სქოულზი: “იმედი მაქვს, რომ რუნი ჩარლტონის რეკორდს “ლივერპულთან” დაამხობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი, პოლ სქოულზი უეინ რუნის მიერ “რედინგის” კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა, რომლითაც ინგლისელი ფორვარდი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა (249 გოლი “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით).

“ეს დიდებული მიღწევაა. უეინი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მან კლუბს ბევრი ტიტული მოაგებინა.

გასაოცარია ისიც, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გატარებული დიდი დროის მიუხედავად, მას გამარჯვების სურვილი კვლავ არ გაჰქრობია, ის იგივე მუხტით აგრძელებს თამაშს.

დღევანდელ მატჩში უეინი ძალიან კარგი იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს “ლივერპულთან” გასამართ მატჩში დაამხობს.” – განაცხადა ინგლისელმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (5 იანვარი)

“ჰალ სიტის” ახალი მწვრთნელი ჰყავს

“ჰალ სიტის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მაიკ ფელანი დაითხოვა. ფელანს სეზონის ბოლომდე მარკო სილვა შეცვლის. 39 წლის პორტუგალელმა პირველად “ეშტორილი” ჩაიბარა 2011 წელს. 2014-2015 წლებში ის “სპორტინგს”, ხოლო 2015-2016 წლებში “ოლიმპიაკოსს” ედგა სათავეში.

“ნიცა” მემფის დეპაის არენდით აყვანას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, შესაძლოა, კარიერა სასფრანგეთის ლიგა 1-ში, კერძოდ კი “ნიცას” რიგებში გააგრძელოს. Nice-Matin-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა მიზნად მემფისის არენდის წესით აყვანა განიზრახეს.

“ევერტონმა” “ჩარლტონის” ფორვარდი გაიფორმა

ჩემფიონშიპში მოასპარეზე “ჩარლტონის” აწ უკვე ყოფილი შემტევი, ადემოლა ლუკმენი ამიერიდან “ევერტონის” ღირსებას დაიცავს. “კამფეტებმა” ბრიტანელი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, 7.5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ფაბიო კანავარომ იტალიურ მარკეტს მიაკითხა

ფაბიო კანავარომ, რომელიც ამჟამად ჩინური “ტიანჟინ კუანჟინის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს, იტალიურ მარკეტს მიაკითხა. ეს უკანასკნელი თავის გუნდში “ფიორენტინას” ფორვარდის, ნიკოლა კალინიჩისა (50 მილიონი ევრო) და “მილანის” კოლუმბიელი შემტევის, კარლოს ბაკას გადაბირებას აპირებს.

ფირმინო “ლივერპულიდან” ფეხს არ მოიცვლის

“ლივერპულის” ბრაზილიელმა ფორვარდმა, რობერტო ფირმინომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის “ენფილდის” დატოვებას აპირებდა და აღნიშნა, რომ იქ თავს ბედნიერად გრძნობს: “აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები.”

იურგენ კლოპი 40 მილიონს დახარჯავს

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა იურგენ კლოპს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 40 მილიონი ევრო გამოუყვეს. სავარაუდოდ, 49 წლის სპეციალისტი გუნდში “ბაიერ ლევერკუზენის” ჰავბეკს, იულიან ბრანდტსა და “არსენალის” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მოიყვანს.

მოსალოდნელი ტრანსფერები (05.01.2017)

კეისუკე ჰონდასთვის “ტოტენჰემთან” და “ლივერპულთან” ერთად “უოტფორდიც” იბრძოლებს

Sportitalia-ს მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანის” იაპონელი ფეხბურთელის, კეისუკე ჰონდას გადაბირებით უოლტერ მაცარის “უოტფორდიცაა” დაინტერესებული.

როგორც იცით, იაპონელი ფეხბურთელის კარიერა “სან სიროზე” არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა და ძალიან დიდია შანსი, რომ იტალიაში გატარებული 3 წლის შემდეგ, მან “როსონერი” დატოვოს.

30 წლის ნახევარმცველს ბოლო დროს “უოტფორდთან” ერთად პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე გუნდიც დაუკავშირეს: “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “ვესტ ჰემი”, “საუთჰემპტონი” და “სანდერლენდი”.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ჰონდას კარიერის აშშ-ში ან ჩინეთში გაგრძელების შანსიც აქვს.

“სანდერლენდმა” “ლივერპულს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტისთან” მოგებული მატჩის შემდეგ, მერსესაიდულ “ლივერპულს” ბრწყინვალე შანსი ჰქონდა სეზონი წარმატებულად დაეწყო, რისთვისაც მხოლოდ გასვარდნ ზონაში მყოფი “სანდერლენდის” დამარცხება სჭირდებოდა, რასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ დასრულდა.

შედეგად, “ლივერპულს” 44 ქულა დაუგროვდა 20 ტურის შემდეგ და მეორე ადგილზე იმყოფება, “სანდერლენდი” კი ისევ მე-18-ზეა და ერთი ქულა აშორებს “კრისტალ პალასამდე”.

“ლივერპული” მომდევნო ტურში “ოლდ ტრაფორდს” ეწვევა, “სანდერლენდი” კი “სტოკს” უმასპინძლებს.


“სანდერლენდი”: მანონე; ვან ანჰოლტი, ჯილობოჯი, ოშეა, ლავი; ლარსონი, როდველი (მანკილო 65′), ნდონგი, ბორინი; იანუზაი (ჰაზრი 74′); დეფო

მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი (მორენო 46′); ლალანა, ემრე ჯანი, ვეინალდუმი (ორიგი 73′); მანე, სტარიჯი, ფირმინო

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: დეფო (პ) 25′, 84′ – სტარიჯი 19′, მანე 72′


კლოპი: “კოუტინიოსავით რომ შემეძლოს დარტყმა, ყოველთვის დავარტყამდი, ვერავინ შემაჩერებდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “წითლების” ბრაზილიელი ფლეიმეიკერი, ფილიპე კოუტინიო შეაქო და აღნიშნა, რომ მას შეუძლია, ნებისმიერი პოზიციიდან ნებისმიერ დროს დაარტყას.

“რა თქმა უნდა, ფილი ძალიან ნიჭიერია, ყველას უნდა, რომ მას მისცეს ბურთი და რაღაც განსაკუთრებულს დაელოდოს.” – განაცხადა მან Liverpool Echo-სთან საუბრისას.

ზოგჯერ ფიქრობ – “ოჰ, არა, აღარ დაარტყა”. მაგრამ ეს ასე არ არის, მე რომ კოუტინიოსავით შემეძლოს დარტყმა, ვერავინ გამაჩერებდა.

დილით, ადრე ავდგებოდი და დავარტყამდი ბურთს ეზოში, ბაღში ან სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ბრწყინვალეა, უბრალოდ გასაოცარი, თუ როგორ შეუძლია მას ასეთი დარტყმების განხორციელება.”

ჰენდერსონი: “სტარიჯი საუკეთესო ინგლისელი ცენტრფორვარდია”

ჯორდან ჰენდერსონი თვლის, რომ დანიელ სტარიჯი, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მე-18 ტურის მატჩში გაიტანა, საუკეთესო ინგლისელი ცენტრფორვარდია.

“სტარიჯი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მან კლუბს უკვე გაუკეთა დიდი საქმე მიმდინარე სეზონში. მაისამდე კი მისი ღვაწლი კიდევ უფრო გაიზრდება.

ვიცი, რომ ხალხი სტარიჯის დამაგვირგვინებელ თვისებებს აკნინებს, მაგრამ მან მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას გოლების შექმნაც შეუძლია.

იღბლიანი ვარ, რომ ნაკრებშიც მასთან ერთად მიწევს თამაში. არამგონია ინგლისის ნაკრებს უკეთესი ცენტრფორვარდი ჰყავდეს, ის საუკეთესოა.” – განაცხადა მან.

“ლივერპულმა” “სტოკ სიტი” არ დაინდო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის “ბოქსინგ დეიზე” “ლივერპულს” “სტოკ სიტის” წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომესაც 53 წლის წინ გამანადგურებელი ანგარიშით, 6-1 მოუგო.

ამჯერად, “წითლებმა” “სტოკს” მხოლოდ 4 გოლი აკმარეს, რომელიც საკუთარ კარში მიღებული გოლის შემდეგ გაიტანეს და მნიშვნელოვანი 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

შედეგად, იურგენის ბიჭები 18 ტურის შემდეგ 40 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და 6 ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს. “სტოკი” კი 21 ქულით მე-13-ზეა.


“ლივერპული”: მინოლე; მილნერი, ლოვრენი, კლავანი, კლაინი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ლალანა (ემრე ჯანი 68′); ფირმინო (ალბერტო მორენო 78′), ორიჯი (სტარიჯი 70′), მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“სტოკ სიტი”: გრანტი; ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი; ფელანი (სობჰი 66′), იმბულა ვანგა; უოლტერსი, ალენი, დიუფი; კრაუჩი (ბონი 84′)

მთავარი მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: ლალანა 35′, ფირმინო 44′, იმბულა (ავტოგოლი) 59′ სტარიჯი 70′ – უოლტერსი 12′


კლოპი: “ლივერპული” ჩემთვის ზედგამოჭრილი კლუბია”

იურგენ კლოპი თვლის, რომ “ლივერპული” მისთვის ზედგამოჭრილი კლუბია, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი რეპუტაცია მან დორტმუნდის “ბორუსიაში” ჩატარებული 7 ბრწყინვალე სეზონის ხარჯზე მოიპოვა.

“ინგლისური პრემიერ ლიგით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. ახლა კი ვრწმუნდები, თუ რაოდენ დიდებულია ის.

ის, რომ “ლივერპულში” ვარ, ამტკიცებს, რომ იღბლიანი კაცი ვარ. აქ გადმოსვლით კარგი ნაბიჯი გადავდგი, რადგანაც “ლივერპული” ჩემთვის ზედგამოჭრილი კლუბია.

მიყვარს, მიყვარს პრემიერ ლიგა. ეს ხომ მსოფლიოს ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია. აქ ყოველთვის მოიძებნება ექვსი ისეთი გუნდი, რომელიც ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას, რაც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება.

ესპანეთის ჩემპიონატში, თუ კარგი სეზონია, ტიტულის მოგების სამი ფავორიტი ჰყავთ, გერმანიაში – ყოველთვის ორი, “ბაიერნი” და რომელიღაც სხვა კლუბი. ინგლისში კი ასე არაა.”

კლოპი: “მატიპი თავს 100 პროცენტით კომფორტულად ვერ გრძნობს”

იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ჟოელ მატიპის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არ არის და სწორედ ამიტომ არ ათამაშა ის მან “ევერტონთან” მატჩში.

“შეგვეძლო, გვეცადა და მისთვის “ევერტონთან” მატჩში მცირე სათამაშო დრო მიგვეცა, მაგრამ ამით მომდევნო თამაშში მისი არყოფნის შანსები კიდევ უფრო გაიზრდებოდა – ამიტომაც არ გავრისკე.

ასე რომ, გადავწყვიტეთ, მისთვის დამატებითი დრო მიგვეცა, რაც ფორმაში ჩასადგომად სჭირდება. მას ეს პრობლემა კვირებია, რაც აწუხებს.

მატიპი დაბრუნებასთან ყოველთვის ახლოს იყო, მაგრამ ეს მაინც ვერ მოხერხდა, რადგანაც ის თავს 100 პროცენტით კომფორტულად ვერ გრძნობს.” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

კლოპი: “აზრს ყოველ კვირა ვერ შევიცვლი – მინოლე ითამაშებს”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ევერტონის” წინააღმდეგ გასამართ მერსესაიდულ დერბიში “წითლების” კარს სიმონ მინოლე დაიცავს.

“აზრს ყოველ კვირა არ შევიცვლი. სიმონმა “მიდლსბროსთან” მშვენიერი მატჩი ჩაატარა და სწორედ ის დაიცავს ჩვენს კარს მომდევნო მატჩშიც.

ლორისს კი ამ დროის გამოყენება საკუთარი შესაძლებლობებზე მუშაობისთვის შეუძლია. ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენად კარგი მეკარეა ის.

ჩემს ბიჭებზე პასუხისმგებელი მე ვარ. ასეთია ჩემი სამუშაო, ზოგჯერ მათი სკამზე დასმაც მიწევს. მე ჩემი თითოეული გადაწყვეტილების ახსნა შემიძლია. ვთვლი, რომ ეს ორივე მათგანისთვის სწორი გადაწყვეტილებაა.”

კრისტიან ბენტეკე: “ლივერპული” კლოპის გამო არ დამიტოვებია”

“ლივერპულის” ყოფილი და “კრისტალ პალასის” მოქმედი თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე ირწმუნება, რომ “ენფილდი” იურგენ კლოპის გამო არ დაუტოვებია, რომელიც მას არც ისე დიდ სათამაშო დროს აძლევდა.

“არა მგონია, კლოპთან დაკავშირებით რამე პრობლემა მქონოდა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. მას პირველად 2013 წელს შევხვდი, როდესაც “ბორუსია” ცდილობდა ჩემს გადაბირებას. მას მაშინაც მოსწონდა ჩემი თამაშის სტილი.

“ლივერპულში” გადასვლის შემდეგ კი ბრენდანთან შემექმნა ასეთივე ტიპის ურთიერთობა. თუმცა ის მალევე მოხსნეს, რამაც ჩემზეც იმოქმედა.

კლოპის მოსვლის შემდეგ, ძირითადის ფეხბურთელის სტატუსი დავკარგე. ეს არა კლოპის, არამედ სხვა ფეხბურთელების გამო მოხდა. შესაძლოა, პრობლემა ჩემს ფორმაში ყოფილიყო.”

შეგახსენებთ, რომ ის “ლივერპულს” 2015 წელს, “ასტონ ვილადან” შეუერთდა, მაგრამ ბრენდან როჯერსის მოხსნის შემდეგ ცუდად წაუვიდა საქმე და გადაწყვიტა, “არწივთა” რიგებში ჩაწერილიყო.

“ლივერპულმა” “მიდლსბროს” თავისუფლად მოუგო (ვიდეო)

წინა ორ მატჩში შესაძლო 6 ქულიდან ერთის მოპოვების შემდეგ, იურგენ კლოპის “ლივერპული” კვლავ დაბრუნდა ფორმაში და ამჯერად აიტორ კარანკას “მიდლსბრო” გაანადგურა.

შედეგად, “წითლებს” 16 ტურის შემდეგ იმდენივე ქულა დაუგროვდათ, რამდენიც “მეთოფეებს” და ისინი მეორე ადგილს იკავებენ. “მიდლსბრო” კი 15 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება და 1 ქულით ჩამორჩება გასავარდნ ზონას.


“მიდლსბრო”: ვიქტორ ვალდესი; ფაბიო, გიბსონი, ჩემბერსი, ბარაგანი; დე რონი, კლეიტონი (ლიდბიტერი 56′), ფორშოუ; ფიშერი (დაუნინგი 56′), ნეგრედო, ტრაორე

მთავარი მწვრთნელი: აიტორ კარანკა

“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ლალანა; მანე, ორიჯი, ფირმინო

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: ადამ ლალანა 29′, 68′, დივოკ ორიჯი 60′