მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელი აუქციონზე გაიყიდება

ოქტომბრის შუა რიცხვებში აუქციონზე მაიკლ ჯორდანის ბოტასები გაიყიდება, რომლითაც მან ესპანეთის წინააღმდეგ 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში ითამაშა.

თავის დროზე ლეგენდარულმა კალათბურთელმა ამ ფეხსაცმელზე თავისი ხელმოწერაც დატოვა.

გარდა ამისა, ამ ფეხსაცმელით ჯორდანმა სამოყვარულო დონეზე თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა. მოგეხსენებათ, დრაფტზე მაიკლი მესამე ნომრად აირჩიეს და მან კარიერა „ჩიკაგო ბულზში“ დაიწყო.

nba_mjshoes_kh_600x400

მოთამაშეები, რომელთა კარიერა მაიკლ ჯორდანმა „გააფუჭა“

სპორტის ნებისმიერ სახეობაში ყოველთვის არსებობდნენ განსხვავებული ადამიანები, რომლებმაც თავისი მიღწევებით თავი არაერთ თაობას დაამახსოვრეს. კალათბურთში ასეთ მოთამაშეთა შორის ერთ-ერთი პირველი მაიკლ ჯორდანია, რომლის პერსონაც ზედმეტ წარდგენას ნამდვილად არ საჭიროებს.

გასაკვირი არ არის, რომ ამ სპორტსმენების ოსტატობის გამო არაერთი მათი კოლეგა და თანაგუნდელი ჩრდილის ქვეშ რჩება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას ვერ ახერხებს ან ამ „საუკეთესო სპორტსმენთან“ ბრძოლას აგებს. დღეს სწორედ მსგავს მაგალითებზე ვისაუბრებთ. უკვე ხსენებულ მაიკლ ჯორდანს შევეხებით და იმ კალათბურთელებს გავიხსენებთ, რომლებიც დიდებული 23 ნომერის პერიოდში თამაშობდნენ.

კვამე ბრაუნი

1

კვამე ბრაუნის კარიერას დიდებულს ნამდვილად ვერ ვუწეოდებთ. ეს კალათბურთელი „ვაშინგტონმა“ 2001 წლის დრაფტზე პირველი პიკით აირჩია. ასეა თუ ისე, შემდგომ მომხდარი კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სკოლის მოსწავლემ თავი ვერ გამოიჩინა მუდმივი ზეწოლა იყო. რეგულარული „დამცირებებით“ ჯორდანი ბრაუნისთვის მოტივაციის მიცემას ცდილობდა, თუმცა მის ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. საბოლოოდ, ახალგაზრდა ბიჭმა თავდაჯერებულობა დაკარგა.

პატრიკ იუინგი

patrick

იუინგს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ჯორჯ მაიკანის, ბილ რასელისა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის დონის ცენტრებს ადარებდნენ. ამის მიუხედავად, მან ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა და გულშემატკვირებს თავი მხოლოდ ერთ ფინალურ სერიაში თამაშით დაამახსოვრა, რომელშიც მისი გუნდი დამარცხდა.

ჯორდანი მას აჩრდილივით დასდევდა. „ნიქსის“ გზაზე ყოველთვის „ჩიკაგო ბულზი“ ჩნდებოდა, რომელიც ნიუ-იორკელებს ამარცხებდა. ასევე 1982 წელს ჯორდანის სროლამ ბოლო წამს მთელი ჯორჯთაუნი შოკში ჩაადგო. 1991 წელს კი, ლეგენდარულმა მაიკლმა თავისი ერთ-ერთი ცნობილი დანკი შეასრულა. გამოიცანით, ვინ ვერ შეძლო ააღნიშნულ ეპიზოდში მისი გაჩერება… დიახ, ეს სწორედ იუინგი იყო…

ჯონ სტოკტონი

john

ჯონ სტოკტონის გრძელი კარიერა ლოგიკურად იმით უნდა დასრულებულიყო, რომ ეს უკანასკვნელი პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდებოდა. თუმცა 19-წლიანი შრომის შემდეგ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის სახელი მხოლოდ იმ დიდებული კალათბურთელების სახელებს შორის დარჩა, რომლებმაც ოცნება ვერ აისრულეს. 1997/98 წლების სეზონში ტრიუმფისკენ მიმავალი „იუტა ჯაზი“ სწორედ მაიკლ ჯორდანმა შეაჩერა, რომელიც არავის დანდობას არ აპირებდა.

მაგსი ბოგზი

Bogss

მაგსი ბოგზი დიდებულ მოთამაშედ არ ითვლება, თუმცა თავის დროზე იგი მაინც ცნობილი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში იგი „შარლოტის“ ახალაგზრდული და ამბიციური გუნდის ერთ-ერთი წევრი გახდა.

1995 წელს „ჰორნეტსი“ პლეიოფში „ბულზს“ შეხვდა. სერიის მეხუთე მატჩის ბოლოს (რომლის დაწყებამდეც ანგარიში 2:2 იყო) „ჩიკაგო“ ერთი ქულით იგებდა. ბოგზი ბურთიანად მეტოქის ნახევარზე გადავიდა, სადაც მას მაიკლ ჯორდანი დახვდა, რომელმაც დაუყვირა: „ისროლე, არაფრის მაქნისო ჯუჯა“.

საბოლოოდ, შესაძლოა, ამის გამო ბოგზმა ის ეპიზოდი იმით დაასრულა, რომ ბურთი ფარს ააცილა. ლიგაში იგი კდიევ შვიდი წლის განმავლობაში იყო, თუმცა თავდაჯერებულაობა მას ნამდვილად აკლდა. როგორც მომავალში თავად მოთამაშემ გაიხსენა, ჯორდანთან მომხდარმა ეპიზოდმა მის კარიერას წერტილი დაუსვა.

შონ კემპი

shawn

შონ კემპის კარიერა ალკოჰოლმა, ნარკოტიკებმა და სიზარმაცემ გააფუჭეს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა, თუ 1996 წელს „სიეტლი“ ფინალში მაიკლ ჯორდანის გუნდს არ შეხვედროდა. მაშინ „სუპერსონიკსმა“ 64 მატჩი მოიგო და ტიტულის მოგებას ნამდვილად იმსახურებდა. თუმცა „ხარების“ შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იყო, გუნდმა 72 მატჩი მოიგო და, საბოლოოდ, გადამწყვეტი სერიის მოგება მეტოქეზე მეტად დაიმსახურა.

ტესტს „სონიკსმა“ ვერ გაუძლო და დამარცხდა, კემპი კი, სულ სხვა გზით წავიდა. შესაძლოა, იგი დღემდე ფიქრობს, თუ რა მოხდებოდა, ყველაფერი სხვაგვარად რომ განვითარებულიყო…

კლაიდ დრეკსერი

კლაიდ დრეკსლერი

„კლაიდი პიკში 1992 წელს იყო, როდესაც „პორტლენდმა“ პლეიოფი წარმატებით დაძლია და ფინალურ სერიაში „ჩიკაგო ბულზს“ შეხვდა. იმ სერიის შედეგის გამოცნობა არც ისე ადვილი საქმე იყო. „პორტლენდს“ ტიტულის მოგების ნამდვილად კარგი შანსი ჰქონდა.

მაიკლი თუ კლაიდი? ვინ იყო საუკეთესო? სერიის პირველივე მატჩში ჯორდანმა ექვსი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ამ კითხვის ავტორებს პასუხი გასცა.

რეჯი მილერი

Miller

1991 წელს მილერმა, რომელიც ყოველთვის სკანდალური ინტერვიუებით გამოირჩეოდა, „ჩიკაგოს“ სუსტ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაიკლ ჯორდანს მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, რამეთუ ასე გუნდის აშენება რთულია.

საკუთარ სიტყვებზე პასუხი მილერმა მხოლოდ შვიდ წელიწადში აგო, როდესაც „ინდიანა პეისერსი“ „ჩიკაგო ბულზს“ დაუპირისპირდა. მაშინ მან თავისი ერთ-ერთი ცნობილი ბურთი ჩააგდო, როდესაც მეოთხე მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჯორდანს აჯობა და ბურთი კალათში განათავსა. მაშინ მილერის გუნდი მაინც დამარცხდა.

ერთადერთხელ რეჯი ფინალში უკვე ჯორდანის მეორედ წასვლის შემდეგ გავიდა.

გერი პეიტონი

Gary

გერი პეიტონის წარმატებული პერიოდი საკმაოდ მოკლე გამოდგა. გამთამაშებელს ვარსკვლავისა და სუპერმოთამაშის სტატუსით ლიგის მოგების შანსი ერთხელ ჰქონდა. 1996 წელს „სუპერსონიკსში“ ცვლილებების შემდეგ პეიტონმა წარმატებას ვერ მიაღწია. საბოლოოდ, იგი მეორეხარისხოვანი მოთამაშე გახდა…

კარლ მელოუნი

Carl

მელოუნს ლიგის მოგება ისე სურდა, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლასაც კი დათანხმდა. ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი, MVP-ს ორი წოდება, არნახული სტაბილურობა – ეს ყველაფერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებას მოუხდებოდა.

1998 წელს „იუტა ჯაზი“ წარმატებასთან ახლოს იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, „ჯეზმენებს“ ხელი ჯორდანმა და კომპანიამ შეუშალეს.

ჩარლზ ბარკლი

Charles

„ყოველთვის მეგონა, რომ კალათბურთს უკეთესად ვთამაშობდი. როდესაც ჯორდანმა მოგება დაიწყო, მომეჩვენა, რომ ეს მისი თანაგუნდელების კლასის გამო იყო. მაშინ კოტონ ფიტცსიმონსს ვუთხარი: „წელს ფინალურ სერიაში ვითამაშებთ. დენ მარლი, კევინ ჯონსონი და სხვები… ეს ისაა, რაც მჭირდება. ჩვენ ფინალში ვიქნებით“.

მან მიპასუხა: „კოტონ, ვფიქრობ, ჯორდანზე უკეთესი ვარ“.

პირველი მატჩის წინ ავნერვიულდით. ვერაფერი გამოგვდიოდა. მე ნორმალურად ვითამაშე, თუმცა, ვფიქრობ, სხვები ძალიან ღელავდნენ. და, აი, მეორე მატჩის წინ მე ჩემს ქალიშვილს ვესაუბრები:

– მამა, დღეს თქვენ მოიგებთ?
– საყვარელო, მამაშენი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია. დღეს ყველას ვაჯობებ

მახსოვს მაშინ 46 თუ 47 ქულა დავაგროვე. მაიკლს კი 52 ჰქონდა…

მე სახლში დავბრუნდი, სადაც ატირებული ქალიშვილი დამხვდა.

– მამა, თქვენ ისევ დამარცხდით
– იცი, ვფიქრობ, მაიკლ ჯორდანი მჯობნის
– მამა, შენ ასე არასდროს გითქვამს
– საყვარელო, აქამდე ასე არ ვფიქრობდი“.

1993 წელს ბარკლი მიხვდა, რომ ჯორდანი მას მოგების გემოს არ აგრძნობინებს და მაშინ ძლიერი თანაგუნდელების ძებნა დაიწყო, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ტიტულის გარეშე დარჩა.

ვინ გამოიწვია „ALS Ice Bucket Challenge“-ში მაიკლ ჯორდანმა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ, ამჟამად „შარლოტ ბობკეტსის“ მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა საქველმოქმედო აქცია „ALS Ice Bucket Challenge“-ში მიიღო მონაწილეობა და „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი ფილ ჯექსონი გამოიწვია.

კავაი ლენარდმა მაიკლ ჯორდანს აჯობა

„სან-ანტონიო სპურსის“ მოთამაშემ კავაი ლენარდმა სროლის სიზუსტის კონკურსში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდას მაიკლ ჯორდანს აჯობა.

მაიკლ ჯორდანის კარიერა შვიდწუთიან ვიდეოში

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდებია შესული.

მაიკლ ჯორდანი: „NBA-ში დისკრიმინაცია დაუშვებელია“

ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა, რომელიც ამჟამად „შარლოტ ბობკეტსის“ ერთ-ერთი მფლობელია, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის რასისტულ კომენტარს გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ამ ამბავს ორი კუთხით ვუყურებ – როგორც გუნდის მფლობელი და ყოფილი მოთამაშე.

როგორც კლუბის მფლობელისთვის, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც კოლეგას ასეთი შეურაცხმყოფელი აზრები აქვს. დარწმუნებული ვარ, ადამ სილვერი ყველაფერს გამოიძიებს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ყოფილი მოთამაშე, მე განრისხებული ვარ. არც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და არც სხვა ნებისმიერ ადგილას რასიზმი და დისკრიმინაცია არ უნდა იყოს. საწყენია, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ხდება, განსაკუთრებით კი ჩვენი დონის სპორტში. ლიგაში მოთამაშეთა უმრავლესობა აფროამერიკელია, მსგავსი რამ დაუშვებელია“, – ჯორდანის ეს სიტყვები NBA.com-ს მოჰყავს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტმა მაიკლ ჯორდანის შედეგი გაიმეორა

„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩში „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა 28 ქულა დააგროვა.

ამ შედეგით „თანდერის“ ლიდერს ზედიზედ ორმოც შეხვედრაში 25 ქულაზე ნაკლები არ დაუგროვებია.

ბოლოს მსგავსი შედეგი კი მაიკლ ჯორდანს 1986/1987 წელს ჰქონდა.

ცნობისთვის, „როკეტსთან“ მატჩი „თანდერმა“ 111:107 დათმო.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: „კობი ბრაიანტი და მაიკლ ჯორდანი ერთი დონის კალათბურთელები არიან“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამორჩეულ მოთამაშეზე კობი ბრაიანტზე ისაუბრა.

„კობი – ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. მისი ვინმესთან შედარება რთულია. საკალათბურთო ნიჭის მხვრივ მაიკლ ჯორდანთან ერთად იგი ერთ დონეზეა. აქ საუბარი მხოლოდ საკალათბურთო ნიჭზეა, რაც თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანია. ზუსტად ამიტომ, კობი იმ ორ კალათბურთელთა შორისაა, რომელსაც სწრაფად თამაში, სამქულიანების ჩაგდება, დანკები, დრიბლინგი და სხვა არანაკლებად მნიშვნელოვანი პლიუსები აქვს. ამ მხვრივ მაიკისგან იგი არაფრით განსხვავდება“, – განუცხადა „დურანტულამ“ „ლოს-ანჯელეს დეილი ნიუსს“.

ალექსანდრე მატევოსოვი

სკოტი პიპენი – ადამიანი-ორკესტრი

110115856_crop_650x440

დააკვირდით ამ სურათს… რას ხედავთ?

დიდი ალბათობით, პირველივე ნახვის შემდეგ უმეტესობამ მხოლოდ მაიკლ ჯორდანი შენიშნა. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო.

ახლა კი შემდეგი შეკითხვა – რამდენმა შენიშნა ჯორდანის უკან მდგომი სკოტი პიპენი? რამდენ ადამიანს გაახსენდა შტატ არკანზასში დაბადებული კალათბურთელი? თუ ამ სურათისთვის მცირე სათაურის მიცემა მოგიწევდათ, ერთ-ერთ ვარიანტებს შორის შესაძლოა „ფოკუსის მიღმა“, „მეორე რიგში მდგომი“ ან „მაიკლის ჩრდილში იქნებოდა“…

მაიკლ ჯორდანის ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ შედეგებს იგი მარტო ვერ მიაღწევდა. დამეთანხმებით, სამწუხაროა, როდესაც სხვა მოთამაშეების შესანიშნავ თამაშს ბევრი უბრალოდ ივიწყებს.

სანამ ქვების სროლას დამიწყებდეთ, გაიხსენეთ, რომ დიდი გამარჯვებები მაიკლმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთვნელ-მოტივატორის თავკაცობით მოიპოვა. როგორ შეიძლება იმის დავიწყებაც, რომ ღმერთმა ჯორდანს შესანიშნავი მეწყვილე აჩუქა? ყველა ბეტმენი თავის რობინს ვერ პოულობს. ჯორდანს კი ძალიან გაუმართლა, რისი წყალობითაც, იგი კალათბურთის ლეგენდად სამუდამოდ დარჩება.

Pippen's childwood

შესაძლოა, სკოტი პიპენის ცხოვრების ისტორიის წაკითხვის შემდეგ იტყვით: „ვერასდროს დავიჯერებ, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანი პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ისტორიაში შევიდა“.

სკოტი 1965 წლის 25 სექტემბერს არკანზასის შტატის პატარა და ბინძულ ქალაქ ჰამბურგში დაიბადა. იგი ეტელ და პრესტონ პიპენის თორმეტ შვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. რთული არ არის იმის გაგება, რომ ცხოვრებამ სკოტის მუშაობა თავიდანვე შაჩვია. ქაღალდის ქარხანაში მომუშვე პრესტონ პიპენმა 1971 წელს ინსულტი მიიღო. შედეგად, მუშაობის გაგრძელება მან ვერ მოახერხა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მის თორმეტ შვილს შორის კოლეჯში მხოლოდ ერთი მოხვდა – დანარჩენები კი სრული მნიშვნელობით არსებობისთვის იბრძოდნენ.

„როდესაც ვამბობ, რომ ღარიბები ვიყავით, მე ამ სიტყვას ყველაზე ცუდი მნიშვნელობით ვიყენებ. სანამ უფროსი ძმები დედას მაქსიმალურად ეხმარებოდნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ, მე დებსა და დაავადებულ ძმას ვუვლიდი. გარდა ამისა, ყურადღება მამაჩემსაც სჭირდებოდა“ – ბავშვობის წლების დაკარგვამ სკოტის ცხოვრებაზე გავლენა მომავალში მოახდინა. იგი ყოველთვის განიცდიდა, როდესაც სიტუაციის გაკონტროლება ძალიან რთული იყო. ამის ნათელი მაგალითი 1993 წელს ხორას გრანტის „ორლანდოში“ გადასვლაა, რაც პიპენისთვის ოჯახის წევრის დაკარგვას ნიშნავდა.

elite-daily-scottie-pippen-high-school

ადამიანები, რომლებიც მაშინდელი „ბულსის“ მენეჯმენტთან იყვნენ დაკავშირებულნი, ხშირად ამბობდნენ, რომ პიპენი პირველ რიგში არა გუნდის შედეგებზე, არამედ თავის კონტრაქზე ფიქრობდა. ამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმოდათ, თუ რა გადაიტანა სკოტიმ რამდენიმე წლის წინ. დიდი ალბათობით, ყველა, ვინც ასე ფიქრობდა, ამ ადამიანის მოედნის გარეთ ნახვის შემდეგ თავის აზრს შეიცვლიდა.

1990 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ სკოტის დედამ ეტელმა ჩიკაგოში გადასვლაზე უარი თქვა – მას არკანზასი ძალიან უყვარდა. იმავე წელს სკოტიმ თითქმის მთლიანი კვარტალი შეისყიდა, რათა დედამისს თავის მეგობრებთან და მეზობლებან ერთად თავი კომფორტულად ეგრძნო. ყოველ ზაფხულს პიპენი მშობლიურ შტატში ჩადიოდა, სადაც არკ ჯოუნსთან ერთად ადგილობრივი ბავშვებისთვის საკალათბურთო ბანაკს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, იგი ჯოუნსის ქალიშვილს ხშირად უვლიდა – გოგონას მძიმე დაავადება აწუხებდა, სკოტისთვის კი საიდუმლო არ იყო, თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი.

არჩი ჯოუნსი, რომელიც ამჟამად ცენტრალური არკანზასის საკალათბურთო პროგრამაზე მუშაობს, პიპენის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. სწორედ ამ ადამიანმა სკოტის სახით NBA-ს მომავალი ვარსკლავი აღზარდა. ეს ყველაფერი კოლეჯში ხდებოდა, რომელშიც სკოტი დიდი გაჭირვებით მოხვდა, რადგან მის ოჯახს სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. სტიპენდიაზე საუბარი არც კი შეიძლებოდა – მიუხედავად იმისა, რომ პიპენმა კოლეჯის გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა, სასწავლებლის ხელმძღვანელთა აზრით, განსაკუთრებული მას არაფერი გაუკეთებია. მაგრამ სკოლის მწვრთვნელი დონალდ უეინი ცენტრალური არკანზასის უნივერსიტეტის მაშინდელ თავკაცთან დონ დაიერთან მივიდა. ერთად მათ სკოტისთვის იმდენი გააკეთეს, რომ „ბულსის“ მომავალმა ვარსკლავმა სამუშაო გრანტი მიიღო, რომლის დახმარებთაც მას უნივერსიტეტში დარჩენა შეეძლო, სადაც იგი საფეხბურთო გუნდის მენეჯერის ფუნქციებს ასრულებდა.

საქმელია, რომ სკოტის მიზანი მაშინ საკმაოდ მოკრძალებული იყო – მას მენეჯმენტის სწავლა სურდა, რათა შემდგომ მენეჯერის პოზიციაზე იმ ქარხანაში ემუშავა, რომელშიც თავის დროზე მამამისი 24 საათის განმავლობაში ირჯებოდა.

tumblr_lic3a2c0qr1qbxp0io1_400

თუმცა კოლეჯში 202 სანტიმეტრამდე და 220 ფუნტამდე გაზრდილი პიპენი მოულოდნელად ადგილობრივ გუნდში ფორვარდის პოზიციაზე დასჭირდათ. ნელ-ნელა სკოტის თამაში ჯულუის ირვინგის მოქმედებებს ჰგავდა, რომელიც კალათბურთის თამაშს ასევე პოინტ-გარდის პოზიციაზე იწყებდა. სწავლის მეორე წელს პიპენის საშუალო მაჩვენებლი 18,5 ქულამდე და 9,2 მოხსნამდე გაიზარდა.

აღსანიშნავიია, რომ სკოტი ცენტრალური არკანზასის უნივერსიტეტის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდა, თუმცა ეს მისთვის უკვე დიდ შედეგად არ უნდა ითვლებოდეს. მაშინვე მას ყურადღება „ჩიკაგო ბულსმა“ მიაქცია, მისი თამაშის სანახავად გუნდის მაშინდელი სკაუტი ბილ მაკკინი გაგზავნეს. ეს უკანსკვნელი პიპენის შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რადგან, მისი აზრით, სკოტის ბევრი კონკურენტი სულაც არ ჰყავდა, ამიტომაც, სკაუტმა „ხარების“ ხელმძღვანელებს ახალგაზრდა მოთამაშის დრაფტის მეორე რაუნდში აყვანა ურჩვია.

კლუბის ხელმძღვანელი ჯერი კრაუზე კი ამბობდა, რომ სხვა მენეჯერებზე მეტი იცოდა. თუმცა შოუმ, რომელიც სკოტიმ ყველას 87 წლის დრაფტის წინ შესთავაზა, მისი აქციები ავტომატურად გაზარდა. მაშინ, კრაუზე ნიჭიერი კალათბურთელის აგენტს ჯიმ სეკსტონს დაუკავშირდა და მის კლიენტს ჰავაის კუნძულებზე დასვენება შესთავაზა. მისი მხრიდან ეს საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი იყო – „ხარების“ ხელმძღვანელი ფიქრობდა, იმ შემთხვევაში, თუ სკოტი დასასვენებლად წავიდოდა, სხვა კლუბები მას არასერიოზულ ადამიანად მიიჩვენდბებ, შესაბამისად, მისი აყვანის სურვილსაც დაკარგავდნენ. თუმცა პიპენის წარმომადგენელმა ამ ყველაფერზე უარი თქვა…

კრაუზე კი არ დანებდა! მის გუნდს 87 წლის დრაფტზე მერვე და მეცხრე პიკი ჰქონდა, თუმცა მას ესმოდა, რომ პიპენი, შესაძლოა, მერვე პიკამდე უკვე ვინმე სხვას აერჩია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ჩიკაგოელთა სასარგებლოდ დასრულდა.

ცხოვრებაში პირველად პიპენმა იგრძნო, რომ თავისი ოჯახისთვის რეალურად დიდი თანხის გამომუშავების შანსი გაუჩნდა. ამიტომაც „ბულსის“ მენეჯმენტს მან 6-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 5,1 მილიონი სთხოვა, რომელიც მიიღო კიდეც. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში კალთბურთელთა ხელფასები საგრძნობლად გაიზარდა, პიპენმა კი გაცილებით მეტი ფულის მიღების შანსი დაკარგა, ვინაიდან მას გრძელვადიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომელიც 91 წლამდე მოქმედებდა.

„სკოტის ფული არასდროს აინტერესებდა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ოჯახით კეთილდღეობა იყო. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მან არა მანქანის ყიდვაზე, არამედ ანგარიშის გახსნაზე დაიწყო საუბარი, რომელზეც ოჯახისთვის საჭირო თანხის გადარიცხვას აპირებდა“, – იხსენებს პიპენის აგენტი და მეგობარი ჯიმი სეკსტონი.

პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში პიპენი სწორედ ასე მოხვდა.

tumblr_mawv8ollr61qm9rypo1_1280

Jordan & Pippen

„ლეიკერსთან“ სერიაში ტიტულის მოგებამ, რომელსაც სკოტი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, მის კრიტიკოსებს ჩუმად ყოფნა აიძულა. იმ ფინალის შემდეგ „ხარების“ კალათბურთელს იმ მოთამაშედ მოიხსენიებდნენ, რომელსაც პარკეტზე პრობლემების მოგვარება შეეძლო.

„მაიკლი ისტორიაში საუკეთესო სოლო-შემსრულებელი იყო, ხოლო სკოტი – ადამიანი-ორკესტის ფუნქციებს ასრულებდა“, – განაცხადა ჯორდანის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა ჩარლზ ოკლიმ.

როგორ განვითარდა შემდგომ პიპენის კარიერა ყველას მოგეხსენებათ: ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული იგი კიდევ ორჯერ გახდა, 1992 წელს პიპენი „დრიმ თიმში“ მოხვდა და ბარსელონას ოლიმპიადაზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

„იმედი მაქვს, ემჯეი შედეგიანობით ლიგაში კარიერის ბოლომდე პირველ ადგილზე იქნება. მაშინ, სიამაყით ვიტყვი, რომ ამაში ვეხმარებოდი და ისტორიაში შესული მოთამაშის გვერდით ვიყავი“, – სკოტი პიპენი, 1993 წელი.

როგორ დაარქმევდით იმ ადამიანს, რომელიც ძალიან ნიჭიერია და თავის შესაძლებლობებს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ მაიკლს უდიდესი შედეგების მიღწევაში დაეხმაროს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯორდანისთვის იგი ოცნების პარტნიორი იყო.

მათ, ვისაც სკოტი არ უყვართ, მხოლოდ 1994 წელს მომხდარ ეპიზოდს თუ გაიხსენებენ, როდესაც მან „ნიუ-იორკ ნიქსთან“ პლეი-ოფის სერიის მესამე მატჩის ბოლოს თამაშზე უარი იმის გამო თქვა, რომ ჯექსონმა ბოლო შეტევის გათამაშება ტონი კუკოჩზე ითხოვა. ბილი კარტრაირი ამის გამო სკოტის აცრემლებული თვალებით ეჩხუბებოდა და მას არ სჯეროდა, რომ ლიგის ისტორიაში შესულმა კალათბურთელმა თავის გუნდს იმედი გაუცრუა.

1993 NBA PLAYOFFS

როცა მაიკლმა თავისი „საბეისბოლო მოგზაურობა“ დაიწყო, რომელიც მამამისის სიკვდილთან იყო დაკავშირებული, არავის ეპარებოდა იმის ეჭვი, რომ ჩიკაგოელთა ახალი ლიდერის ფუნქციებს სწორედ პიპენი შეასრულებდა. არ იყო მიზეზი იმისა, რომ ვინმეს ამის ეჭვი ჰქონოდა. 22 ქულა, 8,7 მოხსნა, 5,6 პასი, 2,9 ჩაჭრა, 0,8 ბლოკი, „ოლ სტარის“  MVP-ს წოდება, მესამე ადგილი რეგულარული ჩემპიონატის  MVP-ს ბრძოლისთვის – აი რა უჩვენა საზოგადოებას პიპენმა „ბულსის“ ლიდერის სახით თავის სადებიუტო სეზონში. იმ მომენტისთვის სკოტი თავის გუნდში ხუთი ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლით ლიდერობდა.

თუმცა „ხარების“ მენეჯერებს სულ სხვა აზრი ჰქონდათ. გუნდში ხორვატი ტონი კუკოჩის მოვიდა, რომელიც, როგორც ჯორდანს, ასევე პიპენს არ უყვარდა. ამას სკოტის „სიეტლში“ გადასვლასთან დაკავშირებით ჭორებიც დაემატა, რაც არასათანადო დროს მოხდა. „ნიქსთან“ ნახსენები მატჩის დამთავრებისთანავე ჩვენი სტატიის მთავარმა გმირმა თანაგუნდელებს მოუბოდიშა, კონფლიქტი კი გუნდში დავიწყებას მიეცა. და თუ გგონიათ, რომ ეს ეპიზოდი პიპენს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის წოდებას ართმევს, შემიძლია პირდაპირ გითხრათ – თქვენ სცდებით.

არგუმენტის სახით ბევრ კრიტიკოსს ის მოჰყავს, რომ სკოტის საქციელის გამო მისი გუნდი დასავლეთ კონფერენციის ფინალის მიღმა დარჩა. მაგრამ ბევრს რატომღაც ავიწყდება, რომ იმ შეხვედრის არბიტრი ჰიუ ჰოლინზი იყო, რომელიც „ხარების“ მტრად თავისი არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო ადრეც ითვლებოდა. ჰოლინზი, რომელმაც იმ თამაშში პიპენი დეივისის წინაამღდეგ არარსებული თამაშის წესის დარღვევისთვის დასაჯა. სხვათაშორის, შეხვერდის შემდეგ იმ მატჩის მეორე რეფერიმ გარელ გერეტსონმა „Chicago Tribune“-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გერეტსონმა ისიც აღნიშნა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია არბიტრებს იმისთვის უხდის, რომ მათ მსგავსი შეცდომები არ დაუშვან.

„სკოტი საუკეთესო პარტნიორია, რომელთან ერთადაც თამაში მომიწია. მას უბრალოდ აღმერთებენ. მან ყოველთვის იცოდა, თუ სად იმყოფებოდა მისი თანაგუნდელი და როგორი გადაცემა უნდა გაუკეთებინა მისთვის. იგი ყოველთვის გრძნობდა, რომ ვინმე სათანადო ფორმაში არ იყო ან რაიმე სახით პრობლემა აწუხევდა. მახსოვს, ერთხელ მან მითხრა: „შენ ქულები დიდი ხნის განმავლობაში არ დაგიგროვებია. მოდი, ახლა მე სათანადო პასს გაგიკეთებ, შენ კი შეეცადე, ბურთი კალათში მოათავსო“, – სტივ კერი, რომელიც თავის დროზე ჯორდნთან, რობინსონთან და დანკანთან თამაშობდა.

michael-jordan-scottie-pippen-first-game-6

„ყოველთვის ვიხსენებ „სელტიკსისა“ და 96 წლის „ბულსის“ შობის პერიოდში ჩატარებულ შეხვედრას. იმ მომენტისთვის მათ ანგარიშზე 12 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი იყო, ისინი 10-მატჩიანი მოგებების სერიასთან ახლოს იყვნენ და ისტორიაში საუკეთესო კოლექტივის გამოჩენაზე უკვე მაშინ საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ბოსტონელთათვის, რომლებმაც 86 წლის გუნდი იხილეს, ეს არც ისე სასიამოვნო იყო. არავის სჯეროდა, რომ ჩიკაგოელებს ასეთი კარგი გუნდი ჰყავდა. შემდეგ ქალაქში ჯორდანი და პიპენი გვესტუმრნენ, რომლებმაც ჩვემი გუნდი გაანადგურეს. მატჩის ბოლოს გულშემატკივრთა დიდი ნაწილი მხარს უკვე „ხარებს“ უჭერდა. ამ ადამიანთა ლოგიკის გაგება შეიძლება – ისინი დიდებული გუნდების დაპირისპირებას ადევნებდნენ თვალყურს და მათ ესმოდათ, რომ დიდებულ თამაშს პარკეტზე მხოლოდ „ბულსი“ აჩვენებდა. ჯორდანმა და პიპენმა 37-37 ქულა დააგროვეს, სკოტიმ ამას 12 გადაცემა და 9 მოხსნა მიუმატა. შემდეგ ისინი სხვა ქალაქში ჩავიდნენ, სადაც ასევე გამარჯვება მოიპოვეს. არ მითხრათ, რომ სკოტი პიპენი დიდებული კალათბურთელი არ არის“, – ბილი სიმონსი, „ბოსტონ სელტიკსის“ ერთ-ერთი ცნობილი გულშემატკვიარი და „კალათბურითს წიგნების“ ავტორი.

სიმონსს ტყუილად არ უთქვამს, რომ მაიკლმა და სკოტიმ იმ შეხვედრაში ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს. ბეისბოლიდან დაბრუნებულმა მაიკლმა, როგორც იქნა, სხვა მოთამაშეთა ნიჭის დაფასება ისწავლა.

რამდენიმე საინტერესო ციფრი: მაიკლი და სკოტი მხოლოდ მეცხრე დუეტია, რომელმაც თამაშში 40 ან უფრო მეტი ქულა დააგროვა (ეს „ინდიანა პეისერსთან“, 1996 წლის 18 თებერვალს გამართულ თამაშში მოხდა) – პიპენის მონაგარმა 40 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 5 ჩაჭრა შეადგინა, ხოლო ჯორდანმა 44 ქულა დააგროვა, 5 მოხსნა და 7 გადაცემა გააკეთა და ამავე დროს, მის ანგარიშზე 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი იყო. გარდა ამისა, სკოტი და მაიკლი მხოლოდ მეორენი არიან, რომლებმაც ერთ შეხვედრაში ტრიპლ-დავლი მიითვალეს (მათი ამ რეკორდის განმეორება ჯეისონ კიდმა და ვისმა 2007 წლის 7 აპრილს შეძლეს) – „კლიპერსთან“ 1989 წლის 3 იანვარს მატჩი პიპენმა 15 ქულით, 10 მოხსნით, 12 გადაცემითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. ამ შედეგს ჯორდანმა 41 ქულა, 10 მოხსნა, 11 გადაცემა და 6 ჩაჭრა დაუმატა. მსგავსი შედეგებით მეტოქეთა განადგურება მათი სტიქია იყო.

„ტიტულები იმის წყალობით მოვიგეთ, რომ მე და სკოტის ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. წლების განმავლობაში ჩვენ იმაში ვეჯიბრებოდით, თუ რომელი მოახერხებდა პერსონალური დაცვით მეტოქისთვის ხელის შეშლას. უნდა ვთქვა, სკოტი, შესაძლოა, ჩემს მსგავსად ერთადერთი იყოს, რომელსაც მეტოქის ბოლომდე დაფარება შეეძლო. ჯანდაბა, ალბათ, იგი ერთდერთია, რომელსაც პარკეტზე ჩემთვის წინაამღდეგობის გაწევა შეეძლო“, – მაიკ ჯორდანი.

ეს უბრალო სიტყვები არ არის. როდესაც მოთამაშე დიდების დარბაზში შეჰყავთ და ამას „ოფიციალურად“ სხვა ყოფილი კალათბურთელი აკეთებს, ეს ნამდვილად დასაფასებელია. გამოიცანით, ვისი ინიციატივით გახდა პიპენი დიდების დარბაზის წევრი… დიახ, ჯორდანის!

04_-pippen_catherine_s_566c

ადამიანს, რომელმაც კალათბურთის ბურთი ხელში პირველად შორეულ 1970 წელს თავისი უფროსი ძმების წყალობით დაიკავა, შეეძლო თუ არა ეფიქრა, რომ ოდესმე ამ სპორტის სახეობის ლეგენდად იქცეოდა? შეეძლო ეფიქრა, რომ ორმოც წელიწადში NBA-ს დიდების დარბაზში მოხვდებოდა? შეეძლო თუ არა ეფიქრა, რომ მას მთელი მსოფლიოს გაიცნობდა? ალბათ, არა. სპორტი საოცარი სწორედ ამითაა. და თუ სკოტი პიპენის ბიოგრაფიის კითხვისას, ამ ადამიანის გენიალურობაში ეჭვი არ შეგეპარათ და მიხვდით, რომ იგი პატივისცემას იმსახურებს, ეს მხოლოდ იმის მინიმუმია, რასაც იგი იმსახურებს.

და ბოლოს, მაიკლ ჯორდანის კიდევ ერთი ციტატა გავიხსენოთ. იმისთვის, რომ ამ ციტატამ თავისი ხიბლი არ დაკარგოს, სჯობს იგი არ გადავთარგმნოთ:

„I know he makes me a way better player. Unfortunately, it may take awhile, after we both retire, for people to realize just how unbelievably good Scottie Pippen really was“.

Scottie Pippen - Hall Of Fame

ბრაიანტი: „მე ჯორდანის მოძრაობებს ვაკეთებ“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკლავები საინტერესო განცხადებების გაკეთებას აგრძელებენ.

მაგალითად, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ რამდენიმე მოძრაობა მას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანისგან აქვს აღებული.

„ეს ყველაფერი დომინოს მაგონებს. არაერთი მოძრაობა ჯორდანისგან ავიღე. თავის მხვრივ, კალათბურთელთა ახალი თაობა მე მბაძავს. ასე რომ, გასაკვირი ამაში არაფერია“, – აცხადებს 35 წლის მოთამაშე.

ალექსანდრე მატევოსოვი