“კრისტალ პალასი” – “ლივერპული”: თრილერი “შელჰარსტ პარკზე” (ვიდეო)

“კრისტალ პალასის” საშინაო არენაზე, “შელჰარსტ პარკზე” შეკრებილმა ფეხბურთის გულშემატკივარმა საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი იხილა “არწივებისა” და “მერსესაიდელების” მონაწილეობით.

დაძაბულ მატჩში გამარჯვების მოპოვება იურგენ კლოპმა მოახერხა, რომელლის გუნდმაც საკმაოდ ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.

საბოლოო ჯამში გამარჯვება “ლივერპულმა” მოიპოვა (4-2) და აქტივში კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა. 23 ქულით კლოპის გუნდი პირველ ადგილს “სიტისთან” და “არსენალთან” იყოფს. მომდევნო მატჩში კი ლივერპულელები “უოტფორდს” დაუპირისპირდებიან.


“კრისტალ პალასი”: მანდანდა; კელი, ტომკინსი, დანი, ვორდი; ლედლი (პანჩეონი 74′), მაკარტური (კემპბელი 86′); ლი, კაბაიე, ზაჰა; კრისტიან ბენტეკე

მთავარი მწვრთნელი: ალან პარდიუ

“ლივერპული”: ლორის კარიუსი; ნათან კლაინი, ჟოელ მატიპი, დეიან ლოვრენი, მორენო; ლალანა (ვეინალდუმი 76′), ჰენდერსონი, ჯანი; მანე, ფირმინო, კოუტინიო

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: ემრე ჯანი 16′ დეიან ლოვრენი 21′ ჟოელ მატიპი 44′ რობერტო ფირმინო 71′ – მაკარტური 16′ 33′


იურგენ კლოპმა დენი ინგსი საჯაროდ შეაქო

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დენი ინგსი, რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან, საჯაროდ შეაქო იმ შრომისთვის, რაც მან საკუთარი ადგილის დასაბრუნებლად გაწია.

“ძალიან კარგია. უფრო ნაკლებად სენსიტიური რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი, რომ ეს მისი სამუშაოა, მაგრამ სენსიტიური ვარ და ვთვლი, რომ მან ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა.

მას საკმაოდ მძიმე ტრავმა ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ის სრულ მზადყოფნაშია. ინგსი 23-წლამდელთა რიგებში თამაშობს, რაც მისთვისაც კარგია.

მომწონს მისი დამოკიდებულება ამგვარი სიტუაციისადმი, ასე თუ გააგრძელბს, ბოლოს ყველაფერი მის სასიკეთოდ შემობრუნდება.” – განაცხადა კლოპმა.

იურგენ კლოპი: “მართალია მინოლეს წყინს, თუმცა “ლივერპულის” პირველი ნომერი ახლა კარიუსია”

ინგლისური “ლივერპულის” თავკაცმა გუნდში არსებულ მეკარეების პრობლემაზე ისაუბრა.

“ის ნამდვილი პროფესიონალია, რამდენჯერმე მომიწია მასთან ამ თემაზე საუბარი, რადგანაც მისგან სრულყოფილი პასუხის მიღებას ვერ ვახერხებდი.

ვერ ვეტყვი: “შენ ცუდი ხარ, ის კი კარგია და ამიტომაც ვათამაშებ ხოლმე მას.” საქმე უხერხულობასთან გვაქვს. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და მივიღე კიდეც. რა თქმა უნდა, მას ეს არ უხარია, მაგრამ ის ამავდროულად ძალიან სერიოზული პიროვნებაცაა, ნამდვილი პროფესიონალი.

ჩვენთვის ეს ყველაზე კომფორტული სიტუაციაა, რისი წარმოდგენაც შეიძლება – ჩვენ ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. ორივე მათგანი თავდაუხრელად მუშაობს, რაც ნამდვილად მახარებს.” – განაცხადა კლოპმა.

Mundo Deportivo: “ლივერპული” “ატლეტიკის” ფორვარდის გადაბირებას ცდილობს

ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც იურგენ კლოპი ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდის, ინაკი უილიამსის გადაბირებით არის დაინტერესებული.

გამომდინარე იქიდან, რომ “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს არ სურს ხელიდან გაუშვას ფეხბურთელი, რომელსაც მომავალში განვითარების ბრწყინვალე პერსპექტივა გააჩნია, ის 22 წლის ესპანელი გაფორმებას ზამთარშივე ეცდება.

უილიამსსა და “ბილბაოს” შორის არსებულ კონტრაქტში მითითებულია, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვა მხოლოდ 50 მილიონი ევროს გადახდის შემდეგაა შესაძლებელი, თუმცა “ენფილდელებს” სჯერათ, რომ ესპანელებთან სხვაგვარი შეთანხმების მიღწევასაც შეძლებენ.

ტონი პულისი: “კლოპს პრემიერ ლიგის მოგების დიდებული შანსი აქვს”

“ვესტ ბრომის” მთავარ მწვრთნელს, ტონი პულისს სჯერა, რომ დღევანდელი “ლივერპული” საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ პრემიერ ლიგა მოიგოს, რასაც ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ იურგენ კლოპს ევროტურნირებზე არ უწევს ფიქრი.

“კლოპთან ყველაფერი რიგზეა. ის ძალიან მგრძნობიარეა, რაც კარგია. საჭიროა ასეთი ხასიათი მწვრთნელისათვის. თანაც სიფიცხე ამ კლუბის ერთ-ერთი ნაწილიცაა.

მათ ტიტულის მოგების დიდებული შანსი აქვთ – ისინი ევროპულ ტურნირებზეც არ გამოდიან.

ბოლო ჯერზე, როდესაც ისინი არც ევროპულ ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას და ასეთი ძლიერი გუნდი ჰყავდათ, ისინი ძალიან ახლოს მივიდნენ ჩემპიონობამდე (როჯერსის დროს).

მათ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავთ. განსაკუთრებით ძლიერია მათი შემტევი ხუთეული. ყოველ მათგანს შეუძლია მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა, რაც ნამდვილად ღირებული რამ არის.”

კარიკატურა: მოურინიოს ღამის ავტობუსი (ფოტო)

გუშინ “ენფილდზე” “ლივერპულისა” და “მანჩეტსერ იუნაიტედის” დაპირისპირება შედგა, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში კლოპის შეგირდები გააქტიურდნენ, რის გამოც მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” უკან დახევა მოუწიათ; ისინი უკან იდგნენ და კონტრშეტევისთვის მომენტს ელოდებოდნენ. ეს ყველაფერი მაშინვე მოურინიოს ცნობილ “ავტობუსთან” გააიგივეს.

ომარ მომანმა ეს ფაქტი ასე გადმოგვცა

პრემიერ ლიგა: საბრძოლო ფრე მოსისხლე მტრებს შორის (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალუდ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც შეკრებილმა გულშემატკივარმა ინგლისისა და მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დერბი იხილა.

მართალია, გოლების მხრივ მატჩმა მოლოდინები ვერ გაამართლა, თუმცა გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო სანახაობა იხილეს.

შედეგად, ორივე გუნდმა თითო-თითო ქულით წაიწია წინ სატურნირო ცხრილში – კლოპის გუნდი 17 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო “მანჩესტერი” 14 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.


“ლივერპული”: კარიუსი; მილნერი (ალბერტო მორენო 87′), დეიან ლოვრენი, ჟოელ მატიპი, კლაინი; ადამ ლალანა, ჰენდერსონი, ჯანი; კოუტინიო, რობერტო ფირმინო (ორიჯი 84′), სადიო მანე.

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დავიდ დე ხეა; ბლინდი, სმოლინგი, ბაილი, ვალენსია; ერერა, ფელაინი; მარკუს რეშფორდი (რუნი 64′), პოგბა, იანგი; ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოუირნიო


კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია!”

17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

მესრესაიდული კლუბის მეკარემ, ლორის კარიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მანჩესტერული გუნდის არ ეშინიათ და ყველაფერს იზამენ 3 ქულის მოსაპოვებლად.

“მანჩესტერ იუანიტედი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოედანზე იდეალურად ასპარეზობა.”

“ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ მოწინააღმდეგის არ გვეშინია და ვიცით, რომ მოგება შეგვიძლია!”

“ლივერპულს” ამ სეზონში დიდი გეგმები აქვს, ამიტომ ასეთ მატჩებს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ორშაბათ საღამოს “მანჩესტერს” უნდა მოვუგოთ და ამაში დიდ წვლილს ჩვენი გულშემატკივრებიც შეიტანენ,” – განაცხადა კარიუსმა.

რომელი კლუბის მაისურია ყველაზე გაყიდვადი?

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, Mirror-ი.

როგორც ცნობილი გახდა, 2011-2016 წლებში, ანუ ბოლო ხუთ სეზონში ყველაზე მეტი მაისურის გაყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ თამაშობს, ის ამ მხრივ მაინც ლიდერობს. “წითელმა ეშმაკებმა” ნახსენებ შუალედში, ერთ წელში საშუალოდ 1 750 000 მაისური გაყიდეს.

მეორე ადგილს მადრიდის “რეალი” იკავებს, რომლის მიერ წელიწადში გაყიდული ფორმების რაოდენობა 100 000-ით ნაკლებია “მანჩესტერისაზე”.

ხუთეულის დანარჩენ სამ ადგილს “ბარსელონა”, “ბაიერნი” და “ჩელსი” იკავებენ.

კუმანი: “გვარდიოლა რისკიანი მწვრთნელია”

ლივერპულის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან მისი და გვარდიოლას ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. პეპი უკვე მანჩესტერში ცხოვრობს და უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ ერთმანეთი ვნახოთ და საღამოობით ვივახშმოთ ხოლმე.”

“გვარდიოლა ხშირად მეკითხება ჰოლანდიურ ფეხბურთზე და მის სპეციკაზე.”

“პეპის მიერ გაწვრთნილი გუნდების: “ბარსელონას”, “ბაიერნის” ბერვი თამაში მაქვს ნანახი და რაც ამ მწვრთნელში აღამფრთოვანებს ის არის, რომ ყოველთვის გახსნილ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ასე ახერხებს წარამატების მიღწევას. ის, ამის გამო, ძალიან რისკიანია, თუმცა თავის თავში დაჯერებული ადამიანია და ბევრ ტიტულსაც იგებს.”

“სხვა მწვრთნელებიც ახერხებენ თასების აღმართვას, მაგრამ, მათი უმეტესობა, სხვა სტილის ფეხბურთით აკეთებენ ამას,” – განაცხადა ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა.

კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია”

ლორის კარიუსის თქმით, იურგენ კლოპის “ლივერპულს” სულაც არ ეშინია იმის, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში მათ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

“მანჩესტერ იუნაიტედი” კარგი, ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც არანაკლებ კარგი გუნდი გვყავს. ამასთან, ჩვენ სახლში ვთამაშობთ.” – განაცხადა “წითლების” ახალწვეულმა.

“ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა მათი ნამდვილად არ გვეშინია. ვიცით, რომ ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვმართებს.

ჩვენ კარგი გეგმა გვექნება – ან ერთზე მეტი გეგმა – ასე რომ, კარგად ვიქნებით მომზადებულბი. გულშემატკივრები კი ზურგს მაქსიმალურად გაგვიმაგრებენ. ასე რომ, ყველანი მოუთმენლად ველით ამ მატჩს.”

“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: მატჩის არბიტრის ვინაობა ცნობილია

პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია – “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კვირას გასამართ მატჩს ანტონი ტეილორი განსჯის.

როგორც იცით, “მანჩესტერელთა” და “ლივერპულელთა” დაპირისპირება ოდითგანვე ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო, თანაც დღეს ამ გუნდებს სათავეში ისეთი სპეციალისტები უდგათ, როგორებიც არიან იურგენ კლოპი და ჟოზე მოურინიო. ამ დაძაბული მატჩის განსჯა კი 37 წლის ტეილორს ანდეს,რაც ნიშანდობრივია.

ახალგაზრდა ენდი ტეილორმა ახალი სეზონის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერ მაინც არ გამოუყენებია წითელი ბარათი. საშუალოდ კი მატჩში 3.29 ყვითელ ბარათს უჩვენებს ფეხბურთელებს.

მან უკვე განსაჯა “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი ახალ სეზონში, როდესაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა “საუთჰემპტონი”.