რა უთხრა ფლორენტინო პერესმა ფერნანდო ლორენტეს ვარჯიშის დაწყებამდე?

მადრიდის “რეალი” დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტეჰნემს” უმასპინძლებს.

გუშინ საღამოს სპურსებმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ივარჯიშეს. ადგილობრივთათვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი სახე ფერნანდო ლორენტე იყო. ესპანელი თავდამსხმელი, მოგეხსენებათ, ინგლისელთა ღირსებას იცავს.

ლორენტეს კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი თბილად შეხვდა. მას, მისალმების შემდეგ ხუმრობით უთხრა: “სამშაბათს ბევრს ნუ ირბენ,” გაუღიმა და გადაეხვია.

ლორენტე: “რეალი” ჩემი ცხოვრების გუნდია”

დღეს მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, მარკოს ლორენტემ “ბლანკოსთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ახალგაზრდა მოთამაშემ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

“ბედნიერი, ვარ რომ ახალი ხელშეკრულება გავაფორმე. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, აქ მეასპარეზა. მშვიდად ვარ – ვიცი, რა დონეზე ვთამაშობ და ამ კლუბში რა მოთხოვნაა. მინდა, განვვითარდე და “რეალისთვის” მნიშვნელოვან მოთამაშედ ვიქცე.”

“ალავესთან” მატჩში გულშემატკივარი თბილად შემხვდა. იმ სტადიონზე დაბრუნება დაუვიწყარი იყო. ახლა შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას მიზიარებენ. აქ იდეალურადაა ყველაფერი იმისთვის, რომ განვვითარდე,” – აცხადებს ლორენტე.

 

მარკოს ლორენტემ “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, მარკოს ლორენტემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახლაგაზრდა მოთამაშე “ბლანკოსში” 2021 წლის ივნისამდე დარჩება. იგი მედიის წინაშე კვირას დილით წარსდგება.

ლორენტეს წინა კონტრაქტი 2019 წლამდე ჰქონდა, თუმცა “ბლანკოსმა” მასთან უფრო დიდ ხანს თანამშრომლობა მოინდომა.

22 წლის მოთამაშე “რეალის” აღზრდილია. იგი გასულ სეზონში “ალავესში” იყო განათხოვრებული, რომლის წინააღმდეგ სწორედ დღეს ითამაშა.

 

ტეო ერნანდესი: “ჩვენ კრიშტიანუ გვჭირდება!”

გუშინ ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდის “რეალმა” ვალენსიას “ლევნატესთან” ქულები დაკარგა. “ბლანკოსმა” ზედიზედ მეორე ფრე (1-1) ითამაშა და “ბარსელონას” ოთხი ქულით ჩამორჩა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ტეო ერნანდესმა და მარკოს ლორენტემ ისაუბრეს.

“ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვუტევდით, ბევრს ვცდილობით, რომ გაგვეტანა, მაგრამ ჩვენი შანსების დიდი ნაწილი ვერ გამოვიყენეთ. შესაძლოა, ეს წარუმატებლობა რაღაც მხრივ, იღბალასაც დავაბრალოთ. ფაქტია, რომ კრშტიანუ რონალდუს გოლები გვჭირდება, თუმცა “ცხრიანის” პოზიციის გაძლიერება არაა საჭირო.”

მარკოს ლორენტემ დაამატა: “ეს არ იყო ისეთი თამაში, რასაც ჩვენ ველოდით. ასე დამწუხრებულები არ ვიქნებოდით, ამდენი მომენტი რომ არ შეგვექმნა. თუმცა, ახლა ძალიან ცუდი ისაა, რომ ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და შედეგიც მოვა. რონალდუ? ფაქტია, რომ ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით,” – აცხადებს ლორენტე.

 

“რეალი”: “ლევანტესთან” მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე ნავასი და კაზემირო არ გამოჩენილან

დასრულდა სანაკრებო ბატალიები და მადრიდის “რეალს” ფეხბურთელები უბრუნდებიან.

დღეს “ბლანკოსმა” კვირის რიგით მეოთხე ვარჯიში გამართა, თუმცა, აღნიშნულ სესიაზე არ იმყოფებიდნენ ბრაზილიის ნაკრების საყრდენი, კაზემირო და კოსტა-რიკელი გოლკიპერი, კეილორ ნავასი. ამის მიზეზი კი ის დაზიანებებია, რომლებიც მათ აღენიშნებათ. შესაბამისად, კაზიმროსა დ კეილორის თამაში შაბათს, “ლევანტესთან” გასამართ (15:00 საათი, თბილისის დროით) შეხვედრაში, საკითხავია.

საეჭვოა რაფაელ ვარანის ასპარეზობა, რომელმაც პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში, “ვალენსიას” წინააღმდეგ მიიღო ტრავმა.

სამაგიეროდ, მზად ყოფნაში არიან ვალეხო და ნაჩო, რომელთაც დაცვის ხაზის გამაგრება შეუძლიათ. კლუბს დაუბრუნდა სერხიო რამოსიც. ასევე, თავის შანსს ელოდება ახალაგზრდა მარკოს ლორენტე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში კაზემიროს ნაცვლად შესაძლოა, შაბათს მოგვევლინოს.

ანტონიო კონტეს ფერნანდო ლორენტე მოუნდა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ისევ ფიქრობს შეტევის გაძლიერებაზე.

ინგლისური გამოცემა, Goal.Com-ი იტყობინება, რომ იტალიელი სპეციალისტი დაინტერესებულია “სუონსი სიტის” ესპანელი თავდამსხმელით, ფერნანდო ლორენტეთი. “ლურჯები” უელსელებს 15 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. თავის მხრივ, “სუონსის” ბოსები მსოფლიოს ჩემპიონ ფეხბურთელს კლუბიდან არ გაუშვებენ, თუ მის შემცვლელს ვერ იპოვნიან.

32 წლის თავდამსხმელის პოტენციურ ჩამნაცვლებლად ვილფრიდ ბონი მოისაზრება. გარდა ამისა, შესაძლოა, უელსურმა კლუბმა “ჩელსიდან” “სუონსიში იჯარით მოთამაშე ტემი აბრაჰამი გაიფორმოს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 ივლისი)

“ვესტ ჰემი” თავდამსხმელის ძიებაშია

მიში ბატშუაი? “ჩელსის” შეუერთდა. კრისტიან ბენტეკე? “ლივერპულში” აპირებს დარჩენას. ალექსანდრე ლაკაზეტი? “ლიონი” არ აპირებს მის გაშვებას. კარლოს ბაკა? ჩემპიონთა ლიგას ითხოვს.

ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, სლავენ ბილიჩი “ტულუზას” ვისამ ბენ იედერზე გადაერთო. 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება, რომლითაც “ლესტერიც” ინტერესდება, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ხუან მატა “მანჩესტერის” დატოვებას არ აპირებს

“ევერტონი”? “ესპანიოლი”? “ვალენსია”? – ყველაფერი ტყუილია. ხუან მატამ გულშემატკივრები დაამშვიდა. ” ნუ უსმენთ მედიას” – ასეთი განცხადება გააკეთა მან გულშემატკივართან საუბრისას.

ჯო ალენი “მანჩესტერ იუნაიტედში”?

The South Wales Evening Post-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ საინტერესო სვლის განხორციელებას აპირებს – ისინი “ლივერპულის” უელსელ ნახევარმცველს, ჯო ალენს დაიმატებენ. ჯო ალენს არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ კლოპი მის წასვლას მიემხროს.

რუი პატრისიო პრემიერ ლიგაში?

გამოცდილმა პორტუგალიელმა მეკარემ, რუი პატრისიომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. The Sun-ის ცნობით, 6 მილიონ ფუნტად შეფასებული მეკარე “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

1

ვილფრედ ბონი რონალდ კუმანთან ითანამშრომლებს?

გამომდინარე იქიდან, რომ რომელუ ლუკაკუს მომავალი ჯერაც ბურუსით არის მოცული, “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი თადარიგის დაჭერას და გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის მოყვანას აპირებს. 27 წლის ბონის გადასაბირებლად “კამფეტებს” დაახლოებით 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

რაგნარ კლავანი თითქმის “ლივერპულელია”

“ლივერპული” გერმანული “აუგსბურგის” 30 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებას აპირებს, რათა მომავალში დამცველების ნაკლებობა გამორიცხოს. იურგენ კლოპი მზადაა ესტონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რასაც დაემატება ბონუსებიც.

“კაიზერსლაუტერნი” კლოზეს მიმართ ინტერესს ადასტურებს

“კაიზერსლაუტერნის” გენერალური დირექტორი, ტომას გრისი ადასტურებს ვეტერანი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს მიმართ ინტერესის არსებობას – “ეს ჩვენი კლუბისათვის ნამდვილი ჯეკპოტი იქნება, დიდი პრიზი. ცდად ნამდვილად ღირს.” – განუცხადა გრისმა TV SWR-ს.

“სევილია” ლიორენტეს გაანათხოვრებს

La Tarjeta Blanca გვამცნობს, რომ “რეალ სოსიედადი” საკმაოდ ახლოს არის “სევილიას” ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლიორენტეს გადაბირებასთან. წყაროს ცნობით, “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი “ანოეტაზე” 1 წელიწადს დაჰყოფს.

ოფიციალურად:”რეალმა” საკუთარი მოთამაშე “მალაგაში” გაანათხოვრა

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “რეალის” ახალგაზრდა მოთამაშე, დიეგო ლორენტე მომდევნო ერთ სეზონს არენდის წესით “მალაგაში” გაატარებს.

“მალაგელებს” დაცვის ცენტრში დიდი პრობლემები ჰქონდათ და საბოლოოდ პრობლემის გადაჭრის გზად ბასკი ფეხბურთელი მიიჩნიეს.

22 წლის ლორენტე მადრიდული გრანდის აკადემიის აღზრდილია. მას მთავარ გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. გასულ ზაფხულზე “რეალის” მესვეურებმა იგი “რაიო ვალეკანოში” გაანათხოვრეს, სადაც 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ლორენტე: “პოგბას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ თანაგუნდელ პოლ პოგბაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ პოგბა “იუვენტუსის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ფრანგი ფეხბურთელის შეძენა არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

“მას წინ დიდი მომავალი აქვს. პოგბას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ვფიქრობ, მას ასევე, შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, – უთხრა ლორენტემ Marca-ს.

ლორენტე: “იუვენტუსში” დარჩენა დიდი ხნით მსურს”

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ მას “ბიანკონერიში” დარჩენა დიდი ხნით სურს.

“მე რომ მკითხოთ, ასეთ დიდ კლუბში დარჩენა დიდი წარმატებაა. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და შანსი მაქვს, კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში გუნდს დავეხმარო. იმედი მაქვს, გასულ სეზონთან შედარებით, უკეთ ვითამაშებ. მინდა, “იუვენტუსში” რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩე”, – ამბობს ლორენტე.

ლორენტე: “იუვენტუსი” ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ “ბიანკონერი” ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლობს.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” 28 აპრილს “სასუოლო” სტუმრად ანგარიშით 1:3 დაამარცა, ლორენტემ კი შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა. ტურინელებს ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებთ.

“სასუოლოსთან” მართლაც რთული მატჩი გამოდგა. მასპინძლები კარგად თამაშობდნენ და პირველი გოლის გატანაც მათ მოახერხეს. თუმცა, “იუვენტუსი” ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს და ცხადია, ამიტომ გამარჯვება ჩვენ მოვახერხეთ”, – ამბობს ლორენტე.

ლორენტე: “მილანთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ “მილანთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “როსონერისთან” რთულ თამაშს ელის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, “მილანი” “იუვენტუსს” საკუთარ მოედანზე მიიღებს.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. დიდი შანსია, ამ შეხვედრამ სკუდეტოს მფლობელის ბედი უკვე გადაწყვიტოს. “მილანი” ძლიერი გუნდია. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი “სან სიროზე” გამარჯვებაა”, – ამბობს ლორენტე.