ყენია, შესაძლოა, ლანსში გადავიდეს

ლევან ყენია საფრანგეთში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებებს ადგილობრივ ლიგა 1-ში დაბრუნებულ “ლანსთან” აწარმოებს.

ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში თამაშის ნებას არ რთავდნენ, თუმცა აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარდი.

გასული სეზონი ყენიამ მეორე ბუდნესლიგის ბინადარ “ფორტუნა დიუსელდორფში” გაატარა, სადაც 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ყენია უკრაინაში ბრუნდება?

დიუსელდორფის „ფორტუნას“ ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია, შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს.

უკრაინული პრესის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელს სიმფეროპოლის „ტავრია“ ეპატიჟება. აღნიშნულ გუნდს ნიკოლაი კოსტოვი ხელმძღვანელობს, რომლის თავკაცობითაც ყენია ლვოვის „კარპატიში“ თამაშობდა. სწორედ ის არის შესაძლო ტრანსფერის ინიციატორი. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მიმდიანრე გათამაშებაში ქართველმა ფეხბურთელმა 10 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

ყენიამ თითი მოიტეხა

გერმანული “ფორტუნას” ქართველი ფეხბურთელი, ლევან ყენია ტრავმირებულია. Facebook-ში, დიუსელდორფული კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის შემტევმა ნახევარმცევლმა 26 ნოემბერს ჩატარებულ ვარჯიშზე მარჯვენა ხელის თითი მოიტეხა.

ყენიას მალე ოპერაციასაც გაუკეთებენ, რის გამოც, გარკვეული დროის განმავლობაში უქმობა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ლევანი “ფორტუნაში” 2013 წელს, უკრაინული “კარპატიდან” გადავიდა. ამჟამად, ყენიას გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-14 პოზიციას იკავებს.

დიტო ჭიჭინაძე