დოკ რივერსი: „მიკვირს, რომ დეანდრე ჯორდანი ოლ სტარის მიღმა დატოვეს“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი ცენტრ დეანდრე ჯორდანის ოლ სტარის მიღმა დარჩენით უკმაყოფილო დარჩა.

„დეანდრე ჯორდანი ყველა ვარსკვლავის მატჩში უნდა თამაშობდეს. მისი არყოფნა ნამდვილი აბსურდია. რა თქმა უნდა, ენტონი დევისის ნაცვლად დირკ ნოვიცკიმ თამაში დაიმსახურა. უბრალოდ, მგონია, რომ მოთამაშე, რომელმაც „დეტროიტთან“ მატჩში სუპერდაბლი გაიფორმა და ამავდროულად 27 ქულასთან ერთად 22 მოხსნაც მიითვალა, გუნდში ყოფნას იმსახურებს“, – ციტირებს რივერსს ESPN-ი.

გრიფინი სამ კვირას გამოტოვებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა გუშინ ხელის ოპერაცია გაიკეთა.

ექიმების პროგნოზით, 25 წლის კალათბურთელი სამ კვირას გამოტოვებს, რის შემდეგაც დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ცნობისთვის, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გრიფინის 4-6 კვირა უნდა გამოეტოვებინა.

შესაბამისად, ბლეიკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარსაც გამოტოვებს, რომელიც 15 თებერვალს ნიუ-იორკში შედგება. აღსანიშნავია, რომ ოლ სტარზე მისი შემცვლელის ვინაობა უკვე გარკვეულია.

მიმდინარე სეზონში გრიფინმა 51 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 22,5 ქულა, 7,5 მოხსნა და 5,1 ასისტი შეადგინა.

ოლ სტარის მატჩში ბლეიკ გრიფინის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

გუშინ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა ხელის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც იგი 4-6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

გაირკვა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული ოლ სტარის მატჩში გრიფინს „პორტლენ ტრეეილ ბლეიზერსის“ ლიდერი დემიენ ლილარდი შეცვლის. 24 წლის კალათბურთელს სარეზერვო შემადგენლობაში ელოდებოდნენ, მაგრამ დასავლეთ კონფერენციის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა იგი განაცხადში არ შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ოლ სტარზე ლილარდი გრიფინის ტრავმის გამო ზედიზედ მეორედ მოხვდა.

მიმდინარე სეზონში ლილარდის საშუალო მონაგარი 21,5 ქულას, 4,6 მოხსნა და 6,3 ასისტს შეადგენს, მისი გუნდი კი ამჟამად პლეი-ოფის ზონაშია.

ჯეი ჯეი რედიკი „კლიპერსს“ უცნობი პერიოდით გამოაკლდა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მცველს ჯეი ჯეი რედიკს „ბრუკლინ ნეტსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის პირველივე წუთებზე მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, კალათბურთელს რამდენიმე დღის განმავლობაში ზურგის ტკივილი აწუხებს.

კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის თქმით, იგი გარისკვას არ აპირებს და რედიკს იქამდე დაასვენებს, სანამ ის ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება.

„მას კუნთების ტკივილიც აწუხებს. სავარაუდოდ, რედიკმა ტრავმა „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩის ბოლოს მიიღო. „ნეტსთან“ მას არ უნდა ეთამაშა, ამიტომაც ახლა იგი იქამდე დაისვენებს, სანამ ოპტიმალურ ფორმაში არ იქნება“, – ციტირებს „კლიპერსის“ თავკაცს ESPN-ი.

მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში რედიკის მონაგარი საშუალოდ 29,5 წუთში 14,7 ქულასა და 1,7 მოხსნას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჯეი ჯეი ნიუ-იორკში მოახლოებული ოლ სტარის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას აპირებს.

„კლიპერსმა“ ფარმარი გაუშვა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ 28 წლის გამთამაშებლის ჯორდან ფარმარის გაშვება დაადასტურა. მის ადგილს გუნდში ოსტინ რივერსი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ რივერსი, „ფინიქსთან“ სამმხვრივი ტრეიდის შედეგად, ლოს-ანჯელესში „ბოსტონ სელტიკსიდან“ გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში ფარმარმა 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 4,6 ქულა, 1,2 მოხსნა და 1,9 გადაცემა შეადგინა.

„სან-ანტონიომ“ „კლიპერსი“ დაამარცხა, „ჰიუსტონმა“ „პორტლენდს“ მოუგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩი, რომელშც „სან-ანტონიო სპურსმა“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 125:118 დაამარცხა.

საუკეთესო გრეგ პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან ტონი პარკერი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. თავის მხვრივ, „კლიპერსის“ შემადგენლობიდან 25 ქულით კრის პოლი გამოირჩა.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ 125:118 (35:33, 37:27, 23:30, 30:28)

„სან-ანტონიო“: პარკერი (26 ქ. 4 ა.), დანკანი (20 ქ. 11 მ. 1 ა.), ჯინობილი (19 ქ. 2 მ. 10 ა.)

„კლიპერსი“: პოლი (25 ქ. 4 მ. 9 ა.), გრიფინი (22 ქ. 6 მ. 6 ა.), რედიკი (21 ქ. 1 მ. 1 ა.), კროუფორდი (18 ქ. 3 მ. 1 ა.)

სხვა მატჩების შედეგები:

„შარლოტი“ – „დენვერი“ 110:82
„ჰიუსტონი“ – „პორტლენდი“ 110:95
„მემფისი“ – „იუტა“ 91:97
„ჩიკაგო“ – „ტორონტო“ 129:120
„დალასი“ – „ატლანტა“ 102:105

გრიფინის ბოლო წამზე ჩაგდებულმა სამქულიანმა „კლიპესს“ მოაგებინა (ვიდეო)

„ფინიქს სანსთან“ მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო, რითაც თავის გუნდს ოვერტაიმში ანგარიშით 121:120 მოაგებინა.

ხსენებულ შეხვედრაში ბლეიკმა 43 წუთის განმავლობაში ითამაშა, მისმა მონაგარმა კი 45 ქულა და 8 მოხსნა შეადგინა. როგორც ESPN Stats & Info წერს, ეს გადამწყვეტი ჩაგდება გრიფინისთვის კარიერაში პირველი „ბაზერი“ აღმოჩნდა.

მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში გრიფინმა 10 შორეული სროლიდან 6 ჩააგდო.

ბლეიკ გრიფინს პოლიცია თავდასხმაში ადანაშაულებს

პოლიცია „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდ ბლეიკ გრიფინს ლას-ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში კაცზე თავდასხმის გამო ადანაშაულებს.

ინციდენტი 19 ოქტომბერს მოხდა. დაზარელებულის დენიელ შუმანის თქმით, გრიფინმა, რომელიც ღამის კლუბში თანაგუნდელებთან ერთად ისვენებდა, მას ტელეფონი წაართვა (აღნიშნული ტელეფონით დაზარალებული სურათებს იღებდა). როდესაც შუმანი ნივთის დაბრუნებას ცდილობდა, კალათბურთელმა იგი ყელზე დაიჭირა.

როდესაც ორივე გააშველეს, დენიელი კვლავ თავისი ტელეფონის დაბრუნებას ცდილობდა – ამჯერად გრიფინმა მას სახეში ჩაარტყა.

მაქსიმუმ, რაც ბლეიკს ელის, ერთთვიანი პატიმრობა ან ათასი დოლარის გადახდაა.

სასამართლომ დონალდ სტერლინგის აპელაცია არ დააკმაყოფილა

ოთხშაბათს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ უკვე ყოფილი მფლობელის დონალდ სტერლინგის სააპელაციო სასამართო შედგა, რომელზეც მილაირდერი „მაიკროსოფტის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის სტივ ბალმერისთვის კლუბის ორ მილიარდ აშშ-ს დოლარად გაყიდვას აპროტესტებდა.

საბოლოოდ, მოსამართლემ სტერლინგის აპელაცია არ დააკმაყოფილა. მისთვის ეს კალიფორნიული კლუბის დაბრუნების ბოლო შანსი იყო.

სამშაბათს „კლიპერსის“ ოფიციალურად ბალმერისთვის გაყიდვის შემდეგ რამდენიმე საათში სტერლინგმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ რასისტული განცხადებისთვის ლიგამ ბიზნესმენს სამუდამო დისკვალფიკაცია დაუწესა.

„კლიპერსი“ ახალ სეზონს 30 ოქტომბერს დაიწყებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონს 30 ოქტომბერს „ოკლაჰომა-სიტი თანდერთან“ მატჩით დაიწყებს, რის შესახებაც „Los Angeles Times“-ის ჟურნალისტი ბრედ თერნერი იტყობინება.

განვლილი სეზონის პლეიოფში ეს ორი გუნდი ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში შეხვდა. სერია ოკლაჰომელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

2014/15 წლების სეზონის სრული განრიგი ოთხშაბათს გამოქვეყნდება.

ზურგის ტრავმა გრიფინს ვარჯიშში ხელს არ უშლის

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა აღიარა, რომ ზურგის ტრავმა, რომლის გამოც იგი მსოფლიო ჩემპიოანტს გამოტოვებს, მას ვარჯიშში ხელს არ უშლის.

„მოტეხილობა ძალიან მცირეა. შემიძლია ის გავაკეთ, რისი გაკეთებაც აქამდე შემეძლო. უბრალოდ, ყოველდღიურ ვარჯიშს გვიან დავიწყებ.

ტრავმის გართულება არ მინდა, ამიტომაც „კლიპერსთან“ ერთად მოვემზადები. თუ სხვებზე ადრე დავიწყებ თამაშს, მდგომარეობას გავირთულებ. ასეთ რისკზე წასვლა არ შემიძლია“, – განუცხადა ბლეიკმა „The Los Angeles Times“-ს.

დონალდ სტერლინგმა სასამართლო წააგო

ლოს-ანჯელესის უმაღლესმა სასამართლოს „კლიპერსის“ მფლობელის დონალდ სტერლინგის მეუღლეს კლუბის გაყიდვის უფლება მისცა.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაგების შემდეგ შელი სტერლინგმა ცრემლები ვერ შეიკავა: „ქალაქისთვის, ლიგისთვისა და ჩემი ოჯახისთვის ასე უკეთესი იქნება. „კლიპერსის“ მატჩების სანახავად შემდეგ სეზონში აუცილებლად მოდით“.

შეგახსენებთ, რომ რასისტული განცხადების შემდეგ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა სტერლინგს სამუდამო დისკვალიფიკაცია დააკისრა. შემდგომ, ივნისის დასაწყისში, შელი სტერლინგმა „მაიკროსოფთის“ ყოფილ გენერალურ დირექტორთან სტილ ბალმერთან 2-მილიონიან შეთანხმებას მიაღწია, რისი წინააღმდეგიც თავად დონალდ სტერლინგი აღმოჩნდა. შედეგად, მილიარდერმა მეუღლეს სასამართლოში უჩივლა.

სარჩელში სტერლინგმა მეუღლესა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომიის ხელმძღვანელ ადამ სილვერს ფინანსურ მაქინაციებში დასდო ბრალი. მილიარდერმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ერთადერთი მფლობელია და გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ მას აქვს. თუმცა მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ დონალდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კლუბით მართვის უფლება შელისაც მიეცა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ წინასწარია და ძალაში 13 აგვისტოდან შევა. შელი სტერლინგისა და სტივ ბალმერის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა 15 აგვისტომდე მოგვარდება.

სასამართოს გადაწყვეტილებით, აპელაციის მიუხედავად, სტერლინგს კლუბის გაყიდვაში ჩარევის უფლება აღარ აქვს.