ჟოზე მოურინო ამერიკაში, მისი საყვარელი გუნდის თამაშზე დააფიქსირეს

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო ამერიკაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, სადაც ის თავისი საყვარელი გუნდის თამაშს ადევნებდა თვალს.

პორტუგალიელი, რომელიც დეკემბრის შემდგომ თავისუფალია “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” თამაშს ადევნებდა თვალს, რომელშიც ლოს-ანჯელესის გუნდი “ფინიქს სანსთან” დამარცხდა, ანგარიშით 90-95.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას, სადაც ამჟამად ჰოლანდიელი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მუშაობს.

კობი ბრაიანტს ყველა დარჩენილ მატჩში თამაში სურს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა, რომელსაც მარჯვენა მხარი აწუხებს, რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ თვრამეტ მატჩში მონაწილეობის მიღება ისურვა.

„გოლდენ სტეიტთან“ მოგებული მატჩს წინ (112:95), ბრაიანტმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 გამოტოვა. „უორიორსთან“ შეხვესდრაში მან სათამაშო დროის 24 წუთში 12 ქულა და 3 პასი მიითვლა.

„არ ვიცი, მოედანზე კიდევ რამდენჯერ გამოვალ. იმედია, ყველა დარჩენილ მატჩში ვითამაშებ. მესმის, რომ სავარაუდოდ ასეც იქნება, მაგრამ მაინც…

დღეს ტკივილი ჯერ კიდევ მაწუხებდა, მაგრამ, ჯამში, ჩემი მხრის მდგომარეობა სტაბილური იყო. ასეთ სიტუაციაში გამოვდივარ და ვთამაშობ“, – ციტირებს ბრიანატმს ESPN.com.

ბრაიანტი ჩაგდებული 3-ქულიანების რაოდენობით მე-11 ადგილზე ავიდა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი ოთხშაბათს ეროვნული სკაალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ჩაგდებული სამქულიანების მაჩვენებლით მე-11 ადგილზე გავიდა, რის შესახებაც კალიფორნიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

„მემფის გრიზლისთან“ ანგარიშით 119:128 წაგებულ შეხვედრაში კობიმ ორი შორეული სროლა ჩააგდო და ამით მისი კარიეურლი მაჩვენებელი 1789-ს გაუტოლდა (მატჩში, საშუალოდ, 1,3 ქულა). ამით „შავმა მამბამ“ რაშარდ ლიუსისს გაუსწრო, რომელმაც 1787 მოხსნა მიითვალა და მე-11 ადგილზე ავიდა.

ამჟამად მე-10 ადგილს 1797 სამქულიანი ჩაგდებით ჯო ჯონსონი იკავებს.

„ლეიკერსმა“ ზედიზედ მეათედ წააგო და კლუბის ანტირეკორდი გაიმეორა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ რეგულარული ჩემოპიონატის მორიგ მატჩში „შარლოტ ბობკეტსთან“ ანგარიშით 82:101 დამარცხდა. კალიფორნიული კლუბისთვის ეს ზედიზედ მეათე მარცხი გახდა, რითიც სკოტის გუნდმა კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი გაიმეორა.

აქამდე ზედიზედ ათი მატჩი „ლეიკერსს“ 1994 წელს წაუგია.

ზედიზედ მესამე სეზონია, „ლეიკერსი“ რეგულარულ ჩემპიონატს დადებით ბალანსით ვერ ასრულებს. ამჟამად მმისი აჩვენებელი 9 მოგებასა და 41 წაგებას შეადგენს. ბოლოს კალიფორნიელებმა ზედიზედ მესამე სეზონი 1961 წელს ჩააგდეს.

სკოტი: „გულშემატკივრებს ჩვენი კრიტიკის უფლება აქვთ“

„ჩიკაგო ბულზთან“ მარცხის შემდეგ „ლოს-ანჯელეს ლეიეკრსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა გულშემტკივართა კრიტიკა სამართლიანად მიიჩნია.

„ჩიკაგოსთან“ მატჩის ბოლოს გულშემატკივრების ჩვენ მიმართ სტვენა კარგად მესმოდა. ეს მოთამაშეებმაც კარგად გაიგონეს. გულშემატკივრებს ასეთი რეაქციის უფლება აქვთ“, – ციტირებს სკოტს ESPN.

შეგახსენებთ, რომ „ხარებთან“ ანგარიშით 91:114 მარცხი კალიფორნიელთათვის მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მერვეა.

„ლეიკერსმა“ მიმდინარე სეზონში პირველად ზედიზედ ორი მატჩი მოიგო

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ ეროვნული საკალათბუროთ ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ფილადელფია სიქსერსი“ ანგარიშით 93:84 დაამარცხა. წინა ტურში კალიფორნიელებმა „ბოსტონ სელტიკსს“ სძლიეს, შესაბამისად, მიმდინარე სეზონში პირველად ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიმარჯვეს.

სათქმელია, რომ კობი ბრაიანტის გარეშე „ლეიკერსმა“ ამ სეზონში პირველად მოიგო.

„ფილადლეფიასთან“ მოგებაში დიდი წვლილი ლუ უილიამსმა და ჯორდან კლარკსონმა შეიტანეს, რომლებმაც, შესაბამისად, 24 და 19 ქულა დააგროვეს.

კობი ბრაიანტს მარჯვენა მუხლის ტკივილი აწუხებს

როგორც ESPN.com. იტყობინება, ბოლო დროს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი მარჯვენა მუხლში დისკომფორტს გრძნობს.

ბრაიანტი „მემფის გრიზლისთან“ 96:112 წაგებული მატჩის გამოტოვებასთან ახლოს იყო, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრების თბილი მიღების შემდეგ თამაში გადაწყვიტა. 24 წუთში მისმა მონაგარმა 19 ქულა შეადგინა.

ბრაიანატს ასევე ორშაბათს „შარლოტ ბობკეტსთან“ თამაში სურს.

„სათამაშოდ მზად ვიქნები. ამ ქალაქში მხოლოდ ერთი მატჩი გველის, ასე რომ, მასში მონაწილეობას მივიღებ“, – განაცხადა კობიმ.

კობი ბრაიანტი: „მწვრთნელობას ან გენერალურ მენეჯერობას არ ვაპირებ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა კობი ბრაიანტმა ჯერ არ იცის, თუ რითი დაკავდება კარიერის დასრულების შემდეგ. ამავდროულად, კალიფორნიელთა ლეგენდა დარწმუნებულია, რომ მწვრთნელად არ იმუშავებს.

„გენერალურ მენეჯერად ან მწვრთნელად მუშაობას არ ვაპირებ. თუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დავრჩები, მაშინ, ეს მხოლოდ კლუბის აქციების შეძენასთან იქნება დაკავშირებული. ყოველდღიური საქმიანობით დაკავება ნამდვილად არ მსურს.

მეჯიკ ჯონსონი? მე და ის სხვადასხვა ტიპის ადამიანები ვართ. მთელი დღის განმავლობაში რამის მოყოლა და ღიმილი არ შემიძლია“, – ციტირებს „შავ მამბას“ „ლოს-ანჯელეს თაიმსი“.

ლებრონ ჯეიმსი: „სამწუხაროა, რომ კობი ბრაიანტს ფინალში ვერ შევხვდი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდას კობი ბრაიანტს არასდროს შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში „შავმა მამბამ“ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.

„ფანებისთვის ის ვერ გავაკეთე, რაც 2009 წელს უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, ამის ნახვა მთელ მსოფლიოს სურდა. მაშინ მან გულშემატკივართა წინ თავისი ვალი მოიხადა, მე კი – ვერა. ვერ ვიტან, რომ ეს ასე მოხდა“, – განაცხადა ლებრონმა.

2009/10 წლების რეგულარული სეზონი „კლივლენდმა“ მაჩვენებლით 66-16 დაასრულა, მის შემდეგ კი „ლეიკერსი“ მოდიოდა (65-17). პლეიოფის პირველ რაუნდში „კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზთან“ სერია 4-1 მოიგო, თუმცა შემდგომ ეტაპზე მოულოდნელად „ბოსტონ სელტიკსთან“ 2-4 დამარცხდა. იმ სეზონში „ლეიკერსი“ ფინალში გავიდა და საბოლოოდ პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგაც მოიგო.

ნოვიცკი: „ბრაიანტი ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომელიც ოდესმე შემხვედრია“

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიციმ „ლეიკერსის“ ლეგენდის კობი ბრაიანტის კალათბურთიდან წასვლას გამოეხმაურა.

„ეს გულდასაწყვეტია. ბევრი მებრძოლი, რომელიც 90-იანების დრაფტზე აირჩიეს, ნელ-ნელა მიდის. ნათელია, დასასრული ჩვენთვის ყველასთვის დგება. თუმცა, მიხარია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის დახმარებით ის ნაკლებ ტვირთს მიიღებს.

ჩემთვის კობი, შესაძლოა, ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომელიც შემხვდერია. ტიმ დანკანის, შაკილის და სხვების მსგავსი ადამიანები შემხვედრიან, მაგრამ კობი განსაკუთრებულია. ყოველთვის მისი დიდი ფანი ვიყავი. სამწუხაროა, რომ ყველანი ვბერდებით“, – ციტირებს ნოვიცკის ESPN.

კობი ბრაიანტმა სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა 2015/16 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.

„ამ თემაზე დიდი ხნის წინ ჩამოვყალიბდი. სიმართლე რომ გითხრათ, თავს კარგვად ვგრძნობ. მშვიდად ვარ, ამას შევეგუე.

მედიტაციის დროს, ასეა თუ ისე, ჩემი გონება კალათბურთს უბრუნდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ეს ნაკლებად ხდებოდა. ჩემთვის მსგავსი შემხვევა პირველი ნიშანი იყო. თუ თამაშის დიდი სურვილი მექნებოდა, კარიერა გავაგრძელებდი.

კალათბურთიდან ამ მომენტში წასვლის ვარიანტი არ განიხილება. მთლიანი სეზონის ჩატარება მსურს.

ჩემთვის 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დიდი პატივი იქნებოდა. ამის მიხუედავად, ამ მიზანზე ორიენტირებული არ ვარ, რაც იქნება, იქნება.

მაიკლ ჯორდანი ერთ-ერთ პირველი იყო, ვინც ზაფხულში ჩემი გეგმების შესახებ გაიგო. მისი რეაქცია? ჯორდანმა მითხრა: „უბრალოდ, ამით დატკბი“, – ციტირებს „შავ მამბას“ „Bleacher Report“-ი.

კობი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზია ჩემპიონია. გარდა ამისა, ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიცაა და ერთ გუნდში ეროვნულ საკალათბუერთო ასოციაციაში ჩატარებული სეზონის მაჩვენებლით რეკორდსმენია – ჯამში, „ლეიკერსში“ მას 20 სეზონი დაუგროვდა.

მიმდინარე სეზონში „შავი მამბას“ საშუალო მაჩვენებელი სათამაშო დროის 31 წუთში 15,6 ქულას, 3,6 მოხსნასა დ 1 ჩაჭრას შეადგენს.

„კობი ბრაიანტი კალათბურთიდან ახლავე უნდა წავიდეს“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა კალათბურთელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „ლოს-ანჯელეს თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლეიკერსის“ ლიდერმა კობი ბრაიანტმა, სჯობს, კარიერა ახლავე დაასრულოს.

„ასეთი კობის ხილვა არ მსურს. ახლა ის იმ ადამიანად იქცა, რომელსაც მოედანზე საერთოდ ვერაფერი გამოსცდის. მას დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი აქვს – ყველასთვის ის ლეგენდარულ მოთამაშედ დარჩენა. ვიცი, რომ მოქმედი კონტრაქტით, მან ამ სეზონში 25 მილიონი დოლარი უნდა მიითოს, მაგრამ კობი ახლავე უნდა წავიდეს. მასში კალათბურთი აღარ დარჩა“, – თვლის ექს-კალათბურთელი.