ლებრონი: „პოლ პირსის წყალობით, მივხდი, რომ უკეთესი უნდა გავმხდარიყავი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისთვის პოლ პირსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთელი კარიერის განმავლობაში ის ჩემი მეტოქე იყო. ჩვენ შორის ბევრი დაპირისპირება არსებობდა. როდესაც მის წინააღმდეგ თამაშობ, ბოლომდე უნდა იბრძოდე. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

ნათელია, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მას ცალკე ნაწილი მიეძღვნება. მისი წყალობით, ბევრ წინააღმდეგობას გავუმკლავდი. მესმოდა, რომ უკეთესი უნდა გავმხდარიყავი.

ის ამ ლიგას ძალიან სჭირდება. შესაძლოა, პირსი დიდების დარბაზში პირველივე ხმის მიცემის შემდეგ შეიყვანონ. პოლი დიდებული მოთამაშეა“, – ციტირებს ჯეიმსს „ The Cleveland Plain Dealer“-ი.

ლებრონ ჯეიმსი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს

„ჩიკაგო ბულზთან“ პლეიოფის რაუნდის მეორე ეტაპის სერიის ანგარიშით 4:2 მოგების შემდეგ „კლივლენდ კავალიერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც „ატლანტა“ – „ვაშინგტონის“ გამარჯვებულს შეხვდება.

თუ ოჰაიოს შტატის გუნდისთვის 2009 წლის შემდეგ ეს პირველი წარმატებაა, იგივეს მის ლდიერზე ვერ ვიტყვით – ლებრონ ჯეიმსი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. თანაც, ბოლო შვიდ წელიწადში მისთვის ეს მეექვსე კონფერენციის ფინალი იქნება.

წინა ოთხ სეზონში ლებრონმა წარმატებას „მაიამი ჰიტთან“ ერთად მიაღწია. 2012 და 2013 წლებში კი ლებრონი „მაიამისთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული გახდა.

ლებრონმა მიმდინარე სეზონში მეხუთე დაბლ-დაბლი გაიფორმა (ვიდეო)

„ჩიკაგო ბულზთან“ პლეიოფის მეორე რაუნდის სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა 25 ქულა, 14 მოხსნა,8 გადაცემა და 2 ბლოკი მიითვალა.

ამ შედეგით მიმდინარე სეზონის პლეიოფში ლებრონმა მეხუთე დაბლ-დაბლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ „კავალიერსმა“ ანგარიშით 86:84 გაიმარჯვა, რითაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2).

ვარსკვლავების დუელი: ლებრონი VS როუზი

„ჩიკაგო ბულზისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ სერიის მესამე მატჩის შემდეგ, რომელიც „ხარებმა“ ანგარიშით 99:96 მოიგეს, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ორივე გუნდის ლიდერთა გამოსვლას ვიდეო მიუძღვნა.

ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 27 ქულით, 14 ასისტით, 8 მოხსნითა და თითო-თითო ჩაჭრითა და ბლოკით დაასრულა. რაც შეეხება როუზს, მისმა მონაგარმა 30 ქულა, 7 მოხსნა და 7 ასისტი შეადგინა.

ცნობისთვის, „ჩიკაგო“ სერიას ანგარიშით 2:1 იგებს.

ლებრონ ჯეიმსი: „ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულად უნდა მეთამაშა“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ჩიკაგო ბულზთან“ სერიის მეორე მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 106:91 მოიგო.

„სერიაში ვმარცხდებოდით და რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, ამიტომაც ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულად უნდა მეთამაშა. მიხარია, რომ რამდენიმე სროლა ჩავაგდე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე“, – განაცხადა ლებრონმა.

ცნობისთვის, სერიის შემდეგი შეხვედრა ჩიკაგოში 9 მაისს გაიმართება.

 

ლებრონის ეფექტური ბლოკი (ვიდეო)

„ბოსტონთან“ პლეიოფის სერიის მორიგი მატჩის ბოლო მეოთხედში ლებრონ ჯეიმსმა ფორვარდ ევან თერნერს ბურთს ფარში ჩაგდების საშუალება არ მისცა.

