ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს უპასუხა

ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (4-0) შეფასებისას, ლონდონელთა იტალიელ თავკაცს, ანტონიო კონტეს ჟოზე მოურინიოს ნათქვამზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

“მესმოდა, თუ როგორ გულშემატკივრობდნენ “მანჩესტერის” ფანები თავიანთ გუნდს, რასაც ისინი ყოველთვის აკეთებენ და იგივე მოვთხვოვე ჩემი გუნდის ფანებსაც. აპლოდისმენტებს დღევანდელი მატჩისთვის “ჩელსის” თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა, ეს საჭირო იყო.

რაც შეეხება ჩემსა და მოურინიოს შორის არსებულ პირად საუბარს, ვთვლი, რომ ის რაც პირადია, ასევე უნდა დარჩეს. მე ჟოზეს დიდ პატივს ვცემ, ის დიდებული სპეციალისტია, რომელმაც აქ ძალიან ბევრი რამ მოიგო.”

მოურინიო: “მომდევნო 3 მატჩიდან მხოლოდ 9 ქულა დაგვაკმაყოფილებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ “ჩელსისთან” განადგურების შემდეგ (4-0) პრესასთან ამ მარცხის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

“თუ გუნდს რაიმე სტრატეგია გააჩნია და მატჩიდან რაიმე შედეგის მიღება უნდა, მაშინ ისეთი გოლი არ უნდა გაუშვას, როგორიც ჩვენ გაგვიტანეს.

პირველი გოლის გაშვების შემდეგ, ჩვენ შეტევაზე ვფიქრობდით, საგოლე მომენტის შექმნა არაერთხელ ვცადეთ. მეორე და მესამე გოლი ხომ კონტრ-იერიშების მეშვეობით გაგვიტანეს.

ქულების თვალსაზრისით, ამ მატჩიტან ნული ქულა ავიღეთ, სამი ქულა დავკარგეთ. ახლა კი პირველ ადგილამდე 6 ქულა გვაშორებს, 4 ქულა ოთხეულამდე. ასე რომ მატჩების მოგება უნდა დავიწყოთ, რაც არც ისე ადვილია.

ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ 2 ქულა ავიღეთ, რაც იძულებულს გვხდის, მომდევნო 3 მატჩიდან 9-ვე ქულისთვის ვიბრძოლოთ.”

“ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ანტონიო კონტეს გუნდი პირველივე წუთზე დაწინაურდა: მარკოს ალონსოს დიაგონალის შემდეგ დეილი ბლინდსა და კრის სმოლინგს პედრო გამოეპარათ, ესპანელმა შემტევმა წინ გამოსულ დავიდ დე ხეასაც აუარა გვერდი და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა — 1:0. პირველი ტაიმის შუაწელს კუთხურის შესრულების შემდეგ “წითელი ეშმაკების” საჯარიმოში შექმნილი არეულობით გარი კეჰილმა იხეირა და “ჩელსის” უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

62-ე წუთზე ედენ აზარმა ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა გოლით და სხვაობა გამანადგურებელი გახადა. რვა წუთის შემდეგ ნგოლო კანტემ სმოლინგი ადვილად მოატუა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა და მეოთხე ბურთი გაიტანა. ჟოზე მოურინიოს ყოფილი გუნდისგან 0:4 განადგურდა.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “ჩელსის” 19 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, “მანჩესტერ იუნაიტედი” 14 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

ინგლისის პრემიერლიგა
IX ტური
“ჩელსი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 (2:0)

გოლები: პედრო 1′, კეჰილი 21′, აზარი 62′, კანტე 70′.
გაფრთხილებები: პედრო 1′, დავიდ ლუისი 41′, მარკოს ალონსო 66′ — ბაი 66′, პოგბა 75′.

“ჩელსი” – “მანჩესტერი”: გუნდების კომბინირებული სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

23 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

Goal.Com-ი გუნდების საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელებისგან შემდგარ კომბინირებულ სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.

დე ხეა; ალონსო, ბლინდი, ბაილი; აზარი, ერერა, კანტე, მოზესი; კოშტა, მატა, რეშფორდი.

 

 

 

ოფიციალურად: “მანჩეტსერის” ტალანტმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ტიმოტი ფოსუ-მენსაჰმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

 

18 წლის ჰოლანდიელი “აიაქსის” აკადემიის აღზრდილია. იგი 2014 წლამდე სწორედ ამ გუნდში იყო. შემდეგ კი “იუნაიტედის” სკაუტების ყურადღებაც მიიქცია და “წითელი ეშმაკი” გახდა. ფოსუ-მენსაჰის ახალი კონტრაქტი გუნდში მის 2020 წლამდე დარჩენას ითვალისწინებს.

“უბედნეირესი ვარ, რომ “მანჩესტერთან” გავახანგრძლივე და ამ კლუბის ღირსებას მომავალშიც დავიცავ,” – განუცხადა გუნდის ოფიციალურ გვერდს ჰოლანდიელმა ახალგაზრდამ.

ბლუმქვისტი: “იბრაჰიმოვიჩის დამატებით, “მანჩესტერმა” “პსჟ”-ს 8 მილიონი ფანი გადაიბირა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ვინგერმა, ჟასპერ ბლუმქვისტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე საუბრისას ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ზლატანისა და ინგლისელების ამ შეთანხმებით “ემიუს” გულშემატკივართა ბაზა კიდევ უფრო გაიზარდა.

“შვედეთში ის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია. მას ბაზარზე გააქვს საკუთარი სუნამო, რეკლამას უკეთებს”ვოლვოს” მანქანები და საკუთარი სპორტული ტანსაცმლის ბიზნესსაც აკონტროლებს. ის თავად ბრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებიდან წავიდა, ის მაინც ყველგან არის.

ბევრ ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ – შვედეთიდან მანჩესტერისაკენ ვმართავ ტურებს. ინტერესი ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. ზლატანის ავტორიტეტი შვედეთში ძალიან დიდია. ვფიქრობ, “პსჟ”-მ მისი გაყიდვით 8 მილიონზე მეტი გულშემატკივარი გაუშვა მანჩესტერში. ყველა არა, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილი.

შედეგად მეტია მიმოსვლა, მეტ ბილეთს ყიდიან “იუნაიტედის” მატჩებზე. მოთხოვნა ათჯერ უფრო მეტია.”

ჟოზე მოურინიო: “მანჩესტერში” ხელშეუხებელი არავინაა”

ჟოზე მოურინიომ ყველასათვის ნათელი გახადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” არცერთი ფეხბურთელი არ არის ხელშეუხებელი და ძირითადის ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება გადაინაცვლოს სათადარიგოთა სკამზე.

“ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ხელშეუხებელი უნდა იყოს სული, მიდგომა, ღირსება, პატივისცემა ფანებისადმი და არა რომელიმე ფეხბურთელი.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში უეინ რუნიზეა საუბარი, რომელსაც ბოლო დროს “რეალის” ყოფილი თავკაცი აღარ ენდობა.

როდესაც ჟოზეს ჰკითხეს, დაიწყებდა თუ არა “ფენერბახჩესთან” გასამართ მატჩს ინგლისელი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობიდან, მან განაცხადა: “ამას ვერ გეტყვით, შემადგენლობას ვერ გაგანდობთ.”

კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია!”

17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

მესრესაიდული კლუბის მეკარემ, ლორის კარიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მანჩესტერული გუნდის არ ეშინიათ და ყველაფერს იზამენ 3 ქულის მოსაპოვებლად.

“მანჩესტერ იუანიტედი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოედანზე იდეალურად ასპარეზობა.”

“ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ მოწინააღმდეგის არ გვეშინია და ვიცით, რომ მოგება შეგვიძლია!”

“ლივერპულს” ამ სეზონში დიდი გეგმები აქვს, ამიტომ ასეთ მატჩებს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ორშაბათ საღამოს “მანჩესტერს” უნდა მოვუგოთ და ამაში დიდ წვლილს ჩვენი გულშემატკივრებიც შეიტანენ,” – განაცხადა კარიუსმა.

კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია”

ლორის კარიუსის თქმით, იურგენ კლოპის “ლივერპულს” სულაც არ ეშინია იმის, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში მათ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

“მანჩესტერ იუნაიტედი” კარგი, ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც არანაკლებ კარგი გუნდი გვყავს. ამასთან, ჩვენ სახლში ვთამაშობთ.” – განაცხადა “წითლების” ახალწვეულმა.

“ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა მათი ნამდვილად არ გვეშინია. ვიცით, რომ ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვმართებს.

ჩვენ კარგი გეგმა გვექნება – ან ერთზე მეტი გეგმა – ასე რომ, კარგად ვიქნებით მომზადებულბი. გულშემატკივრები კი ზურგს მაქსიმალურად გაგვიმაგრებენ. ასე რომ, ყველანი მოუთმენლად ველით ამ მატჩს.”

ერიკ კანტონა: “მანჩესტერს” ისევ შეუძლია პრემიერ ლიგის ჩემპიონობა!”

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ ჟურნალისტებთან მის ყოფილ გუნდზე, “მანჩესტერ იუნაიტედზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ “წითელ ეშმაკებს” ამ სეზონში კიდევ აქვთ დიდი შანსი, რომ პრემიერ ლიგის თასი აღმართონ.

“ეს უბრალოდ დასაწყისია. მოურინიო არის წარმატებული მწვრთნელი, რომელიც წარმატებულ გუნდშია, სადაც წარმატებული ფეხბურთელები თამაშობენ!”

“მანჩესტერს” აქვს კარგი შანსი, რომ ამ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგოს. თუმცა, ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ამ ჩემპიონატში უძლიერესი გუნდები თამაშობენ, რომლებსაც შესანიშნავი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, ერთ-ერთი ასეთი კი პეპ გვარდიოლაა,” – განაცხადა ერიკ კანტონამ.

“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: მატჩის არბიტრის ვინაობა ცნობილია

პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია – “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კვირას გასამართ მატჩს ანტონი ტეილორი განსჯის.

როგორც იცით, “მანჩესტერელთა” და “ლივერპულელთა” დაპირისპირება ოდითგანვე ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო, თანაც დღეს ამ გუნდებს სათავეში ისეთი სპეციალისტები უდგათ, როგორებიც არიან იურგენ კლოპი და ჟოზე მოურინიო. ამ დაძაბული მატჩის განსჯა კი 37 წლის ტეილორს ანდეს,რაც ნიშანდობრივია.

ახალგაზრდა ენდი ტეილორმა ახალი სეზონის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერ მაინც არ გამოუყენებია წითელი ბარათი. საშუალოდ კი მატჩში 3.29 ყვითელ ბარათს უჩვენებს ფეხბურთელებს.

მან უკვე განსაჯა “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი ახალ სეზონში, როდესაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა “საუთჰემპტონი”.

ტურე: “ბაილის შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდეს”

ინგლისური “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელმა, კოლო ტურემ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერიკ ბაილის მსოფლიო დონეზე შეუძლია თამაში.

“მას შეუძლია იყოს დიდი, დიდი ფეხბურთელი “მანჩესტერისათვის”. ის შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი გახდეს.

ის, რასაც ბაილი ახლა აკეთებს, უბრალოდ გასაოცარია. მჯერა, რომ მას წინ დიდი მომავალი აქვს. ის წინსვლას გააგრძელებს და თუ მოურინიოს დაუჯერებს, შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველიცგახდეს.

ბაილი მაღალია, ტექნიკურიც არის და ბრწყინვალე ხედვაც გააჩნია. ამას ემატება ისიც, რომ მას მშვიდი ხასიათი აქვს. ვფიქრობ, სწორედ სიმშვიდეა მისი ყველაზე ძლიერი ატრიბუტი.

ვიმეორებ, მას შეუძლია საუკეთესო მცველი გახდეს “იუნაიტედის” ისტორიაში.”