არველაძე: “ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არ მომხდარა “

შოთა არველაძის “მაკაბი” ევროპის ლიგაზე “ზენიტს” დაუპირისპირდა. ქართველის გუნდი 70-ე წუთზე უკვე, ანგარიშით, 3:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ ოც წუთში 4 გოლი გაუშვა და დამარცხდა.

არველაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით ვუგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და დავმარცხდით. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არ მომხდარა და იმედი მაქვს აღარც მოხდება. ეს ჩემთვის ძალიან ცუდი დღე იყო. მიუხედავად ცუდი შედეგისა, ვფიქრობ ფეხბურთელები საკუთარ თამაშს აუმჯობესებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა შოთამ.

 

ფაბრეგასი: „იმედია, ამით ხანგრძლივ მოგებათა სერიას დავიწყებთ“

„ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა „მაკაბისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ანგარიშით 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ფეხბურთელებმა იგრძნეს, რომ ჩელსის, როგორც გრანდს, სათანადო თამაში უნდა ეჩვენებინა და შედეგისთვის მიეღწია. დღეს ვდომინირებდით. იმედია, ამით ჩვენი ხანგრძლივი მოგებათა სერია დაიწყება“, – განაცხადა ესპანელმა.

„ლოკომოტივმა“ „მაკაბი“ დაამარცხა

სხვა ქართული კლუბის მსგავსად ახალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული თბილისის „ლოკომოტივიც“ ემზადება.

„რკინიგზელები“ შეკრებას ავსტრიაში გადიან, სადაც შაბათს პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს – „ლოკომოტივის“ მეტოქე ისრაელის რანგით მეორე ლიგის ბინადარი „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვა“ იყო.

შეხვედრა „ლოკოს“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. თბილისელთა მხრიდან თავი ბენაშვილმა და თექთურმანიძემ გამოიჩინეს.

თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდება.

არველაძეს ჩემპიონთა ლიგის გუნდი იწვევს

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ექს-შემტევი, შოთა არველაძე “ქასიმფაშადან” წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სპეციალისტს გუნდის გაწვრთნას ისრაელის ჩემპიონები სთავაზობენ. შოთას წინადადებით “მაკაბის” სპორტულმა დირექტორმა, ხორდი კრუიფმა მიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ არველაძე წინადადებას დათანხმდება, ის მომავალ სეზონში “მაკაბს” ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.

დერბი ფეხბურთელისა და გულშემატკივრის ჩხუბის გამო შეწყდა (ვიდეო)

თელ ავივის “მაკაბის” და “ჰაპოელის” შეხვედრა 35-ე წუთზე მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრის გამო შეწყდა. ახალგაზრდამ ურთიერთობის გარკვევა მოწინააღდეგე გუნდის ფეხბურთელთან სცადა, რის შემდეგაც სტადიონზე არეულობა დაიწყო.

ფეხბურთელებმა მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებთან იჩხუბეს

ოთშაბათს, “ლილსა” და ჰაიფას “მაკაბის” შორის შეხვედრა 84-ე წუთზე იმიტომ შეწყდა, რომ მოედანზე გულშეამტკივრები შეცვივდნენ, რომლებიც პალესტინის დროშებით იყვნენ აღჭურვილები.

მოედანზე შესულ გულშემატკივრებს ებრაული გუნდის ფეხბურთელებთან დაპირისპირება მოუვიდათ.

მაკაბიმ სუპერლიგა მოუგებლად დაასრულა

რუსთავში გამართულ აუტსაიდერთა დაპირისპირებას ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი დაესწრა. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა მიმიდინარე სეზონში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და ტრადიციულად დამარცხა. შესაბამისად, მაკაბიმ ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბოლო პოზიცია “გაინაღდა”, რაც იმას ნიშნას რომ თბილისელები პლეი-ოფში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთავლებმა კი, დღევანდელი გამაჯრვებით ფაქტობრივად დაიბევეს მეშვიდე პოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოქართლელებმა პლეი-ოფში რეგულარულის გამარჯვებულთან შეხვედრა აიცილეს.

სტუმრებმა რუსთაველებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს. მერე კი, მოედანზე მასპინძლების დომინირები თვალსაჩინო იყო. მატჩის ბოლოს მწვრთნელებმა ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

გამარჯვებაში დიდი წვლილი რეზო ჩაჩანიძემ შეიტანა, რომელსაც 23 ქულა მოუგროვდა. გამორჩეული იყო ზურა მაჭავარიანი. მის ანგარიშზე 13 ქულაა. “მაკაბის” შემადგენლობაში გიორგი რებაზაშვილი (21 ქ.) და გიორგი ფერიაშვილი (16 ქ.) გამოირჩეოდნენ.

სტატისტიკა

ქუთაისმა მაკაბი იოლად დაამარცხა

წინა ტურში რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ ქუთაისლები რომ “მაკაბს” დაამარცხებდნენ, ეჭვს არ იწვევდა. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა თბილისში მაკაბელები არ დაინდო და 39-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა – 91:52.

მაკაბელებმა თამაში 3 ძმა რევაზაშვილით – გიორგით, ლევანით და მაიზერით დაიწყეს, რომლებიც ხუთეულში გიორგი ტეტელაშვილმა და გიორგი ფერიაშვილმა შეავსეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს სიმაღლე არ აკლდა, ქუთაისლები სწრაფი და გააზრებული თამაშით მეტოქეს სჯაბნიდნენ და პირველი პერიოდი 24:12 მოიგეს.

ვითარება არც შემდეგ შეცვლილა – დავით ბარბაქაძის, ზაურ ფაშაევის და ავთანდილ ლომინაშვილის მექულეობით ქუთაისლებმა დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდეს. საერთოდ, რომელიმე ქუთაისელის გამორჩევა რთულია – იმერულმა კლუბმა გუნდურად ითამაშა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოინდომეს სტუმრებმა – ათწუთეული 27:9 მოიგეს და მაკაბელებს მორიგი მარცხი აგემეს.

ქუთაისეებში ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი – 16 ქულა გიორგი ბარბაქაძეს დაუგროვდა. 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ავთანდილ ლომინაშვილმა, ხოლო აკაკი დვალიშვილს, რომელმაც ფარზე კარგად იმუშავა, ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა – 8 ქულა, 15 მოხსნა. “მაკაბიში” ბომბარდირი 13 ქულით მაიზერ რევაზაშვილი გახდა, 12 ქულა ლევან რევაზაშვილმა მოაგროვა, ხოლო ფერიაშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მოსალოდნელი იყო ეს შედეგი. ამ სხვაობის მიუხედავად, ბევრი შეცდომა და ხარვეზი გქვონდა, ცუდი მაჩვენებლი გვაქვს 3-ქულიან სროლებში. შემდეგი თამაშისთვის მოსამზადებლად 1 კვირა გვაქვს, ,,ბათუმი’’ ძლიერი მოწინააღმდეგეა და სერიოზულად მომზადება გვმართებს, მათთან წინა თამაში წაგებული გვაქვს და ვფიქრობ, ეს თამაში კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. დრო გავქვს იმისთვის, რომ შეცდომები გამოვასწოროთ და გავაანალიზოთ.

,,მაკაბის’’ გუნდი მატჩისშემდგო პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. დებულების თანახმად, გუნდს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

ოლიმპმა დამაჯერებლად იმარჯვა

მიმდინარე ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთის პირისპირ “ოლიმპი” და ’’მაკაბი’’ წარდგნენ.  მიუხედავად იმისა, რომ ორივე  გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილშია, მათ შორის დიდი სხვაობაა. “მაკაბი” აშკარა აუტსაიდერია, რომელმაც წინააღმდეგობა ვერც “ოლიმპს” გაუწია.

მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ მაკაბის დიდი სხვაობით წაგება არ აცდებოდა. დავით თორთლაძის მითითებით ოლიმპელებმა მეტოქეს მისსავე მოედანზე პრესინგი შესთავაზეს და ბურთს ბურთზე ჭრიდნენ. შესაბამისად, სწრაფ შეტევებს ახორციელებდნენ და სოლიდურ უპირატესობასაც დაეპატრონნენ.

პირველი მეოთხედი თორთლაძის გუნდმა 30:16 მოიგო, მეორეში კი ლიდერობა 11 ქულით გაზარდა და დიდი შესვენებისთვის 62:37 დაწინაურდა. შეუჩერებელი იყო ოლიმპელთა ცენტრი რიჩარდ მათიაშილი, რომელმაც შეხვედრა 34 ქულა-11 მოხსნით დაასრულა.

მატჩის მეორე ტაიმს აზრი ჰქონდა იმ გაგებით დაკარგული, რომ თორთლაძის გუნდის გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. დარჩნილ დროში “მაკაბის” ახალგაზრდა კალათბურთელებმა სათამაშო გამოცდილება მიიღეს, ოლიმპელებმა კი შეხვედრა ვარჯიშ-ვარჯიშში ჩაამთავრეს და საბოლოოდ 42-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს – 116:74.

როგორც აღვნიშნეთ, რიჩარდ მათიაშვილმა 34 ქულა მიითვალა, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია. 24 ჩააგდო გიორგი ხანიაშვილმა, მიხეილ ჩიტაშვილმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა, დავით ხიზანიშვილის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. “მაკაბიში” ათქულიანიბარიერი ოთხმა კალათბურთელმა დაძლია – გიორგი რევაზაშვილი 19, გიორგი ფერიაშვილი – 15, ლევან რევაზაშვილი – 13 და გიორგი ნანიტაშვილი – 11.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი მწვრთნელი):  ვულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას.  ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა და სხვას არც ველოდებოდი. უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლოთ მოგება და უფრო ნაკლებითაც შეგვეძლო წაგება, თუმცა ,,ოლიმპი’’ რომ მოიგებდა, ეს ცხადი იყო. ჩვენ უმაღლეს ლიგაში გამოვდივართ იმ მიზნით, რო ,,მაკაბის’’ რომელიმე გუნდი ჩამოვიყვანოთ ისრაელიდან და რევაზაშვილები და ფერიაშვილები გავზარდოთ, ამ დროისთვის ისინი უკვე საკმაოდ კარგ ფორმაში იქნებიან. გიორგი რევაზაშვილი ჯერ არ არის ბოლომდე ფორმაში შესული, თუმცა თანდათან უმატებს და ეს სასიხარულოა.

 

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):  შედეგი მოულოდნელი არ იყო, ვიცოდით, რომ ჩვენთან შედარებით გამოუცდელი მოთამაშეების წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში და დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა, მეორე მხრივ, ვერ შევასრულეთ ის, რაც გვინდოდა – შეტევის პროცენტი ვერ გავაუმჯობესეთ და შეცდომებიც ბევრი დავუშვით. 28-დან მხოლოდ 12 საჯარიმო გამოვიყენეთ და ეს ნამდვილად ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი. ,,მაკაბთან’’ შედარებით ძლიერი გუნდი ვართ და ამიტომ დიდი სხვაობით მოვიგეთ, თუმცა მოთამაშეებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ.

 

superleague.ge

 

გადადებული შეხვედრა აკადემიაში რეკორდების თანხლებით ჩატარდა

დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა. მეორე წრის პირველი ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც “შსს-აკადემია” და “მაკაბი” 1 თებერვალს, სპორტის სასახლეში უნდა შეხვედრილიყვნენ, დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. სუპერლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნული მატჩი 3 თებერვალს ჩაეტარებინა.

“შსს-აკადემიისა” და “მაკაბის” შეხვედრა უინტერესო და რეკორდული გამოდგა. არჩილ ჟღენტის გუნდმა მეტოქე 137:56 გაანადგურა, რითაც მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: არც ერთ გუნდს 137 ქულა აქამდე არ ჩაუგდია.

“შსს-აკადემიამ” ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს პირველი მეოთხედი 37:12 მოუგო, მეორეში კი 37:10 აჯობა და დიდი შესვენებისთვის 74:22 დაწინაურდა. აკადემიელებმა აღებული ტემპი არ დააგდეს და დარჩენილ დროში “მაკაბი” დიდი ხვაობით – 81 ქულით დაამარცხეს: ესეც მიმდინარე სეზონის მეორე რეკორდი.

კიდევ ერთი რეკორდი ის გახლავთ, რომ ერთ გუნდში 10-ქულიანი ზღვარი ერთბაშად 8 კალათბურთელმა დაძლია. არადა, აკადემიელებს ლეგიონრები არ დაუტვირთავთ – მილე ილიჩმა 10 წუთში 3 ქულა დააგროვა, პერიშ ბრაუნმა კი მოედანზე 7 უქულო წუთი გაატარა.

ამ გამარჯვებით “შსს-აკადემია” “სოხუმს” დაეწია და მასთან ცხრილში 5-6 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტური 7 და 8 თებერვალს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): უნდა ვთქვა, რომ სერიოზულად ვეკიდებოდით ამ შეხვედრას, რადგან ჩვენი გუნდების პირველ მატჩში მხოლოდ 4 ქულის სხვაობით მოვიგეთ.  დღეს, ანგარიშიდან გამომდინარე, ბევრი არაფრის თქმა შემიძლია.

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის” მთავარი მწვრთნელი): დღეს პირველად ითამაშა სამივე რევაზაშვილმა, რომლებიც დიდხანს იყვნენ ტრავმირებულები, გიორგის ჰქონდა ტრავმა, შიგადაშიგ კი ლევანსაც და მაიზერსაც აწუხებდათ ტრავმები. საერთოდ არავის წაუვიდა თამაში მაიზერ რევაზაშვილის გარდა, რომელმაც სუპერლიგაში მისთვის სარეკორდო – 17

superleague.ge

რონალდინიოს სტილში გატანილი საჯარიმო ისრაელში

28 დეკემბერს, ისრაელის ჩემპიონატში, ჰაიფას “მაკაბიმ” საკუთარ მოედანზე “აშდოდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი არგენტინელმა დევიდ სოლარიმ გაიტანა. მისი ზუსტად შესრულებული საჯარიმო კი, რონალდინიოს მიერ, 2002 წელს, ინგლისის ნაკრების კარში გატანილ გოლს შეადარეს.

აუტსაიდერების მატჩში “დნიპრომ” იმარჯვა

“სალერის თასის” გათამაშების მესამე სათამაშო დღეს პირველი შეხვედრა დასრულდა – აუტსაიდერების დაპირისპირებაში გამარჯვება უკრაინულ “დნიპროს” დარჩა 2:1. არადა, მატჩი “მაკაბის” კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა გამარჯვება როგორც უკვე გითხარით სლავებმა მოიპოვეს.

ეს გუნდები ზეგ კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს – ამჯერად უკვე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. გეცოდინებათ, რომ მეორე ტურის შემდეგ გაირკვა პირველ-მეორე და მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული კლუბების ვინაობა.

20 დეკემბერი. “ბენდელა”. 12:00
მაკაბი – დნიპრო 1:2 (0:1)
მაკაბი: ლევისი, ველბლუმი, ჰარაზი, ი. კოჰენი, ო. კოჰენი, ავადი, ბარუხი, ს. ფედიდა, უ. კოჰენი, ბოჰბორტი, სტეპინი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბენ სარი, გაბაი, ბაბა, კატაბი, რ. ფედიდა.
დნიპრო: პარამენკო, კოშელევი, ბაგინსკი, ნალიბაიკო, ჩებერკო, კოლოჩანი, ბალაკანი, ფხაკაძე, უსაჩევი, ლედნიოვი, ვენედიკტოვი.
ცვლილებაზე შევიდნენ: იერემენკო, ბაჩივანჯი, სინკევიჩი, პროვკინი, ციბინი.
გოლები: 0:1 ბალაკანი (12), 0:2 ბაჩივანჯი (64), 1:2 ი. კოჰენი (81).
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

http://fcsaburtalo.ge