იხილეთ ვიდეო:

ლებრონის ლამაზი ჩატენვა (ვიდეო)

„ბოსტონთან“ პლეიოფის პირველი ეტაპის სერიის მეორე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ლებრონ ჯეიმსმა კაირი ირვინგს პასი გაუკეთა, შემდეგ კი ბურთი ჰაერში დაიჭირა და ორი ხელით მეტოქის ფარში ჩატენა.

ცნობისთვის, „კავალიერსმა“ ანგარიშით 99:91 მოიგო, რითაც სერიას ანგარიშით 2:0 იგებს.

ირვინგის ლამაზი ასისტი ლებრონ ჯეიმსს (ვიდეო)

„მილუოკი ბაქსთან“ მატჩში „კლივლენდის“ უკანახაზელმა კაირი ირვინგმა სამ მოთამაშეს აჯობა და ლებრონ ჯეიმსი ასისტით მოამარაგა.

ლებრონის სეზონის პირველი ტრიპლ-დაბლი (ვიდეო)

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 38-ე ტრიპლ-დაბლი შეასრულა, თუმცა მიმდიანრე სეზონში მისთვის ის პირველი გამოდგა. „ჩიკაგოსთან“ შეხვედრაში ლებრონმა 20 ქულა, 12 ასისტი და 10 მოხსნა მიითვალა. ბოლოს ტრიპლ-დაბლი ჯეიმსმა 2014 წლის 28 მარტს შეასრულა, როდესაც ჯერ კიდევ „მაიამიში“ თამაშობდა.

ცნობისთვის, „კლივლენდმა“ ანგარიშით 99:94 იმარჯვა.

უესტბრუკმა ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური რეკორდი გააუმჯობესა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა „ფინიქს სანსთან“ მატჩში 33 ქულა და 7 პასი მიითვალა, რითაც მარტში თავისი საშუალო მაჩვენებელი 30,9 ქულამდე და 10,2 გადაცემამდე მიიყვანა. თებერვლის მიხედვით, რასელის მონაგარი 31,2 ქულასა და 10,3 პასს შეადგენდა.

ბოლო ორმოც წელიწადში ლიგის ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც თვის შედეგების მიხედვით საშუალოდ 30 ქულასა და 10 გადაცემაზე მეტის დაგროვება გამოუვიდა, ლებრონ ჯეიმსი იყო. ამ შედეგს მან 2010 წლის თებერვალში მიაღწია. თუმცა, უესტბრუკთან შედარებით, ჯეიმსმა ამ შედეგს მხოლოდ ერთხელ მაიღწია.

„ბრუკლინის“ გულშემატკივარი: „ლებრონ ჯეიმსი მტირალაა“

„ბრუკლინ ნეთსის“ ცნობილმა 79 წლის გულშემატკივარმა ბრიუს რეზნიკმა „კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერს ლებრონ ჯეიმსს მტირალა უწოდა.

„ჩემთან „ნეთსის“ პრეზიდენტი ბრედ იომარკი მოვიდა და მითხრა, რომ ტრიბუნა დამეტოვებინა. იმ ადგილიდან მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ქულების დაგროვებაში ხელს ვუშლიდი. ვიცი, რომ სინამდვილეში ეს არა კლუბის პრეზიდენტის, არამედ ლებრონ ჯეიმსის თხოვნა იქნებოდა. ის უბრალოდ მტირალაა. მას ჰგონია, რომ NBA-ს ყველაზე გავლენიანი პირია“, – ციტირებს რეზიკს „New York Daily News“-ი.

ლებრონმა და ჯეი არ სმიტმა განუმეორებელი „ალეი-აპი“ გაითამაშეს

„მილუოკი ბაქსთან“ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ჯეი არ სმიტმა ლებრონ ჯეიმსის მიამრთულებით ჩინებული პასი გააკეთა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა.

წარმოგიდგენთ მომენტის ამსახველ ვიდეოს: