ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩების ნაწილი გაიმართა. გთავაზობთ ჩვენს მიმოხილვას.

სულ სხვა “მანჩესტერი”

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა იგივეს პრემიერლიგაზე ვერ ვიტყვით. გუშნ “მანჩესტერელებმა” დონეცკის “შახტარი” დაამარცხეს და ჯგუფში დამსახურებული პირველი ადგილიც აიღეს. მოიესის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. გოლი ჯოუნსის ანგარიშზეა.

ამავე ჯგუფიშ შეხვედრაში “ლევერკუზენმა” სტუმრად იგივე ანგარიშთ დაამარცხა “სოსიედადი” და მეორე ადგილზე გავიდეა. გოლის ავტორი ტოპრაკია.

ბაიერნი მოეშვა

აი “ბაიერნის” პირველი მარცხის დროც დადგა. მიუნხენელეებისგან არავინ ელოდა “სიტისთან” ქულების დაკარგვას. მასპინძლები უკვე მეთორმეტე წუთისათვის 2:0 იგებდნენ, თუმცა როგორც ჩანს მოეშვნენ და “სიტიმ” “ქამბექიც” გამოაცხო. გუნდებმა თანაბარი რაოდენობის ქულები მოაგროვეს, თუმცა პირველზე მაინც “ბაიერნი” გავიდა.

უჰრინი ევროპის ლიგაზე

პლზენის “ვიქტორიამ”, რომელსაც ახალი წლიდან დუშან უჰრინი გაწვრთნის საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ვსკა” მიიღო და 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ ჩეხურ კლუბს მესამე პოზიცია მოუტანა. შესაბამისად პლზენის გუნდი გაზაფხულზე “ევროპის ლიგაზე” ითამაშებს. ვნახოთ, ამჯერად რა გამოუვა დუშან უჰრინს ევროპულ ასპარეზზე.

პარიზელების პირველი მარცხი

მიმდინარე გათამაშებაში პირველი შეხვედრა წააგო “პსჟ”-მ. პარიზელებს ფეხი ლისაბონში დაუცდათ, სადაც ადგილობრივ “ბენფიკასთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ – 2:1. თუმცა პირველი გოლი სწორედ სტუმრებმა გაიტანეს, ედისონ კავანის ძალისხმევით, რასაც ლიმამ და გაიტანმა უპასუხეს მასპინძელთა შემადგენლობიდან. მიუხედავად ამ შედეგისა, პარიზელები მაინც პირველი ადგილიდან გადიან ჯგუფიდან, “ბენფიკა” კი ევროპის ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

 

10 დეკემბერი, სამშაბათი

მანჩესტერი 1-0 შახტარი

გოლი: ჯოუნსი 67′

სოსიედადი 0-1 ლევერკუზენი

გოლი: ტოპრაკი 49′

გალათასარაი – იუვენტუსი

გადაიდო

კოპენჰაგენი 0-2 რეალი

გოლები: მოდრიჩი 25′, რონალდუ 48′

ბენფიკა 2-1 პსჟ

გოლები: კავანი 37′ (0:1); ლიმა 45′ (1:1); გაიტანი 58′ (2:1)

ოლიმპიაკოსი 3-1 ანდერლეხტი

გოლები: სავიოლა 33′ (1:0);  კლიეშტანი 39′ (1:1); სავიოლა 58′ (2:1); დომინგესი 90′ (3:1)

ბაიერნი – მანჩესტერ სიტი

გოლები: მიულერი 5′ (1:0); გიოტცე 12′ (2:0); დავიდ სილვა 28′ (2:1); კოლაროვი 59′ (2:2); მილნერი 62′ (2:3)

ვიქტორია პლზენი 2-1 ცსკა მოსკოვი

გოლები: მუსა 65′ (0:1); კოლარი 76′ (1:1); ვაგნერი 90′ (2:1)

 

11 დეკემბერი, ოთხშაბათი

შალკე – ბაზელი

ჩელსი – სტიაუა

მარსელი – ბორუსია

ნაპოლი – არსენალი

აუსტია – ზენიტი

ატლეტიკო – პორტო

მილანი – აიაქსი

ბარსელონა – სელტიკი

ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნის“  შთამბეჭდავი გამარჯვება, “ლევერკუზენის“ მნიშვნელოვანი სამი ქულა და სხვა საინტერესო ამბები ბუნდესლიგის ტურის მიმოხილვაში.

რეკორდმაისტერის რეკორდი

“ვეზერშტადიონზე” ბრემენის “ვერდერმა” მიუნჰენის “ბაიერნი” მიიღო. გულშემატკივარი დაძაბული მატჩის მოლოდინში იყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. გვარდიოლას შეგირდებმა, მასპინძებს შანსი არ დაუტოვეს და შვიდი უპასუხო ბურთი გაიტანეს “ვერდერის“ კარში.  შეხვედრა იმითაც გახდა აღსანიშნავი, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  “ბაიერნმა“ სასტარტო 15 შეხვედრიდან ყველა მოიგო.

„გლადბახმა“ კონკურენტი ჩამოიცილა

ტურის კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრაში “გლადბახი“ გელზენკირხენის “შალკეს“ მასპინძლობდა. გუნდების მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. მატჩის პრაქტიკულად ყველა საინტერესო ეპიზოდი პირველ ნახევარში მოხდა. ანგარიში სტუმრება ფარფანის პენალტით გახსნეს მე-17 წუთზე, ტუმცა მასპინძლებმა 24-ე ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი 45-ე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ “შალკემ“ მთელი მეორე ნახევარი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა.

ცენტრალური დაპირისპირება

ტურის მთავარი მატჩი დორტმუნდში შედგა. ადგილობრივი “ბორუსია“ უშუალო კონკურენტ, ლევერკუზენის “ბაიერს“ მასპინძობდა და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე აინაცვლებდა. თუმცა, ლევერკუზენელებს ეს იდეა არ მოეწონათ, და ჰეუნგ მინ სონის გოლით, რომელიც მან მე-18 წუთზე გაიტანა, მატჩში გამარჯვება იზემიეს. აღსანიშნავია რომ, შეხვედრა საკამოდ დაძაბული იყო. მთავარმა არბიტრმა ორჯერ გამოიყენა წითელი ბარათი. სტუმრების ბოსნიელი ლეგიონერი, ემირ სპაჰიჩი მე-80 წუთზე გააძევეს, ხოლო მასნძელთა ბერძენი მცველი პაპასტოპულოსი, მსაჯიმ მიერ კომპენსირებულ დროში.

06/12/13 

ნიურნბერგი 1-1 მაინცი

გოლები: ნილსონი 5’ (1:0) ; ოკაზაკი 75’ (1:1)

07/12/13

ბორუსია მ. 1-2 შალკე

გოლები: ფარფანი 17’ (0:1); რაფაელი 24’ (1:1); კრუზე 45’ (2:1)

შტუტგარტი 4-2 ჰანოვერი

გოლები: ჰარნიკი 13’ (1:0); სობიეხი 28’ (1:1); სანე 31’ (1:2); იბიშევიჩი 33’ (2:2); ტრაორე 52’ (3:2); რაუში 84’ (4:2)

ვერდერი 0-7 ბაიერნი

გოლები: ლუკიმია 21’ (ს.კ); ვან ბუიტენი 27’ ; რიბერი 38’ : მანჯუკიჩი 60’ ; მიულერი 68’ ; რიბერი 82’ ; გიოტცე 90’.

ჰამბურგი 0-1 აუგსბურგი

გოლი: ბობადილია 18’

აინტრახტი 1-2 ჰოფენჰაიმი

გოლები: შიპლოკი 46’ (0:1); ჟოსელუ 48’ (1:1); რობერტო ფირმინო 51’ (1:2)

ბორუსია დორტმუნდი 0-2 ლევერკუზენი

გოლი: ჰეუნგ მინ სონი 18’

08/12/13

ფრაიბურგი 0-3 ვოლფსბურგი

გოლები: არნოლდი 8’ ; ოლიჩი 11’ ; შაფერი 90’

ბრაუნშვაიგი 0-2 ჰერტა

გოლები: რამოსი 20’ ; სიგერსი 80’

 

მოიესი: “ლევერკუზენთან” ვან პერსი დაგვაკლდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში, “ლევერკუზენის” წინააღმდეგ, მის გუნდს რობინ ვან პერსი დააკლდება.

“რობინი ასი პროცენთინ არ არის მზად, მას ჯანმრთელობასთან აქვს პრობლემები” – განაცხადა მოიესმა, “ბაი-არენზე” გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ “ა” ჯგუფში “მანჩესტერი” 8 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ლევერკუზენი” მეორეზე და 1 ქულით ჩამორჩება ინგლისურ გრანდს.

“კიოლნის” 9 წლის ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი

გერმანიაში, “კიოლნისა” და ლევერკუზენის “ბაიერის” 9-წლამდელთა გუნდების დაპირისპირებაში, “კიოლნის” ფეხბურთელმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

იენს ჰეგელერის გასაოცარი საჯარიმო “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ

2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გერმანელთა მხრიდან, ერთ-ერთი გოლი იენს ჰეგელერმა გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი შორეული საჯარიმოთი დალაშქრა.