ფაბრეგასი მესისა და პიკეს შეხვდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდა.

ესპანელმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესისთან და გუნდის მცველ ხერარ პიკესთან ერთად ივახშმა.

ფოტო სოციალურ ქსელში მესიმ გამოაქვეყნა და სურათს წააწერა: “მეგობრებთან ერთად”.

ვახშამი

მესიმ “ნოუ კამპი” გაჭირვებით დატოვა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 21-ე ტურში “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მასპინძელთა ლიდერ ლიონელ მესის ავტომობილით “ნოუ კამპის” დატოვება გაუჭირდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” გულშემატკივართა ნაწილმა სტადიონის გასასვლელთან მოიყარა თავი და არგენტინელი ფეხბურთელის გამოჩენას დაელოდა. ქომაგებმა მესის ავტომობილს ალყა შემოარტყეს, ფეხბურთელს ოვაციით შეხვდნენ და მობილური ტელეფონებით ფოტოები გადაუღეს. ვიდეო სოციალურ ქსელში მესის რჩეულმა ანტონელა როკუცომ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ერთი გოლი მესიმ გაიტანა.

ტევესი: “თუ მესი “ბარსას” დატოვებს, მხოლოდ ამ კლუბში გადავა”

“შანხაი შენჰუას” არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა “ბარსელონადან” ლიონელ მესის შესაძლო აბარგების შესახებ ისაუბრა.

“მესისა და “ბარსელონას” შორის კონტრაქტის გახანგრძლივება ფინანსურ დეტალებზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, რას ეტყვის გული ლეოს. რთულია დიდხანს ერთ კლუბში თამაში, მით უფრო მაშინ, თუ ეს კლუბი “ბარსელონაა”, მაგრამ მაინც არამგონია, რომ მესიმ გუნდი გამოიცვალოს. თუ მესი “ბარსელონას” დატოვებს, იგი მხოლოდ “ნიუელს ოლდ ბოისში” გადავა.

რაც შეეხება “შახაი შენჰუას”, კლუბში ჩემი ანაზღაურება კონფიდენციალური ინფორმაციაა. მიყვარს სპორტი და ყოველთვის ვცდილობ, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენო. ჩინეთი ჩემთვის დიდი გამოწვევაა”, – ციტირებს ტევესის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ნიუელს ოლდ ბოისი” ლეო მესის პირველი პროფესიონალური კლუბია.

მესის ულტიმატუმი — ვინ სურს არგენტინელს ლუის ენრიკეს შემცვლელად?

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად კლუბს პირობა წაუყენა.

ესპანელმა ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ El Chiringuito-ს ეთერში განაცხადა, რომ “ბარსელონას” თავკაცის პოსტიდან ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში, მესის სურს, რომ კლუბი ხორხე სამპაოლიმ ჩაიბაროს, რომელიც დღესდღეობით “სევილიას” ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, ლუის ენრიკეს “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.

ინდას თქმით, მესიმ შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კლუბისგან გაკეთებული პირველი შემოთავაზება უსაპუხოდ დატოვა. “ბარსელონა” მზად არის, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 30 მილიონი ევრო შესთავაზოს, დამატებით ხუთ მილიონს კი ბონუსების სახით სთავაზობს.

მესიმ რაულის უნიკალური რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-18 ტურში “ბარსელონასა” და “ლას პალმასს” შორის გამართულ მატჩში მასპინძელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელის, რაულის მიერ დამყარებული უნიკალური რეკორდი გაიმეორა.

კერძოდ, არგენტინელ ფეხბურთელს პრიმერადივიზიონში უკვე 35 სხვადასხვა კლუბისთვის აქვს გოლი გატანილი, რაც რაულის რეკორდის გამეორებაა. თავის დროზე 34 სხვადასხვა კლუბს გაუტანა ხულიო სალინასმა, 33 სხვადასხვა გუნდის კარის ბადე კი უგო სანჩესმა და ტამუდომ შეარხიეს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “ლას პალმასი” ანგარიშით 5:0 გაანადგურა, ერთი გოლი კი მესიმ გაიტანა.

მესის კოლუმბიასთან გატანილი ჯარიმის მსგავსი გოლი მოთელვაზეც გაუტანია (ვიდეო)

არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი საკუთარი ოსტატობით საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპზე არგენტინელმა ფეხბურთელმა კოლუმბიის ნაკრების კარში საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ბურთი მესის მოთელვაზეც გაუტანია.

მესის საიუბილეო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართა, სადაც “სევილიამ” “ბარსელონა” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის 43-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს არგენტინელი ფეხბურთელისთვის კატალონიური გუნდის რიგებში გატანილი მე-500 ბურთი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი “ბარსელონაში” 2003 წლიდან გამოდის და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება.

ფერნანდინიო მესისთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერნანდინიო უარყოფს ბრაზილიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (3:1) შემდეგ მასსა და ლიონელ მესის შორის შელაპარაკება მოხდა.

“არ მესმის, საიდან გავრცელდა ეს ჭორი. ეს არამხოლოდ ტყუილი, არამედ სრული ბოდვაა. მატჩის შემდეგ არც “ბარსელონას” ფეხბურთელებთან და არც კლუბის პრესონალთან შეხება არ მქონია.

ასეთი პროვოკაციები ჩემს ხასიათს არ შეეფერება. მე ყოველთვის ვცემ პატივს მეტოქეს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა”, – აღნიშნა ფერნანდინიომ.

მოურინიო: “მესი ხუთ წელიწადში 34 წლის იქნება და ამაზე ყველანი ვიტირებთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განმარტა, თუ რატომ არ ათამაშებს 35 წლის მაიკლ კერიკს ყოველ მატჩში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მაგალითად “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მოიყვანა.

“სამწუხაროა, რომ საათის გაჩერება არ შეგვიძლია. ფეხბურთელებს ასაკი ემატებათ. ერთია, როცა 25 წლის მოთამაშე გყავს და მეორეა, როდესაც შენს განკარგულებაში 35 წლის ფეხბურთელია. კერიკი ფენომენალური მოთამაშეა, მაგრამ მას ვერ მოვთხოვ იმას, რასაც რაშფორდს ან ერერას ვთხოვ, რომელთაც მიჯრით ოთხი-ხუთი მატჩის ჩატარება შეუძლიათ. მესი ხუთ წელიწადში 34 წლის იქნება და ამაზე ყველანი ვიტირებთ”, – მოურინიოს კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

როგორ ცდილობდა დიეგო ალვესი მესის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ვალენსია” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. კატალონიურმა გუნდმა გამარჯვება კომპენსირებულ დროში ლიონელ მესის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიპოვა. პენალტის შესრულებამდე ვალენსიელთა კიპერი დიეგო ალვესი არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას შეეცადა.

“მე შენ ერთხელ უკვე აგიღე პენალტი და შენ ეს იცი. გახსოვს ის ეპიზოდი?” – უთხრა დიეგო ალვესმა მესის პენალტის დარტყმამდე.

ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგიურმა შეტევამ ვერ იმოქმედა და მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

ბაუსა: “გაუგებარია, ასე რატომ ექცევა “ბარსელონა” მესის”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-5 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი დაშავდა და 59-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. არგენტინელ ფეხბურთელს სამი კვირით უქმობა მოუწევს. შესაბამისად, მესი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პერუსა (7 ოქტომბერი) და პარაგვაის (12 ოქტომბერი) ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს, დიდი ალბათობით, გამოტოვებს.

ფაქტს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა გამოეხმაურა.

“ბარსელონა” გამუდმებით გვახსენებს, რომ მესის უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა თავად კლუბი რატომღაც არ ზრუნავს მასზე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ათამაშებს “ბარსელონა” მესის უკლებლივ ყველა მატჩს.

კლუბისგან ოფიციალური ცნობა მივიღეთ. უცნაურად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ იგი მხოლოდ სამ კვირას გამოტოვებს, ვინაიდან ასეთი ტიპის ტრავმის მოშუშებას უფრო დიდი დრო სჭირდება ხოლმე. ლეოსთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა უახლოეს მომავალში დავუკავშირდები და გავარკვევ, რამდენად სერიოზულია ტრავმა”, – ციტირებს ბაუსას სიტყვებს EPSN.

მესი: “მიხარია, როცა ინიესტა მოედანზე ჩემთან ახლოს იმყოფება”

ოცი წელი შესრულდა, რაც ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” სისტემაში ირიცხება. ესპანელ ნახევარმცველზე გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ ისაუბრა.

“მიხარია, როდესაც ანდრესი მოედანზე ჩემთან ახლოს იმყოფება, მით უფრო მაშინ, როცა თამაში არ გამოგვდის და საქმე ცუდად მიდის. მე მას ვეუბნები: “ჩემთან ახლოს იყავი. მინდა, რომ გვერდით მყავდე”.

იგი თამაშს აკონტროლებს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, გუნდის ლიდერად გვევლინება. გადამწყვეტ მომენტში ანდრესს, ჩავის, ბუსკეტსა და მე ერთმანეთთან ახლოს ყოფნა გვიყვარდა, რათა რიცხობრივი უპირატესობისთვის მიგვეღწია. ამას ბურთისა და თამაშის კონტროლისთვის ვაკეთებდით”, – ციტირებს მესის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.