დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის 32-ე ტურში მადრიდის “რეალი” “მალაგას” ესტუმრა.
მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული ჯარიმა, ისკო ალარკონმა ზუსტად შეასრულა და ყოფილ გუნდს ლამაზი გოლი გაუტანა. მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე მადრიდელებმა კიდევ ერთხელ აიღეს მალაგელთა კარი: საჯარიმოში მყოფმა ბენზემამ ისკოს გააყოლა ბურთი, რომელმაც ცარიელი კარის წინ მდგომ კაზემიროს შეუგდო იგი, ბრაზილიელმაც აღარ დააყოვნა და ანგარიში ორამდე გაზარდა. თუმცა, როლანმა მესამე დამატებით წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოოდ, 2-1 “რეალის” სასარგებლოდ.
ამ გამარჯვების შემდეგ “რეალს” 67 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა. “მალაგას” 17 ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა.