კლოპი: “განსხვავება? პეპს უბრალოდ ყოველთვის უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გასამართ მატჩებზე ისაუბრა, სადაც “მერსესაიდელების” მეტოქე “მანჩესტერ სიტი” იქნება.

ძალიან საინტერესო მატჩები გველის. ჩვენი შეტევა და დაცვის სტილი მეტოქეს დიდ სირთულეებს შეუქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბარიერის გადალახვა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია. თუმცაღა ამ მატჩში ყველაფერს ფეხბურთელები გადაწყვეტენ.

საბოლოოდ, გამარჯვება მას დარჩება, ვინც უფრო მეტს მოინდომებს. “სიტის” წინააღმდეგ დაცვაში ჩაჯდომა სისულელეა, შეუძლებელია, იმის იმედი გქონდეს, რომ ეს გუნდი ვერ გაგიტანს. ისინი ძალიან ძლიერები არიან.

განსხვავება? საქმე ისაა, რომ პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი გუნდი ჰყავდა. “ბორუსიაში” ყოფნის დროსაც ასე იყო, თუმცა მაშინ განსხვავება გაცილებით უფრო დიდი იყო,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

ვან დერ ვაარტი: “ჩემპიონთა ლიგაზე “სიტის” შეჩერება მხოლოდ ერთ კლუბს შეუძლია”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი თვლის, რომ წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” დამარცხება მხოლოდ ერთ კლუბს შეუძლია და ეს კლუბი – მადრიდის “რეალია”.

“დღესდღეობით ხალხი “მანჩესტერ სიტის” ქებითაა დაკავებული და ამავდროულად “არსენალს” ლანძღავენ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პეპმა 500 მილიონი დახარჯა და ის ფაქტი, რომ “სიტი” ერთ-ერთი ფავორიტია, სრულიად მისაღებია.

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მათი დამარცხების ძალა მხოლოდ “რეალს” შესწევს. მადრიდელები ფანტასტიკური ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულები და უკვე შეძლეს ფულიანი “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხება.

“რეალს” შეუძლია, კიდევ ერთხელ მოიგოს ეს ტურნირი, რაც მოულოდნელი სულაც არ იქნება. ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ, ლა ლიგა ასე ადვილად რომ დათმეს,” – აცხადებს ვან დერ ვაარტი.

იურგენ კლოპი წილისყრის შედეგზე: “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ოცნება აუხდათ”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა და მის მეტოქეზე, “მანჩესტერ სიტიზე” ისაუბრა.

“არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ძალიან კარგია, როცა ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი ქვეყნის გუნდს ეთამაშები. ეს შედეგი ოცნების ახდენა იყო… “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებისთვის.

ჩემპიონატში ჩვენ ერთხელ მოვუგეთ “მანჩესტერ სიტის” და ერთხელაც დავმარცხდით,” – აცხადებს იურგენ კლოპი, რომლის გუნდმაც 1/8-ფინალში “პორტუ” გამოთიშა ჩემპიონატს.

“არ ვთვლი, რომ წილისყრის წინ ისინი საუკეთესო ვარიანტად მიგვიჩნევდნენ. ეს კი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ძლიერები ვართ,” – დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი მატჩი 4 აპრილს, ლივერპულში გაიმართება, განმეორებითი კი – 10 აპრილს, მანჩესტერში.

“მანჩესტერ სიტის” დირექტორი: “გვერჩივნა, “ლივერპულს” არ შევხვედროდით”

“მანჩესტერ სიტის” სპორტულმა დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ “ლივერპული” მათი სასურველი მეტოქე ნამდვილად არ ყოფილა.

“წინ ძალიან რთული მატჩები გველის. გვიყვარს მოგზაურობები, ამიტომაც გვერჩივნა, რომ “ლივერპულს” არ შევხვედროდით და ლიგაზე სათამაშოდ სხვა ქვეყანაში გვემგზავრა. მაგრამ რაც არის – ის არის.

ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. “ლივერპული” შემტევი ფეხბურთის მოყვარული გუნდია. მართლაც რომ ხარისხიანი თამაშები გველის.

ჩემპიონტა ლიგაზე შეცდომების დრო ნამდვილად არ არის. ამ ორ მატჩში ყველაფერი იდეალურად უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რამდენად ძლიერია “ლივერპული” – მათ სახლში მოგვიგეს, თუმცა ჩვენ ისინი “ენფილდზე” დავამარცხეთ,” – აცხადებს ბეგირისტაინი.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გუარდიოლა დასაჯა!

პეპ გუარდიოლა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ იმ ყვითელი ბაფთის გამო დასაჯა, რომელიც მას რამდენიმე თამაშის მანძილზე ეკეთა და ამით იგი სოლიდარობას უცხადებდა კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს. საგულისხმოა, რომ ესპანელმა აღნიშნული ორგანიზაციისგან ორჯერ მიიღო გაფრთხილება, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

ასოციაციის წარმომადგენელი, მარტინ გლენი აცხადებდა: “ბაფთა არის პოლიტიკური სიმბოლო. მწვრთნელი ამით მხარს უჭერს კატალონიის დამოკიდებლობას, რაც პოლიტიკური საკითხია. ფეხბურთში არ გვინდა პოლიტიკა!” ამ ყველაფერს გვარდიოლამ უპასუხა შემდეგით: “გლენს რეალობა არ ესმის.”

ასეა თუ ისე, პეპი პრემიერ ლიგის წინა ტურში, “ჩელსის” წინააღმდეგ ყვითელი ბაფთით აღარ გამოჩენილა. ის დასაჯეს! სასჯელი 20 000 ფუნტს შეადგენს, რაც დაახლოებით 23 000 ევროა. თუმცა, კატალონიელმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბაზელთან” “ეტიჰადზე” გამართულ შეხვედრაში მაინც გაიკეთა ეს ბაფთა – პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით UEFA-ს სხვა წესები აქვს.

“ბაზელის” ფანებმა “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრები შეარცხვინეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში შვეიცარიულმა “ბაზელმა” ინგლისში “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეძლო, თუმცაღა მომდევნო ეტაპზე მაინც “ქალაქელები” გავიდნენ.

როგორც იცით, “სიტი” იშვიათად თუ აგებს ამ ტურნირზე და შესაბამისად, მისი ფანებიც განებივრებულები არიან – პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე წაგების გემო 2016 წლის დეკემბერში გასინჯა.

საინტერესოა, რომ მათთვის უცნაურ მდგომარეობაში მყოფი მოდუნებული ფანები შვეიცარიელმა გულშემატკივრებმა გამოიჭირეს და სიმღერაც მალევე შეთხზეს: “თქვენ მხოლოდ მაშინ მღერით, როცა იგებთ” – ერთხმად სკანდირებდა შვეიცარიელი ულტრასების ნაკრები მატჩის მიწურულს.

გეტყვით იმასაც, რომ “სიტის” ფანებზე მხოლოდ შვეიცარიელები არ ხალისობენ და “ქალაქელთა” გულშემატკივრებს პრემიერ ლიგელი კოლოგებიც ხშირად დასცინიან.

გვარდიოლა: “მგონი, ხალხი ვერ ხვდება, თუ რა გააკეთა კონტემ პრემიერ ლიგაში”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლონდონის “ჩელსისთან” გასამართი მატჩის წინ “არისტოკრატთა” თავკაცის, ანტონიო კონტეს ფაქტორზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, კონტე ინგლისურ ფეხბურთს თავის ხელწერას დაამჩნევს, ამაში დარწმუნებული ვარ. მგონი, ხალხი ბოლომდე ჯერაც ვერ აანალიზებს, თუ რა გააკეთა მან პრემიერ ლიგაში.

მან შეტევის ახალი ტაქტიკა გაგვაცნო, როდესაც გუნდის უკანა ხაზში ხუთი ფეხბურთელი იყრის თავს. ბევრმა გუნდმა, მათ შორის “არსენალმაც”, სცადა იგივე სისტემის ათვისება და მათთვის ეს ძალიან რთული აღმოჩნდა.

კონტე ნამდვილი ტაქტიკოსია. ის ნაკრების თავკაცის როლსაც ბრწყინვალედ ირგებდა, რომ არაფერი ვთქვათ “იუვენტუსში” მის მოღვაწეობაზე,” – აცხადებს კატალონიელი სპეციალისტი.

“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალი” საკუთარ მოედანზეც შეარცხვინა (ვიდეო)

როგორც ჩანს, არსენ ვენგერის “არსენალმა” უქმეებზე მიღებული გაკვეთილის (“არსენალი” 0-3 “მანჩესტერ სიტი”) ვერც ერთი ნაწილი ვერ შეისწავლეს და საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო მტკივნეული მარცხი იწვნიეს.

“მეთოფეებმა” ისტორიაში პირველად გაუშვეს 3 გოლი პრემიერ ლიგის მატჩის პირველ ტაიმში – ბერნარდო სილვა 15′, დავიდ სილვა 28′, ლეროი სანე 33′. შეხვედრის მეორე ნახევარში ობამეიანგმა პენალტი ვერ გამოიყენა, მას შემდეგ კი არაფერი შეცვლილა – 0:3.

ასე რომ, “ქალაქელები” მშვიდად მიიწევენ ჩემპიონობისაკენ. მომდევნო ტურში პეპის გუნდი “ჩელსის” მიიღებს, ხოლო “არსენალი” “ბრაიტონს” ეწვევა.


“არსენალი”: პეტრ ჩეხი; კოლაშინაცი, კოშელნი, მუსტაფი, ბელერინი; ჯაკა, რემზი; უელბეკი, იოზილი, მხითარიანი; ობამეიანგი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოკერი, კომპანი, ოტამენდი, დანილო; დე ბრუინი, გიუნდოგანი, დავიდ სილვა; ბერნარდო სილვა, აგუერო, ლეროი სანე

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


კარიკატურა: არსენ ვენგერის მეთოდები აღარ ამართლებს

გუშინ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი მატჩი მთლიანად “ქალაქელთა” უპირატესობით გაიმართა და მათვე გამარჯვებით, ანაგარიშით, 3-0 დასრულდა.

ომარ მომანის აზრით, ვენგერმა კოლაშინაცს, იოზილს და სხვა მოთამაშეებს კონკრეტული დავალებები მისცა, თუმცა პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ფრანგ სპეციალისტს ძალიან მარტივად აჯობეს.

 

გვარდიოლა: “ძალიან ბედნიერები ვართ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო”

ინგლისის ლიგის თასის ფინალში “არსენალის” დამარცხების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა თავისი შთაბეჭდილებები პრესას გაუზიარა.

“ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა სრულად “მანჩესტერ სიტის” მივულოცო ეს წარმატება, ძალიან ბედნიერები ვართ. ეს ტიტული არა ჩემი, არამედ მთლიანად გუნდის არის.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი ტაიმი არც ისე კარგად ჩავატარეთ, იყო სეცდომებიც. მეორე ნახევარში კი ყველაფერი გამოსწორდა და უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიხილეთ.

ახლა, ისღა დაგვრჩენია, მთლიანად პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ვკონცენტრირდეთ. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა,” – აცხადებს გვარდიოლა.

პეპის “სიტის” პირველი ტრიუმფი – “ქალაქელებმა” თასის ფინალში “არსენალი” დაამარცხეს (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტი” 2017/18 წლების სეზონზე დიდ იმედებს ამყარებს და თავის საქმეს ჯერჯერობით ბრწყინვალედ ასრულებს. “ქალაქელებმა” უკვე მოიპოვეს პირველი ტიტული – ინგლისის ლიგის (Carabao Cup) თასის ფინალში “არსენალი” დაამარცხეს (0:3).

როგორც პეპის გუნდს შეეფერება, მატჩი “მანჩესტერ სიტის” დირიჟორობით მიმდინარეობდა, თუმცა არც ვენგერის ბიჭები აკლებდნენ მცდელობას.

ანგარიში შეხვედრის მე-18 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა. 58-ე წუთზე კომპანიმ ორამდე გაზარდა “ქალაქელთა” უპირატესობა. “მეთოფეთა” განადგურებას კი დავიდ სილვამ დაუსვა წერტილი (65′).


“არსენალი”: ოსპინა; კოშელნი, მუსტაფი, ჩემბერსი (უელბეკი 66′); მონრეალი (კოლაშინაცი 26′), ჯაკა, რემზი (აივობი 73′), ბელერინი; უილშირი, იოზილი; პიერ-ემერიკ ობამეიანგი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; უოკერი, კომპანი, ოტამენდი, დანილო; დე ბრუინი, ფერნანდინიო (ბერნარდო სილვა 52′), გიუნდოგანი; სილვა, აგუერო, სანე (გაბრიელ ჟეზუსი 77′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


გვარდიოლა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს

პეპ გვარიოლამ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 2021 წლამდე იქნება გაწერილი და ხელფასის წლიური ოდენობის 20 მილიონ ფუნტამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ესპანელი სპეციალისტის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 17 მილიონი ფუნტით შემოისაზღვრება, კონტრაქტს კი ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება – რაც რა თქმა უნდა, “ქალაქელთა” გეგმებს ეწინააღმდეგება.

“სიტი” ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია 16 ქულით და შანსი აქვს, ჩემპიონობა აპრილის თვეში მოიპოვოს “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ბარსელონას” ექს-თავკაცის პირველი სეზონი “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის რანგში არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ წელს ვითარება სრულად განსხვავებულია და ფეხბურთის ექსპერტები მისგან ბევრ ტიტულს ელიან.