NBA-ს ოლ სტარზე კობი ბრაიანტის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

მოგეხსენებათ, გასულ კვირას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015 წლის ოლსტარის შემადგენლობა დასახელდა, რომელშიც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი კობი ბრაიანტიც მოხვდა. სამწუხაროდ, კობი ხსენებულ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რამეთუ მას მორიგი გრძელვადიანი ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, „შავი მამბა“ მოედანზე მხოლოდ სექტემბერში დაბრუნდება.

გუშინ ოლ სტარში ბრაიანტის შემცვლელის ვინაობაც გაირკვა – „ლეიკერსის“ მთავარი ვარსკვლავის ადგილს „საკრამენტო კინგსის“ ლიდერი დემარკუს კაზინსი დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ბიგმენი მიმდინარე სეზონში, შედეგიანობის მხვრივ, მეხუთე ადგილს იკავებს – მისი მონაგარი 23,8 ქულასა და 12,3 მოხსნას შეადგენს.

ფარმარი „ლეიკერსიდან“ „კლიპერსში“ გადადის

გავრცელებული ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ხელმძღვანელობამ გამთამაშებელ ჯორდან ფარმართან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ხელფასის სახით მოთამაშეს 4,2 მილიონი დოლარს მიიღბს.

შეთანხმებაში გაწერილია პუნქტი, რომელიც მეორე სეზონზეცაა გათვლილი.

ახალ კლუბში ფარმარი დარენ კოლისონს შეცვლის, რომელიც „საკრამენტო კინგზის“ რიგებში გადაბარგდა.

განვლილ სეზონში ფარმარმა „ლეიკერსის“ მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი, 10,1 ქულა, 2,5 მოხსნა და 4,9 გადაცემა შეადგინა.

„ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ ოდომს აკვირდებიან

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ ხელმძღვანელები ფორვარდ ლამარ ოდომის პროგრესს ადევნებენ თვალყურს და გამორიცხული არ არის, ცნობილ მოთამაშეს კონტრაქტი შესთავაზონ. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი დარწმუნებიან იმაში, რომ ამ უკანასკვნელს ნარკოტიკების პრობლემები აღარ აქვს.

ცნობისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ ოდომმა ვარჯიში განაახლა. თავისუფალი აგენტი კარიერის გაგრძელებას აპირებს და უახლოეს მომავალში მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი კლუბის რიგებში გადასვლა სურს.

გასულ სეზონში „კლიპერსის“ მაისურით 34 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარმა ერთ მატჩში 4 ქულა და 5,9 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი