ლუის სუარესი: “დანებებას არ ვაპირებთ”

კატალონიური “ბარსელონას” ურუგვაელი ფორვარდი, ლუის სუარესი “პარის სენ-ჟერმენთან”, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში განცდილი სასტიკი მარცხის (4-0) მიუხედავად, დანებებას არ აპირებს.

“თუ კლუბის ისტორიის შექმნა გვსურს, მაშინ ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ორმატჩიანი დაპირისპირება ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.

ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს წარმოვადგენთ. ვის შეუძლია მსგავსი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, თუ არა “ბარსელონას”?

რაც შეეხება მარცხს, ეს არა მარტო ლუის ენრიკეს, არამედ მთელი გუნდის ბრალია. პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ.”

რეალური მიზეზი: რატომ არ დაესწრო ლუის სუარესი FIFA-ს დაჯილდოებას?

9 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიაზე გამოვლინდა წლის სიმბოლური გუნდი, საუკეთესო ფეხბურთელი და სხვა.

საგულისხმოა, რომ წლის საუეკეთესო თერთმეტეულში სამი “ბარსელონელი” მოხვდა. მიუხედავად ამისა, 9 იანვარს, ციურიხში არცერთი მათგანი არ იმყოფებოდა. ამის მიზეზი კი, როგორც კლუბის ოფიიალურ განცხადებაში ეწერა, ის სამზაადისი იყო, რომელიც “ბარსელონას” სამეფო თასის მატჩისთვის (“ატლეტიკის” წინააღმდეგ) ჰქონდა.

არგენტინულმა გამოცემამ, La Nación-მა გაარკვია, რომ ლუის სუარესმა სულ სხვა მიზეზით გამოტოვა დაჯილდოების ცერემონია. ირკვევა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი კვლავ ნაწყენია FIFA-ზე იმ სანქციის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციამ “ბარსელონას” სპორტსმენს კიელინისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკისრა. მაშინ სუარესს მთელი სამი თვით უქმობა მოუწია.

აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოებაზე ნაჩვენებ ფოტოს. ერთ განსხვავებას ლუისსა და სხვა მოთამაშეებს შორის მარტივად შეამჩნევთ.

გადაწყდა: გაახანგრძლივებს თუ არა სუარესი?

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ ურუგვაულ რადიოში მიიწვიეს, სადაც მან კლუბში არსებულ სიტუაციაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ერთ-ერთ მომენტში ესპანელს ლუის სუარესზე დაუსვეს კითხვა, მან უპასუხა: “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი საშობაო საჩუქარი გვაქვს. ხელმძღვანელობასა და ურუგვაელ ფეხბურთელს შორის თითქმის დასრულდა მოლაპარაკება. სუარესი აუცილებლად გაახანგრძლივებს უახლოეს მომავალში კონტრაქტს,” – განაცხადა ბართომეუმ.

სუარესი: “ბარსელონამ” “რეალს” აჯობა”

დღეს პრიმერა დივიზიონის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში “ბარსელონამ” და “რეალმა” ფრედ (1-1) ითამაშა. გოლების ავტორები ლუის სუარესი და სერხიო რამოსი გახდნენ.

შეხვედრის შემდეგ “ბარსას” თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ლუის სუარესი: “არ ვიცი, დამწუხრებული ვარ, თუ არა. ვიცოდით, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობდით, სადაც ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა წარმატების მისაღწევად.”

“ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ, თუ წარმატების მიღწევა გინდა, ისინი უნდა გამოიყენო კიდეც.”

“ვფიქრობ, ჩვენ მეტოქეზე ძლიერები ვიყავით. რას ვიზამთ, ეს რეალობაა,  მას თვალი უნდა გაუსწოროთ. ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს,” – განაცხადა სუარესმა.

როგორი თხოვნით მიმართა ლუის სუარესმა ჯეიმი ვარდის პრე-სეზონის დროს?

ჯეიმი ვარდიმ პრესასთან საუბრისას გაამხილა, რომ “ბარსელონასა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა მას მაისური სთხოვა.

“ბარსელონას” ვეთამაშებოდით და ვიცოდი, რომ ყველა ფეხბურთელი ეცდებოდა მათთვის მაისურის გამორთმევას, ამიტომაცა არავისთვის არ მითხოვია მაისურის გაცვლა.

შესვენებიდან დაბრუნებულს კი ლუის სუარესი შემხვდა, რომელმაც მკითხა, ჩემი მაისურის მისთვის მიცემა თუ შემეძლო.” – განაცხადა ინგლისის ჩემპიონმა.

სუარესი: “ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა!”

დღეს “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “სელტიკი” 7-0 გაანადგურა. დუბლის შესრულება მოახერხა ლუის სუარესმა, რომელმაც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი გამარჯვებით და იმით, რომ 2 გოლი გავიტანე. ალბათ, რთული იქნება იმ ინდივიდუალური შედეგის განმეორება, რასაც, გოლების მხრივ, წინა სეზონში მივაღწიე. ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა!” – განაცხადა სუარესმა.

როგორ გადაუხადა სამაგიერო ლუის სუარესმა არდა თურანს (ვიდეო)

ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართული მატჩი ლუის სუარესის კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა.

ესპანურმა გამოცემამ საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გადაუხადა სამაგიერო არდა თურანს ლუის სუარესმა.

პირველი ტაიმის მიწურულს, არდა თურანმა ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფ ლუისს პასი არ გაუკეთა, რამაც ურუგვაელი ძალიან გაანაწყენა. მეორე ტაიმში კი თავად სუარესმა არ გაუკეთა საგოლე გადაცემა თურქ ფეხბურთელს.

იხილეთ ვიდეო:

Daily Mirror: პეპის “სიტი” ტონი კროოსსა და ლუის სუარესზე ნადირობს

Daily Mirror-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლა მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის, ტონი კროოსის გადაბირებას აპირებს. ამასთანავე, “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცი არ აპირებს თავი დაანებოს ოცნებას, ლუის სუარესის უკან, პრემიერ ლიგაში დაბრუნების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა მანჩესტერში მოსვლის შემდეგ უკვე განახორციელა ორი დიდი ტრანსფერი – მან 13.5 მილიონ ფუნტად შეისყიდა ნოლიტო და “დორტმუნდიდან” გადაიბირა ილკაი გიუნდოგანი.

თუმცა, “სიტის” ჯერ არ განუხორციელებია ისეთი ტრანსფერი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატანის გადასვლის საპასუხო იქნება. სუარესის, ან კროოსის გადაბირება ამ მდგომარეობას თავისუფლად შეცვლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტონი კროოსმა უკვე ითამაშა ერთი სეზონი პეპის მეთვალყურეობის ქვეშ – როცა ის “ბაიერნში” იყო. თუმცა, შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მადრიდის “რეალში” გადაწყვიტა გადასვლა (21.5 მილიონ ფუნტად).

41

მართალია, რომ მისი ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვამდე 4 წელია დარჩენილი, თუმცა 63 მილიონ ფუნტს ამ ხარვეზის გამოსწორებაც შეუძლია.

რაც შეეხება ლუის სუარესის ვარიანტს – გვარდიოლა კარგა ხანია, რაც ურუგვაელი ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუის სუარესის წარმომადგენელი, პერე პეპ გვარდიოლას ძმა არის. ურუგვაელის გადაბირება ინგლისელებს 85 მილიონ ფუნტად შეეძლებათ. ეს 20 მილიონი ფუნტით მეტია იმ თანხაზე, რაც ბარსელონელებმა თავის დროზე “ლივერპულს” გადაუხადეს.

წყაროს ცნობით, სუარესის ოჯახს ესპანეთის დატოვების და ინგლისში დაბრუნების შესაძლებლობა საკმაოდ კარგ ვარიანტად მიაჩნიათ.

ლუის სუარესი ურუგვაელებს გახსნით მატჩში ვერ დაეხმარება

ურუგვაის ეროვნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კოპა ამერიკის გახსნით მატჩში ურუგვაელებს ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.

“ლუის სუარესის თამაში გამორიცხულია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა მატჩისწინა კონფერენციაზე. “ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გვაკვირებს რეაბილიტაციის მხრივ, მაგრამ ჯერ ის მზად არ არის.”

შეგახსენებთ, რომ სუარესმა დაზიანება ორი კვირის წინ, კოპა დელ რეის ფინალში მიიღო, როდესაც “ბარსელონა” ესპანურ “სევილიას” ეთამაშებოდა.

29 წლის ფორვარდი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ტაბარესი მის გარისკვას არ აპირებს და მანამ არ გამოიყვანს მოედანზე, სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება.

ურუგვაი კოპა ამერიკის პირველ მატჩს მექსიკელთა წინააღმდეგ, ხვალ თბილისის დროით 04:00-ზე ჩაატარებს.

ესპანეთში მაისის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელეს

კატალონიური “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, რომელიც ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 40 გატანილი გოლით, ლა ლიგის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ლუის ენრიკე კი, რომლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმაც ესპანეთის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა, თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავარადნის შემდეგ (ზედიზედ 3 მარცხი ლა ლიგაში), “ბარსელონამ” ზედიზედ 5 მატჩის მოგება მოახერხა (საერთო ანგარიშით 24:0), რამაც ჩემპიონობა მოაპოვებინა.

GettyImages-516713184

ლუკა ტონი: “იგუაინი სუარესზე უფრო ძლიერია”

ლუკა ტონის აზრით, “ნაპოლის” რეკორდსმენმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლუის სუარესსზე უკეთესი ფორვარდია.

“ვფიქრობ, რომ იგუაინმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია. მან გასაოცარი რამ გააკეთა, თანაც მას ყველა მატჩში არც მიუღია მონაწილეობა.

გონსალო სხვა პლანეტიდან არის მოსული. ჩემთვის, ის ლუის სუარესზე უფრო ძლიერი ფეხბურთელია.” – განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.

მიუხედავად იგაუინის შესანიშნავი ფორმისა, “ნაპოლი” მაინც ცდილობს ზლატანის გადაბირებას. ტონიმ კომენტარი ამაზეც გააკეთა: “ნაპოლისთვის” იბრაჰიმოვიჩის გადაბირება ძალიან რთული იქნება.”

“სუარესს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მას თითების გარეშე დათვლაც კი არ შეუძლია”

ლუის სუარესის ყოფილი აგენტი, დანიელ ფონსეკა საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს კატალონიური კლუბის ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ, რომელსაც მისი თქმით ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Monte Carlo Tv-სთან ინტერვიუში სუარესმა მედიას გაუმჟღავნა, რომ მის აგენტს “გრონინგემიდან” “ნაციონალში” გადასვლის დღიდან (2006) მისი ვალი აქვს – საუბარია კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 20 პროცენტზე.

თუმცა ფონესკამ ყველაფერი უარყო:”ის იტყუება, სუარესი არის ერთი ბიჭი, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს.

სუარესი კვლავ დადის ფსიქოლოგთან, თუმცა როგორც ჩანს პროგრესი იგვიანებს. ფსიქოლოგი უნდა შეიცვალოს ან საერთოდ ფსიქიატრთან ჩაეწეროს. დათვლისთვის თითებს იყენებს, მიმატებაც არ შეუძლია.”

სუარესმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი აგენტის თანახმად მისთვის “ნაციონალს” თვეში 30 000 უნდა გადაეხადა, რის სანაცვლოდ ის მხოლოდ 10 ათასს იღებდა.