არსენ ვენგერმა ლონდონის “არსენალი” დატოვა. მან 22 წელი იმუშავა დედაქალაქურ კლუბში. მის ანგარიშზე არაერთი დასამახსოვრებელი მომენტია.
ომარ მომანიმ ერთ კარიკატურაში შემოგვთავაზა ფრანგი სპეციალისტის ლონდონური კარიერის აღწერა.
არსენ ვენგერმა ლონდონის “არსენალი” დატოვა. მან 22 წელი იმუშავა დედაქალაქურ კლუბში. მის ანგარიშზე არაერთი დასამახსოვრებელი მომენტია.
ომარ მომანიმ ერთ კარიკატურაში შემოგვთავაზა ფრანგი სპეციალისტის ლონდონური კარიერის აღწერა.
დორტმუნდის “ბორუსიას” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელების გამოყენების კარგი გამოცდილება აქვს. მიჩი ბატშუაის შემდეგ, გერმანელებმა თვალი ტიმუე ბაკაიოკოს დაადგეს.
როგორც The Guardian-ი წერს, “ბორუსიას” მესვეურებმა უკვე მიმართეს “ლურჯების” ხელმძღვანელობას. ისინი ფრანგში 65 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერობოთ, უცნობია, შეელევიან თუ არა ამ ფასად ბაკაიოკოს. ისე კი, 23 წლის ფეხბურთელმა იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა ბოლომდე. მან პრემიერ ლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 23 მათგანი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სულ ორი გოლი შეაგდო. 23 წლის საყრდენმა სამი ყვითლისა და ერთი წითელი ბარათის მიღებაც “მოახერხა”.
ფრანგი “რენის” აღზრდილია და ის შარშან “მონაკოში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გადავიდა “ჩელსიში”.
გუშინ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მოსკოვის ცეესკამ ლონდონის “არსენალი” მიიღო. დაპირისპირება ანგარიშთ, 2-2 დასრულდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში (6-3) შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები გავიდნენ.
თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ლონდონელთა თავდამსხმელი, დანი უელბეკი ესაუბრა.
“რთული მატჩი გამოვიდა. გასულ დღეებში, ვნახეთ, რომ ევროპულ გუნდებს შორის პირველ თამაშში მოპოვებული დიდი უპირატესობის აღმოფხვრა შესაძლებელია. ჩვენთვისაც არ იყო განმეორებითი დაპირისპირება მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში დამაჯერებლად მოვიგეთ. აქ განსხვავებულ პირობებში მოგვიწია თამაში, თუმცა, კარგია, რომ გამოცდა ჩავაბარეთ,” – ამბობს დანი.
გუშინ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მოსკოვის ცეესკამ ლონდონის “არსენალი” მიიღო. დაპირისპირება ანგარიშთ, 2-2 დასრულდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში (6-3) შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები გავიდნენ.
თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ლონდონელთა კაპიტანი, ლორან კოშელნი ესაუბრა.
“ამას არ ვგეგმავდით. ბევრი ორთაბრძლოა ვერ მოვიგეთ, ისინი კი კარგად თამაშობდნენ. მეტოქემ ბევრი შანსი მიიღო და გამოიყენა კიდეც. როცა 0-2-ს ვაგებდით, ჩვენზე უკვე დიდი ზეწოლა იყო. თუ კიდევ ერთს გაიტანდნენ, შემდეგ ეტაპზე სწორედ ცეესკა გავიდოდა. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რათა მოვახერხეთ და ჩამორჩენის აღმოფხვრა შევძელით. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გამოსვლით და თამაშის ხარისხით არ ვარ კმაყოფილი. ეს არ იყო აღნიშნული ტურნირის ამ ეტაპისთვის შესაფერისი,” – ამბობს ფრანგი მცველი.
ლონდონის “ჩელსიმ” მომავალ სეზონში ჩემპპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი თითქმის დაკარგა. შესაბამისად, “ლურჯების” ვარსკვლავი, ედენ აზარი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს. ბელგიელს “რეალში” გადასვლა სურს, ეს შანსი იქნება, რომ მან ევროპული გრანდების წინააღმდეგ კვლავ ითამაშოს.
გთავაზობთ, კარიკატურას აღნიშნულ თემაზე
გუშინ პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩი ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელ “ტოტენჰემთან” საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 1-3 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს რვა ქულით დაშორდა.
აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
არსენ ვენგერის “არსენალი” საშინელ ფორმაშია. ლონდონელებმა ზედიზედ ორჯერ “მანჩესტერ სიტისთან” ანგარიშით, 0:3 წააგეს მატჩები. მათ ერთ მარცხი ფინალში იწვნიეს, მეორე – პრემიერ ლიგის მორიგ შეხვედრაში.
ომარ მომანის კარიკატურა აღნიშნულ თემაზე ასეთია
ფრენკ ლამპარდს, დიდი ალბათობით, მალე კვლავ ლონდონის “ჩელსიში” ვიხიხილავთ. ოღონდ, ამჟამად ინგლისელი განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინება.
როგორც ბრიტანული გამოცემა, The Sun-ი წერს, ფრენკი ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი, ან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება. ეს ყველაფერი ცოტა ხანში გახდება ცნობილი. გეტყვით, რომ ლამპარდი უკანასკნელი 18 წლის მანძილზე სწავლობდა, რათა UEFA-ს ლიცენზია მოეპოვებინა. იმავე წყაროს თუ დავუჯერებთ, “ლურჯერბის” ლეგენდას გუნდის სამომავლო მთავარი მწვრთნელობისთვის ამზადებენ.
შეგასენებთ, რომ ლამპარდი 2003-დან 2014 წლის ჩათვლით თამაშობდა “ჩელსიში”.
ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ლონდონი მასპინძლობს. ადგილობრივი “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
ZEZO ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.
გუშინ ლონდონის “ჩელსი” ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “უოტფორდთან” ანგარიშით, 1-4 განადგურდა.
ომარ მომანიმ ანტნიო კონტე, ოლივიე ჟირუ, ედენ აზარი და დავიდ ლუისი ცირკის მონაწილე ჯამბაზებს შეადარა.
ოლივიე ჟირუს ყოფილმა გუნდმა, ლონდონის “არსენალმა” 25-ე ტურში “სუონსისთან” ანგარიშით, 1-3 წააგო სტუმრად. ამ დროს ფრანგი თავდამსხმელი ჯერ კიდევ “მეთოფე” იყო. თუმცა, შემდეგ ტრანსფერი განხორციელდა და ის “ჩელსიში” გადავიდა. ჟირუს ახალმა კლუბმა იმავე ტურში 0:3 წააგო “ბორნმუთთან”.
ომარ მომანიმ შენიშნა, რომ ოლივიეს ერთ ტურში ორი წაგება აქვს.
ალექსის სანჩესმა ლონდონის “არსენალი” დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას არ აპირებს გუნდს მეორე ლიდერი, მესუთ იოზილი. როგორც გერმანული და ინგლისური პრესა წერს, გამთამაშებელი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ახალი ხელშეკრულება იოზილს “მეთოფეებთან” 2021 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს. მისი ანაზღაურება კი წელიწადში 18 მილიონი ევრო იქნება. სწორედ ასეთ, საერთო იფნორმაციას იუწყება გერმანული გამოცემა, Bild-იც.
გეტყვით, რომ მესუთი 2013 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდის “რეალიდან” ლონდონის “არსენალში” და მას შემდეგ შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.