაშემ ვარჯიშ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მას პროფილაქტიკისთვის სპეციალალური აცრა ჩაუტარდა. ამის შემდეგ ჯეიმსი საკონტაქტო ვარჯიშებში არ მონაწილეობა და მხოლოდ სროლებზე მუშაობდა.

მსგავსი აცრა ჯეიმსმა იანვარშიც გაიკეთა, რის გამოც მაშინ რეგულარული ჩემპიონატის ორი კვირა გამოტოვა.