„მაიამი ჰიტმა“ ახალი სათამაშო ფორმა „Black Tie“ წარადგინა.
აღნიშნული ფორმით ფლორიდელები პირველად ოც იანვარს „ოკლაჰომა-სიტი თანდერთან“ შეხვედრაში ითამაშებენ.
„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა კრის ბოშმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში მისი გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ ცუდად თამაშობს.
„ბლეიზერსთან“ შეხვედრაში გასული სეზონის ფინალისტი 24 წუთის შემდეგ ხუთი ქულით იგებდა, თუმცა შემდგომ მესამე მეოთხედში ანგარიშით 16:33 დამარცხდა.
„ჩვენ ლიგის საუკეთესო გუდნთა ოთხეულში ვიქნებოდით, თუ პირველი მეოთხედის შემდეგ აღარ ვითამაშებდით. ჩვენი სატურნირო მაჩვენებელი ფანტასტიკური იყო“, – ციტირებს ბოშს „Sun Sentinel“-ი.
ორ დღეში ლებრონ ჯეიმსს 30 წელი შეუსურლდება. წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კალათბურთელის კარიერიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.
„მაიამი ჰიტის“ ერთ-ერთი ლიდერი კრის ბოშ, რომელმაც ბოლო შვიდი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.
30 წლის ფორვარდი რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებას გეგმავს, რათა თავის სრულ გამოჯანმრთელებაში დარწმუნდეს.
მიმდინარე სეზონში კრისმა ფლორიდელთა შემადგენლბოაში 23 შეხვედრა ჩაატარა, მისმა მონაგარმა კი 21,6 ქულა, 8,2 მოხსნა და 2,1 გადაცემა შეადგინა.
ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ფარგლებში ერთმანეთს „მაიამი ჰიტი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ დაუპირისპირდნენ.
პირველ რიგში, ეს შეხვედრა საინტერესო იმით იყო, რომ ლებრონ ჯეიმსი თავიყი ყოფილი გუნდის სათამაშო არენაზე დაბრუნდა.
აქვე წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ხსენებულ შეხვედრაში ლებრონისა და მისი ყოფილი გუნდის თბილი შეხვედრაა ასახული.
გამთეენიისას „Barclays Center“-ში „ბრუკლინ ნეტსსა“ და „მაიამი ჰიტს“ შორის გამართული მატჩი 31 წუთით სახურავის დაზიანების გამო შეწყდა, რის შესახებაც „ESPN New York“-ი იტყობინებბა.
აღნიშნული ეპიზოდი პირველი მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 47 წამით ადრე დაფიქსირდა.
მაიამიში მცხოვრები ცნობილი რეპერი რიკ როსი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონის შედეგის მიხედვით, „მაიამი ჰიტი“ „კლივლენდ კავალიერსზე“ უკეთესად ითამაშებს. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველთან იგი ას მილიონ დოლარზე საკამათოდ მზადაა.
„ამ სეზონს „კლივლენდზე“ მაღლა დავასრულებთ. ამაზე ასი ათასის დადებისთვის მზად ვარ“, – განაცხადა როსმა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „კლივლენდში“ „მაიამიდან“ ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა, რომელთან ერთადაც „ჰიტი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში ზედიზედ ოთხჯერ გავიდა
„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ჯოშ მაკრობერტსმა „ტორონტოსთან“ მატჩის ერთ-ერთი პაუზის დროს თავისი მაისური გახია.
მანამდე მაკრობერტსმა მეტოქესთან ორთაბრძოლა წააგო. ფლორიდელთა ახალწვეულმა ჯამში ხსენებულ შეხვედრაში რვა წუთის განმავლობაში ითამაშა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 107:102 მოიგო.
„მაიამი ჰიტის“ ხელმძღვანელობამ ცენტ კრის ჯონსონისა და უკანახაზელის რეჯი უილიამსის გაშვება გადაწყვიტა.
ჯონსონმა „ჰიტის“ მაისურით ერთი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა, რომელშიც სათამაშო დროის ექვს წუთში ერთ მოხსნით, ერთი გადაცემითა და ერთი ბლოკშოთით გამოირჩა.
რაც შეეხება უილიამსს, მას არც ერთ წინასასეზონო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„კლივლენდის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა რეი-დე-ჟანეიროში „მაიამისთან“ წინასასეზონო მატჩის დროს ერთი წამით დაივიწყა, რომ იგი „ჰიტის“ მოთამაშე აღარ არის და ნორის კოულს მეტოქის გაჩერებაში დაეხმარა.
ფორვარდმა მაიკლ ბიზლიმ „მემფისის“ სამწვრთნელო ბანაკი დატოვა და ჩინეთში გაემგზავრა, სადაც უახლოეს დროში „შანხაისთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ, თავად მოთამაშის აგენტზე დაყრდნობით, „იაჰუს“ მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი წერს.
2008 წლის დრაფტის მეორე ნომერმა ეროვნულ საკალათბურთ ასოციაციაში ექვსი სეზონი ჩაატარა. სხვადასხა წელს იგი „მაიამი ჰიტის“, „მინესოტა ტიმბერვულვზისა“ და „ფინიქს სანსის“ ფერებს იცავდა. განვლილ სეზონში „ჰიტის“ რიგებში ფორვარდის საშუალო მონაგარმა 7,9 ქულა და 3,1 მოხსნა შეადგინა.
„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „Forbes“-ის ძვირადღირებული სპორტსმენების ბრენდების რეიტინგში გოლფისტ ტაიგერ ვუდსს გადაუსწრო და პირველ პოზიციაზე დამკვიდრდა.
ჟურნალი 2014 წელს ლებრონის ბრენდის საფასურს სარეკლამო და სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე აფასებს. ჯამში ჯეიმსის ბრენდის ფასმა 37 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია.
საინტერესოა, რომ ხსენებული რეიტინგის მერვე ადგილზე „ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი იმყოფება, რომლის ბრენდიც 2013 წელთან შედარებით 4 მილიონით გაიაფდა და ამჟამად 15 მილიონს შეადგენს.