პრემიერ ლიგის 33-ე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” ტონი პულისის “ვესტ ბრომვიჩს” ეწვია და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დაამარცხა.
მატჩში ერთადერთი გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა ძალიან ჭკვიანურად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოუტანა.
შედეგად, 33 მატჩის შემდეგ “წითლების” ანგარიშზე 66 ქულაა და ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. “ვესტ ბრომი” კი 44 ქულით მერვეა.
“ვესტ ბრომი”: ფოსტერი; ბრანტი, ევანსი, მაკკაული, დოუსონი; იაკობი (მაკკლინი 64′), ფლეტჩერი; შადლი (მორისონი 61′), ლივერმორი, ფილიპსი; რობსონ-კანუ (რონდონი 64′)
მთავარი მწვრთნელი: ტონი პულისი
“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი; ვეინალდუმი, ლუკას ლეივა, ემრე ჯანი; ფირმინო, ორიგი, კოუტინიო
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი