The Mirror: მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” ხოსე ხიმენესის მიყვანა უნდა

The Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “ატლეტიკო მადრიდის” ცენტრალური მცველის, ხოსე ხიმენესის გადაბირებით არის დაინტერესებული.

ამჟამინდელი სეზონი 21 წლის ფეხბურთელისათვის რიგით მესამეა “ატლეტიკოში”, როგორც ძირითადის მოთამაშე ფეხბურთელისათვის. თუმცა, ტრავმის გამო მან 2016/17 წლების სეზონის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მისმა ასეთმა კარგმა ასპარეზობამ ევროპაში უკვე მიიპყრო რამდენიმე გრანდის ყურადღება, ამიტომაც მოურინიო ეცდება 56 მილიონიანი ფეხბურთელი მომამალ ზაფხულს დაიმატოს.

იაგიელკა უეინ რუნის “ევერტონში” ეპატიჟება

მერსესაიდული “ევერტონის” სკიპერს, ფილ იაგიელკას სჯერა, რომ “კამფეტების” გულშემატკივრები დიდი სიამოვნებით შეხვდებიან “გუდისონ პარკზე” უეინ რუნის დაბრუნებას.

“იქნებ რომელიმე სხვა კლუბში ახალმა ცხოვრების დაწყებამ ის გამოაცოცხლოს, სადაც ის გმირის სტატუსს თავს დააღწევს. ის “ევერტონელია” და დარწმუნებული ვარ, რომ ფანები მას დიდი სიამოვნებით მიიღებენ.

ის ხიდები, რომელიც მან ახალგაზრდობაში ააშენა, პოტენციურად დაწვა, მაშინ როდესაც სხვაგან წავიდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია.

თუმცა, რუნის “მან იუსთან” გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს და ის კვლავ მათი კაპიტანია. არამგონია, მან კლუბი მხოლოდ იმიტომ დატოვოს, რომ აღარ ათამაშებენ.”

მხითარიანმა “არსენალის” შემოთავაზებაზე უარი თქვა

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, Daily Mail-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სომეხ ფეხბურთელს ზაფხულზე, “მანჩესტერ იუნაირედში” გადასვლამდე, შემოთავაზება ჰქონდა ლონდონის “არსენალისგან”. თუმცა, არსენ ვენგერმა ვერ შეძლო მხითარიანის დარწმუნება იმაში, რომ იგი ფრანგ სპეციალისტს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ჟოზე მოურინიოს.

ახლა კი ისეთი სიტუაცია მივიღეთი, რომელშიც 27 წლის მოთამაშე “წითელი  ეშმაკია”. მას ტრავმა ჰქონდა, რომელიც მოიშუშა; ჟოზეს განცხადებით, იგი 100%-ით მზადაა, თუმცა მწვრთნელი მას ჯერ ისევ არ ენდობა.

ვინ იცის, რა სიტუაციაში იქნებოდა ჰენრიკი, “არსენალში” რომ გადასულიყო.

 

 

 

მოურინიო: “რატომ არ თამაშობს მხითარიანი?”

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულზე, ჰენრიკ მხითარიანზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ვერ ახერხებს ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.

“არა, მხითარიანი ტრავმირებული არ არის. თუმცა, შესაძლოა, ტრავმირებული არ იყო, მაგრამ ამავდროულად არც მზადყოფნაში იყო.მხითარიანი მზად არ არის მიუხედავად იმისა, რომ ის სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ზოგ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის უფრო მეტი დრო ესაჭიროება. მათ დრო სჭირდებათ ახალ ტემპთან, აგრესიისა და კონკურენტუნარიანობასთან შეგუებისათვის.

მნიშვნელობა არ აქვს ვის ეთამაშები, მაქსიმუმი უნდა აჩვენო. ამიტომაც ვთვლი, რომ სინამდვილეში კონკურენტუნარიან ჩემპიონატია თუ არა ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელოა.”

სერ ალექსი: “ლესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე ბევრს მიაღწევს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ პრემიერ ლიგაში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგის მიუხედავად კლაუდიო რანიერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბევრს მიაღწევს.

“მათი სატრანსფერო პოლიტიკა ფანტასტიკური იყო. მათ ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, რომლებსაც წარმატება ნამდვილად სწყურიათ, თანაც მათში ზედმეტიც არ გადაუხდიათ.

ისინი სხვა გუნდებისთვის სამაგალითონი არიან – მათ შორის ჩემპიონშიფში მოთამაშე გუნდებისთვისაც, სადაც ისეთი გუნდები იწყებენ ბრძოლაში ჩართვას, როგორებიც არიან “ბარნსლი” და “ჰადერსფელდი”.

მართალია, ჩემპიონატში წარმატების მიღწევა მათთვის რთული იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ისინი შორს წავლენ. მათ ეს შეუძლიათ.”

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “მანჩესტერ სიტი”: კერიკი, იბრა და პოგბა სასტარტოში

უკვე ცნობილია EFL თასის მერვერდფინალური ეტაპის ცენტრალურ შეხვედრაში მონაწილე გუნდთა სასტარტო შემადგენლობები.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიო ამ მატჩს სერიოზულად შეხვდა და საბრძოლო შემადგენლობა გამოიძახა. რაც შეეხება პეპს, მან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის ფაქტი.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო თერთმეტეული: დავიდ დე ხეა; ვალენსია, როხო, ბლინდი, შოუ; კერიკი, ერერა; ხუან მატა, პოლ პოგბა, მარკუს რეშფორდი; ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგოთა სკამი: დეპაი, ლინგარდი, იანგი, რომერო, ფელაინი, შნაიდერლინი, დარმიანი.

“მანჩესტერ სიტის” სასტარტო თერთმეტეული: უილი კაბალიერო; მაფეო, ოტამენდი, კომპანი, კლიში; ფერნანდო, ალეიშ გარსია; ნოლიტო, ხესუს ნავასი, სანე; იჰეანაჩო.

სათადარიგოთა სკამი: სტერლინგი, გიუნდოგანი, აგუერო, კოლაროვი, ფერნანდინიო, ადარაბიოიო, განი.

ჩავი: “მოურინიო ფეხბურთს ზოგჯერ ომს ამჯობინებს”

“ბარსელონას”, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ზოგადად ფეხბურთის ლეგენდამ, ჩავიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე, ჟოზე მოურინიოზე მცირე კომენტარი გააკეთა, რომელიც ერთ დროს მადრიდის “რეალსაც” წვრთნიდა.

“ზოგჯერ, როდესაც ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც მოურინიოს უნდა, ის ცდილობს ფეხბურთის ნაცვლად ომს მიმართოს – როგორც ეს მისი “რეალში” ყოფნისას იყო. იმედი მაქვს, ინგლისში იგივე არ განმეორდება.” – განაცხადა ესპანელმა Mirror-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ნაჩვენები არასახარბიელო შედეგებსა და მის მიმართ არსებული იმედებს შორის სხვაობა მოურინიოზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს. მისი “მანჩესტერი” ლიდერ “სიტის” ამ დროისთვის 6 ქულით ჩამორჩება.

გვარდიოლა ადასტურებს: დე ბრუინი “იუნაიტედთან” ვერ ითამაშებს

პეპ გვარდიოლა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ინგლისის თასის ეგიდით გასამართ მანჩესტერულ დერბიში “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიელი კევინ დე ბრუინი ვერ მიიღებს მონაწილეობას.

“დე ბრუინმა მუხლი დაიზიანა, ამიტომაც ის ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.” – განაცხადა “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა.

“იმედი მაქვს, ის “ვესტ ბრომვიჩისა” და “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ჩვენს დახმარებას შეძლებს – მისი თამაში მომდევნო კვირაშიც საეწვოა.” – დაამატა მან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლაზარეთიდან ამ მატჩისთვის დაბრუნებას ვერც პაბლო საბალეტა ასრულებს, რომელმაც ტრავმა “ბარსელონასთან” გამართულ მატჩში მიიღო.

რაიან გიგზმა “მანჩესტერის” ფეხბურთელები გააკრიტიკა: “ასე არ იქცევიან!”

რაიან გიგზმა “მანჩესტერ იუნაიტედის” იმ ფეხბურთელებს უსაყვედურა, რომლებმაც “ჩელსისთან” განადგურების (4-0) შემდეგ მოედანი ლაღად, სიცილით დატოვეს და მეტოქეებთან მაისურებიც გაცვალეს.

“შესაძლოა საფეხბურთო მატჩში დაგჯაბნონ, დაგამარცხონ, მაგრამ თუ ასე გამარცხებენ შემდეგ მათთან მაისურები არ უნდა გაცვალო, ასეთი რამ ნამდვილად არ მომწონს.” – განაცხადა გიგზმა, რომელმაც 29 წელი გაატარა “იუნაიტედში”.

888888888888888888

“თუ 4-0-ით დაგამარცხებენ, მეტოქეს უნდა მიულოცო, გულშემატკივრებს მადლობა უნდა გადაუხადო მხარდაჭერისთვის და მაშინვე გახვიდე მოედნიდან – ნაცვლად მოედანზე სეირნობისა, მაისურების გაცვლისა და სიცილისა.”

Tuttosport-მა 2016 წლის “ოქროს ბიჭუნას” ვინაობა გაამხილა

მიუნხენის “ბაიერნისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, რენატო სანჩესი 2016 წლის ოქროს ბიჭუნად დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამ ღონისძიების ორგანიზატორთა გაზეთი, Tuttosport ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ყოველწლიურად გასცემენ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. ახალგაზრდა პორტუგალიელი ფორვარდი აღნიშნულ ჯილდოს ორშაბათის ცერემონიალზე ჩაიბარებს, რომელიც მონტე კარლოში გაიმართება.

ამ ტიტულისთვის ბრძოლაში “ბაიერნის” ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი ფორვარდი, მარკუს რეშფორდი და “ბაიერნის” ფრანგი შემტევი, კინგსლი კომანი დაჯაბნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულში “მილანის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმაც შევიდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს ტიტული, რომლის მფლობლის ვინაობასაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთების 30 წარმომადგენელი ირჩევს, გასულ წელს “მანჩესტერის” შემტევს, ანტონი მარსიალს გადასცეს.

ეს პრიზი ასევე მოგებული აქვთ: უეინ რუნის, მარიო ბალოტელის, სერხიო აგუეროსა და პოლ პოგბას.

ფუტრე: “თუ პოგბა 100 მილიონად შეაფასეს, მაშინ კარასკო ორჯერ მეტი ღირს”

მადრიდული “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა, პაულუ ფუტრემ “როხიბლანკოს” ბელგიელი ვინგერი, იანიკ ფერეირა კარასკო პოლ პოგბას შეადარა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს.

“ატლეტიკომ” კარასკოს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუხანგრძლივა. მის გამოსასყიდად საჭირო თანხა კი 40-დან 100 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა ვთვლი, რომ უახლოეს მომავალში ამ თანხის კიდევ უფრო გაზრდა გახდება საჭირო.

მის ხელში არსებული ნიჭისა და დიეგო სიმეონეს მუშაობის წყალობით, კარასკო დიდ პროგრესს განიცდის.

თუ “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა, მაშინ კარასკოს სანაცვლოდ “ატლეტიკომ” ორჯერ მეტი უნდა მოითხოვოს.” – განაცხადა მადრიდელთა ექს-ფეხბურთელმა.

გარი ნევილმა ყველაფერი პოლ პოგბასა და ანდერ ერერას გადააბრალა

გარი ნევილმა “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (4-0) პოლ პოგბასა და ანდერ ერერას თამაშს სამარცხვინო უწოდა. ნევილის თქმით, ნახევარმცველთა ეს დუელი ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა.

“პოგბასა და ანდერ ერერასგან ასეთი თამაშის ჩვენება უბრალოდ სამარცხვინოა.” – განაცხადა “ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა Sky Sports-თან საუბრისას.

“კანტემ მათ შორის უბრალოდ შეისეირნა, არადა მათ საკუთარი ნახევარის დაცვა ევალებათ, ისინი ნახევარმცველები არიან. კანტემ მათი ბარიერი ადვილად გაიარა, ისევე როგორც აზარდმა. პირველი გოლი ერთი დიდი ხუმრობა იყო.

ბოლო წლების მანძილზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” 180 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახევარმცველები იყიდა, თუმცა ჯერაც არ ვიცი, ნახევარმცველთა რომელი წყვილი იყო საუკეთესო.”