კობიმ ქულების კარიერული მაჩვენებლით ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს აჯობა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრიანტმა დღეს გამთეენიისას კარიერაში დაგროვებული ქულების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს გაუსწრო. ამით კობი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში მესამე ადგილზე ავიდა, მასზე წინ მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი და კარლ მელოუნი არიან.

ჯორდანის შედეგს „შავმა მამბამ“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ მატჩის (100:94) მეორე მეოთხედში მიაღწია, როდესაც ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ამჟამად ბრაიანტის კარიერული მაჩვენებელი 32 292 ქულას შეადგენს.

„ბოსტონი“ რონდოს გაშვებას არ აპირებს

„ESPN Los Angeles“-ის ჟურნალისტის რამონა შელბურნის ინფორმაციით, „ბოსტონ სელტიკსი“ რაჟონ რონდოს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გაცვლას არ აპირებს და მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს.

როგორც შელბურნი წერს, „სელტიკსმა“ და „ლეიკერსმა“ ბოლო ორ წელიწადში რონდოს გაცვლის ვარიანტი ორჯერ განიხილეს. ბოლო საუბარი ამ თემაზე შემოდგომაში შედგა, თუმცა იგი არაპროდუქტიული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში რონდო თავისუფალი აგენტი გახდება.

კობი ბრაიანტმა კარიერაში 32000-ე ქულა დააგროვა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა „ატლანტა ჰოუქსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (114:109) 28 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში თავისი ქულების რაოდენობა 32 001-მდე მიიყვანა.

საიუბილეო ქულა „შავმა მამბამ“ მატჩის ბოლო წუთებზე დააგროვა.

კობი ბრაიანტი: „ლეიკერსის“ დატოვებაზე არც კი ვფიქრობ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უაკანხაზელი კობი ბრაიანტი გუნდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიელებს ასეთი ცუდი სტარტი (0-4) 1957 წლიდან არ ჰქონიათ.

„ჩემს წასვლასთან დაკავშირებული საუბრების შესახებ ვიცოდი. თუმცა, წასვლას არ ვაპირებ. „ლეიკერსისადმი“ საკმაოდ ლოიალური ვარ.

ჩემთვის რთული მომენტების გადატანა იგივეა, რაც გამარჯვება და წარმატების მიღწევა. მე პასუხს ვაგებ იმაზე, რომ მაქსიმალურად უკეთესები ვიყოთ.

ხელიშ ჩაქნევა არ შეგვიძლია. წინ ძალიან გრძელი სეზონი გველის. არჩეული კურსის დაცვა მნიშვნელოვანია. ყველაფერი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლება.

კლუბთან ერთად ბევრს მივაღწიე და წარმატებულ კალათბურთელად აქ ჩამოვყალივდი. კარგ დროს ზეიმი, ხოლო ცუდ დროს გაქცევა არ შეიძლება. კლუბის დატოვებაზე არც კი მივიქრია“, – ციტირებს 36 წლის კალათბურთელს „იაჰუ სპორტსი“.

სტივ ნეში მთლიან სეზონს გამოტოვებს

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანს სტივ ნეშს სამი წინასასეზონო მატჩის ჩატარების შემდეგ კვლავ ზურგის ტკივილმა შეაწუხა, ხოლო სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც მოთამაშეები ვარჯიშობდნენ.

ახლა 39 წლის კალათბურთელს სეზონის გამოტოვება და რეაბილიტაცია მოუწევს. არსებობს ალბათობა იმისა, რომ სტივს მოედანზე მეტი ვეღარ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმის გამო გასულ სეზონში ნეშმა მხოლოდ თხუთმეტ მატჩში ითამაშა.

აგენტი: „არაერთი კალათბურთელი „ლეიკერსში“ კობი ბრაიანტის გამო არ გადადის“

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა ერთ-ერთმა აგენტმა განაცხადა რომ ბევრმა კალათბურთელმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლა კობი ბრაიანტის გამო იუარა.

„კობი ეზოში დიდი ქვის მსგავსად არის. მისი უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია.

მაგალითად, ბოლო ხუთ წელიწადში საკმარისი კლიენტი მყავდა, რომელიც „ლეიკერსში“ სწორედ მის გამო არ გადადიოდა. მოთამაშეებს ესმით, რომ ადრე თუ გვიან, ისინი მხოლოდ ერთი კალათბურთელისთვის ითამაშებენ.

„ლეიკერსს“ კობი ძვირად უჯდება. ამ შემთხვევაში, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ. ბრაიანტმა ბევრ კარგ მოთამაშეს განვითარებაში ხელი შეუშალა. იყო შემთხვევები, როცა კობის გამო კალათბურთელთა კარიერაც კი საფრთხის ქვეშ იყო“, – განაცხადა აგენტმა.

ჯორდან ჰილმა ალკოჰოლი დაივიწყა და ექვსი კილოგრამით დაიკლო

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ჯორდან ჰილმა განაცხადა, რომ ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ ექვსი კილოგრამით დაიკლო.

„სასმელზე და სხვა დამოკიდებულებებზე უარის თქმისა და გაზრდის დრო მოვიდა. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გამძლეობა მომემატა, ჩემი სხეული კი, ჩინებულ მდგომარეობაშია. თანაც, 6 კილოგრამითაც დავიკელი“, – განუცხადა 27 წლის მოთამაშემ „Inside The Lakers“-ს.

კსავიერ ჰენრიმ მუხლის ტრავმა მიიღო

„ფილადელფია სიქსერსთან“ მატჩის დროს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კსავიერ ჰენრიმ მუხლი დაიზიანა, რის გამოც თამაშის დასრულება ვერ შეძლო. უახლოეს დროში მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომლის შემდეგაც მისი ტრავმის სიმძიმის შესახებაც გახდება ცნობილი.

კსავიერმა მიმდინარე სეზონში ოცდაათ მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 10,4 ქულა და 2,8 მოხსნა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსის“ ლაზარეთში ამჟამად სამი მცველია. ესენია: სტივ ნეში, სტივ ბლეიკი და კობი ბრაიანტი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ევან თერნერმა თავისი დანკითვის „ლეიკერსს“ ბოდიში მოუხადა (ვიდეო)

„სიქსერსის“ უკანახაზელმა ევან თერნერმა „ლეიკერსთან“ ანაგრიშით 111:104 მოგებული მატჩის ბოლო წამზე დანკი შეასრულა. აღნიშნულ ეპიზოდში კალიფორნიელები უკვე მოდუნებული იყვნენ, რითაც ფილადელფიელთა მცველმა ისარგებლა. მოგვიანებით აღნიშნული ეპიზოდითვის მან კალიფორნიელებს ბოდიშიც კი მოუხადა.

აქვე წარმოგიდგენთ თერნერის დანკის ამსახველ ვიდეოს.

კობი ბრაიანტი: „მხოლოდ იდიოტი იფიქრებს, რომ ვერ დავბრუნდები“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კჯობი ბრაიანტმა თავისი მორიგი ტრავმის შესახებ საიუბრა.

„გამიმართლა, რომ არც ისე სერიოზული დაზიანება ყოფილა“, – აღნიშნა ბრაიანტმა Yahoo! Sports-თან საუბრისას.

„მხოლოდ იდიოტი იფიქრებს, რომ ამ ტრავმის შემდეგ პარკეტზე ვერ დავბრუნდები“, – დაასრულა „შავმა მამბამ“.

ალექსანდრე მატევოსოვი

პაუ გასოლს კარიერის დასრულება „ლეიკერსში“ სურს

როგორც ჩანს, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ესპანელი ფორვარდი პაუ გასოლი კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის გაფორმების თხოვნით მიმართავს.
„თამაშს „ლეიკერსის“ მაისურით გავაგრძელებდი. მეტიც, კარიერის დასრულება სწორედ ამ კლუბში მსურს. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს“, – განაცხადა გასოლმა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის მოთამაშეს „ლეიკერსთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პაუს საშუალო მონაგარი 14,5 ქულასა და 9,8 მოხსნას შადგენს. ჯამში მან 19 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 30,7 წუთი ითამაშა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ოფიციალურად: ბრაიანტი პარკეტზე „რეპტორსთან“ მატჩში დაბრუნდება

ბოლო დღეებში პრესაში კობი ბრაიანტის დაბრუნებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წინასწარი ვარაუდით, კობი პარკეტზე „საკრამენტო კინგსთან“ მატჩიში დაბრუნდებოდა.

გუშინ კი კალიფორნიულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ამ განცხადების მიხედვით, „შავი მამბა“ „ტორონტო რეპტორსთან“ შეხვედრაში ითამაშებს, რომელიც კვირას გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსის“ უკანახაზელმა ტრავმა ჯერ კიდევ აპრილის თვეში მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი