მოდრიჩმა და რონალდუმ “რეალის” ვარჯიშზე წაიკამათეს (ვიდეო)

ლუკა მოდრიჩმა და კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” ერთ-ერთ ვარჯიშზე წაიკამთეს. საბოლოოდ “გამარჯვებული” ლუკა მოდრიჩი გამოვიდა, რომელმაც პორტუგალიელს დაუმტკიცა, რომ ბურთის თამაშში შენარჩუნება მოახერხა.

მოდრიჩი: „ეს წაგება უფრო ძლიერ გუნდად გაგვხდის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „შალკესთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შეაჯამა.

„გამართლებას არ ვაპირებ. ჩვენ იმ დონეზე უნდა დავრუნდეთ, რომელზეც სეზონი დავიწყეთ. „რეალს“ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ვფიქრობ, შემდეგ მატჩში უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით.

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ვფიქრობ, ეს მატჩი უფრო ძლიერ გუნდად გაგვხდის“, – განაცხადა ხორვატმა შუახაზელმა.

გუტი: “არ მჯერა, რომ რეალის ახალგაზრდულ გუნდში მოდრიჩისა და ხამესის მსგავსი ფეხბურთელები არ არიან”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ხოსე მარია გუტიმ გუნდის ასპარეზობასთან დაკავშირებით ისაუბრა და “შამეფო კლუბის” საკუთარი აღზრდილების მიმართ არსებული დამოკიდებულება გააკრიტიკა.

“ამჟამად, “რეალი” სათანადო დონეზე ვერ გამოიყურება, მე კი მსურს, რომ გუნდმა საუცხოოდ წარმოაჩინოს თავი ძლიერ მეტოქეებთან და მოედანზე დომინირებდეს. ახლა, “რეალს” არ შეუძლია ჩართოს მეხუთე სიჩქარე, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში ხდებოდა. ასე რომ, გრანდებთან მატჩებში, რომლებიც ბურთის ფლობისკენ იხრებიან, მადრიდელებს ძალიან გაუჭირდებათ”.

“ანჩელოტის გუნდი ზედმეტად სწორხაზოვნად მოქმედებს. ნახევარმცველებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც ძნელად ვუწოდებ კრეატიულებს. აშკარად ეტყობა გუნდს ლუკა მოდრიჩის, ხამეს როდრიგესის, ასიერ ილარამენდისა და ლუკას სილვას არყოფნა”.

“არ მჯერა, რომ ახალგაზრდულ გუნდში მოდრიჩისა და ხამესის მსავსი მახასიათებლების ფეხბურთელები არ მოიძებნებიან. ვალდებულები ვართ, მეტი ნდობა გამოვუცადოთ ახალგაზრდებს და მხოლოდ ლეგიონერების იმედად არ ვიყოთ,”-ამბობს გუტი.

ლუკა მოდრიჩის კარიერის სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებსა ლუკა მოდრიჩის გვერდით უთამაშიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

დიეგო ლოპესი

1366710853_1

დარიო სრნა

croped_pxl_191113_6944975

სერხიო რამოსი

Sergio Ramos Luka Modric Real Madrid

ლედლი კინგი

4westham0812_650x639

მარსელო

ENTRENAMIENTO

ჩაბი ალონსო

1392377427_extras_noticia_foton_7_1

ივან რაკიტიჩი

pa-17522532

ანხელ დი მარია

Real Madrid CF v Real Valladolid CF - La Liga

კრიშტიანო რონალდუ

51b375e5c2a4e63350

გარეტ ბეილი

article-2629159-1D26C6BE00000578-173_634x409

კარიმ ბენზემა

Karim-Benzema_-Luka-Modric-new

jeYiXXP

მოდრიჩი ვარჯიშს დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშს დაუბრუნდა.

ვარჯიშის ფოტოები გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 29 წლის ფეხბურთელი სრული დატვირთვით არ ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ლუკამ დაზიანების გამო სამი თვე გამოტოვა. მან ტრავმა ნოემბერში, ხორვატიასა და იტალიას შორის გამართულ მატჩში(1-1) მიიღო.

გუნდის ლაზარეთში კვლავ რჩებიან სერხიო რამოსი, სამი ხედირა, ხამეს როდრიგესი და ფაბიო კოენტრაო.

მოდრიჩი: „კოვაჩიჩი „ინტერზე“ უკეთეს გუნდს იმსახურებს“

მადრიდის „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თანამემამულე მატეო კოვაჩიჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი „ინტერზე“ უკეთეს გუნდში უნდა გამოდიოდეს.

„რეალში“ კოვაჩიჩის შესახებ ხშირად მეკითხებიან. ეს ფეხბურთელი ფენომენალური ნიჭის პატრონია და ერთ მშვენიერ დღეს იგი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, „ინტერი“ დიდი კლუბია, მაგრამ მატეო უფრო დიდებულ გუნდში ითამაშებს“, – განაცხადა მოდრიჩმა.

მოდრიჩი: “რეალი ჩემს გარეშეც კარგად თამაშობს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, საკუთარი თანაგუნდელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რეალი ჩემს გარეშეძ კარგად თამაშობს. წარმატების მთავარი მიზეზი კი ჩვენი მოთამაშეები მაღალი საშემსრულებლო ოსტატობაა. დარწმუნეული ვარ, რომ მომავალში ასე გავაგრძელებთ” – განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, ხორვატი ნახევარმცველი საკუთარ გუნდს 16 ნოემბერს სანაკრებო მატჩშის დროს მიღებული ტრავმის გამო ვერ ეხმარება. მადრიდში მის დაბრუნებას თებერვლის შუა რიცხვებამდე ელიან.

მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის 2014 წლის საუკეესო ფეხბურთელად დაასახელეს.

Vecernji list-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 29 წლის ფეხბურთელმა 109 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი გავიდა (96), მესამე პოზიცია კი “ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა დაიკავა (82).

ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მეოთხედ მოიგო (2007, 2008, 2011 და 2014 წლებში).

 

მოდრიჩის დაბრუნების თარიღი ცნობილია

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერის, ლუკა მოდრიჩის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია.

შეგახსენებთ, ხორვატმა ტრავმა ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით აღსადგენად მოდრიჩს სამი თვე დასჭირდებოდა. თუმცა, ესპანური პრესის ცნობით, ლუკას სარეაბილიტაციო პერიოდი მოსალოდნელზე უკეთესად მიმდინარეობს. სავარაუდდ, ნახევარმცველი მოედანს იანვრის ბოლოს დაუბრუნდება.

29 წლის მოდრიჩმდა მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მოდრიჩი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მადრიდის “რეალის” წამყვანი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, სანაკრებო მატჩში მიღებული ტრავმის მკურნალობას აგრძელებს.

“სამეფო კლუბის” მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ლუკას სარეაბილიტაციო კურსის სისწრაფით კმაყოფილია. მოსალოდნელია, რომ ხორვატი შუახაზელი სრულფასოვან ვარჯიშებს იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს და მოედანზე დასაბრუნებლად მოემზადება.

ლუკამ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი შეასრულა.

მოდრიჩი ინოვაციური პროგრამით იმკურნალებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც გასულ კვირას მძიმე ტრავმა მიიღო, ვიგოში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეციალისტთან მკურნალობის კურსს სპეციალური ინოვაციური პროგრამით გაივლის.

მადრიდულ კლუბში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კურსის წყალობით ხორვატი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები შემცირდება. საწყისი შეფასებებით, მოდრიჩი უახლოესი სამი თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

 

ლუკა მოდრიჩი: “დიაგნოზის გაგების დროს შოკში ვიყავი”

მოდრიდის “რეალის” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, 29 წლის მოთამაშე სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს.

“დამწუხრებული ვარ. დიაგნიზის გაგების შემდეგ შკში ვიყავი. ლაპარაკიც კი არ შემეძლო. მეგონა, რომ მხოლოდ ცოტა ხნით დავაკლდებოდი ჩემს გუნდს.

ანჩელოტიმ მითხრა, რომ ექიმებს ვუსმინო და არ ვიჩქარო. მოედანზე დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ” – განაცხადა მოდრიჩმა.