„კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი 25 ათასი დოლარით დაჯარიმდა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი „სან-ანტონიო სპურსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის მეხუთე მატჩის შემდეგ მსაჯთა საჯარი კრიტიკისთვის 25 ათასი დოლარით დააჯარიმეს, რის შესახებაც იტყობინება.

რივერსის აზრით, მსაჯებმა შეხვედრის ბოლოს მეტოქის სასარგებლოდ რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „კლიპერსის“ მხრიდან მატჩში 27 დარღვევა დაფიქსირდა, „სპურსის“ მხრიდან კი – 32.

გრიფინმა ფენომენალური შედეგი გაიმეორა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა „სან-ანტონიო სპურსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის სასტარტო ხუთ მატჩში ჯამში 119 ქულა, 67 მოხსნა და 36 პასი მიითვალა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც აქამდე მსგავს შედეგს მიაღწია, მხოლოდ ოსკარ რობერტსონი იყო. 1962/63 წლების სეზონში „ცინცინატის“ შემადგენლობაში „სირაკიუზთან“ პლეიოფის სერიაში მან აქტივში 147 ქულა, 69 მოხსნა და 48 პასი ჩაიწერა, მისმა გუნდმა კი სერია ანგარიშით 3:2 მოიგო.

გრიფინის ჩატენვა და ლეონარდის სროლა – დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მორიგი დღის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

როგორ შეაჩერა ჯორდანმა ტიმ დანკანი (ვიდეო)

პლეიოფის პირველი მატჩის ერთ-ერთ შეტევის დროს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დე ანდრე ჯორდანმა „სან-ანტონიო პსურსის“ ლიდერი ტიმ დანკანი შეაჩერა.

პოპოვიჩი: „კლიპერსის“ დაცვა ჩვენს თავდასხმაზე უკეთესი იყო“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის პირველ მატჩში მარცხის შემდეგ „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა მეტოქის დაცვა შეაქო.

„კლიპერსმა“ დაცვა „სპურსის“ თავდასხმაზე უკეთესი იყო. მეტოქე აგრესიუალად მოქმედებდა, ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალურმა თვისებებმა კი დიდი ზიანი მოგვაყენეს. ჩემი აზრით, „კლიპერსმა“ სწორედ დაცვაში თამაშის წყალობით მოიგო“, – განაცხადა პოპოვიჩმა.

გრიფინის სამი განუმეორებელი დანკი (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსთან“ პლეიოფის სერიის პირველ მატჩში ბლეიკ გირიფნმა მესამე მეოთხედში აარონ ბეინსს სამჯერ აჯობა და ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა.

დოკ რივერსი: „პლეიოფში ადვილი მეტოქეები არ არიან“

„მემფის გრიზლისთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარილი ჩემპიონატის მოგებული მატჩის შემდეგ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა განაცხადა, რომ პლეიოფში მის გუნდს ადვილ მეტოქეებთან შეხვედრა არ ელის.

„დასავლეთ კონფერენცია ასეთია. აქ ადვილი მეტოქეები არ არიან. ყოველ გუნდს, ფავორიტობის შემთხვევაშიც, შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა რივერსმა.

ცნობისთვის, „კლიპერსი“ კონფერენციაში მეორე ადგილის დაკავების შანსს ინარჩნებს, რისთვისაც რეგულარული ჩემპიონატის ორი დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს.

დეანდრე ჯორდანის ლამაზი ჩატენვა (ვიდეო)

„მემფის გრიზლისთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა კრის პოლის გადაცემის შემდეგ მეტოქის ფარში ბურთი უპრობლემოდ ჩატენა.

გრიფინმა სეზონის პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ანგარიშით 106:110 წაგებულ მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა 40 ქულა დააგროვა. თამაშიდან ბლეიკმა 16 სროლა გამოიყენა, რაც მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მისი საუკეთესო შედეგია.

გრიფინმა ორიგინალურად მიღებული ბურთი ჩატენა

„გოლდენ სიტეტთან“ მატჩში ბლეიკ გრიფინმა საშუალო დისტანციიდან ნასროლი ვერ ჩააგდო, რის შემდეგაც მან დეანდრე ჯორდანის შეცდომით ისარგებლა და ბურთი მეტოქის ფარში მაინც ჩატენა.

გრიფინის ფანტასტიკური ბლოკი (ვიდეო)

„ბოსტონ სელტისკთან“ შეხვედრაში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა ფორვარდ იონას ჟერებკოს ბურთი ჩინებული მოძრაობით მოხსნა.

ცნობისთვის, მატჩი „კლიპერსის“ მოგებით, 119:106 დასრულდა.

როგორ გაანადგურა „ფილადელფიას“ დაცვა კრის პოლმა

„ფილადელფია სიქსერსთან“ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში „კლიპერსის“ ლიდერმა კრის პოლმა მეტოქის დაცვა გაარღვია და დეანდრე ჯორდანის მიმართულებით ჩინებული გადაცემა გააკეთა.