პოგბამ “იუვენტუსის” ფეხბურთელებს საჩუქარი გაუკეთა

დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ლესტერ სიტის”, ანგარიშით, 4-1 სძლია. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაშისადებიუტო გოლი გაიტანა “წითელი ეშმაკების” 105-მილიონიანმა სპორტსმენმა, პოლ პოგბამ.

იტალიური მედია წერს, რომ პარასკევს ფრანგი მოთამაშე ტურინში იმყოფებოდა. პოლმა მისი ყოფილი გუნდელები “იუვენტუსის” საწვრთნელ ბაზაზე მოინახულა. პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მან საკუთარი გარდერობი დააცარიელა. ეს ის გარდერობია, რომლის დალაგებისკენაც პატრის ევრა პოლს სოციალურ ქსელში ხუმრობით მოუწოდებდა.

ამის შემდეგ მოხდა მთავარი: ახალგაზრდა მოთამაშემ “ბებერი ქალბატონის” ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა პერსონალს “როლექსის” საათები აჩუქა. ეს იყო გუნდის დატოვების მოსაბოდიშებლად ერთგვარი საჩუქარი. საგულისხმოა, რომ არცერთ საათზე არ იყო ნახსენები ფირმის სიმბოლო, თუმცა პოგბას თქმით, ყველა მათგანი “როლექსის” კომპანიის მიერ იყო დამზადებული.

ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, პოგბამ ტურინი დატოვა, რამდენიმე საათში კი “ოლდ ტრაფორდზე” სადებიუტო გოლი გაიტანა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლესტერი” გაანადგურა (ვიდეო)

24 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ლესტერი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე კრის სმოლინგმა გახსნა. 37-ე წუთზე ხუან მატამ კარგი კომბინაციის შემდეგ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ ხუთწუთიან მონაკვეთში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ორი გოლი გაიტანა – გოლები რეშფორდმა და პოგბამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ პოგბამ მანჩესტერელთა რიგებში სადებიუტო გოლი მიითვალა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში, “ლესტერის” 20 წლის ფეხბურთელმა, გრეიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და სხვაობა სამამდე შეამცირა. როგორც აღმოჩნდა, ეს მატჩის ბოლო გოლი იყო – 4:1 “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დეილი ბლინდი, ქრის სმოლინგი, ერიკ ბაილი, ვალენსია; პოგბა, ერერა; მარკუს რეშფორდი (რუნი 83′), ხუან მატა (იანგი 87′), ლინგარდი (კერიკი 78′); ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; დენი სიმფსონი, ჰუტი, ვეს მორგანი, ფუქსი; რიად მაჰრეზი (კინგი 46′), ამარტი, დრინქვოთერი, ოლბრაიტონი (შლუპი 62′); სლიმანი, ვარდი (გრეი 46′);

მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლი: კრის სმოლინგი 22′, ხუან მატა 37′, მარკუს რეშფორდი 40′, პოლ პოგბა 42′ – გრეი 59′

Манчестер Юнайтед – Лестер Сити 4-1 (24 сентября 2016 г, Чемпионат Англии) от Независимый спорт на Rutube.

ტრავმირებული მარსიალი “ლესტერთან” ვერ ითამაშებს

ვოლტერ მაცარის გუნდთან თამაშისას მიღბული ტრავმის გამო, ანტონი მარსიალი “ლესტერ სიტისთან” გასამართ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” დახმარებას ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას მანჩესტერელთა თავკაცი, ჟოზე მოურინიოც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი შემტევი “უოტფორდთან” გამართული მატჩის 38-ე წუთზე დაშავდა, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაშის წესები არ დააფიქსირა. ამ მომენტს კი დე ხეას კარში გატანილი გოლი მოჰყვა.

“ტრავმის გამო, მარსიალი “ლესტერთან” თამაშს ვერ შეძლებს.

იცით, როდის მიიღო მან ეს დაზიანება – ვფიქრობ, იცით.” – დაამატა მან, რითიც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსაჯის შეცდომას, რომელმაც გარკვეულწილად მატჩის ბედიც განაპირობა.

რაიან გიგზი ვაკო ყაზაიშვილის “ლეგიას” გაწვრთნის?

შესაძლოა, ვარშავის “ლეგიას” თავკაცად “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი დაინიშნოს.

პოლონური ვებ-გვერდის, Weszlo.Com-ის ჟურნალისტი, კრისტოფ სტანოვსკი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ “ლეგია” უელსელი სპეცილისტისათვის ოფიციალური წინადადებით მიმართვას აპირებს. აღსანიშნავია, რომ სტანოვსკი “ლეგიასთან” დაახლოებული პირია და ხშირად მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

ასევე, დღეს ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ შესაძლებელია, გიგზი მალე “სუონსის” მწვრთნელი გახდეს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან პოლონეთის ჩემპიონატში გადაბარგება არჩიოს.

“მანჩესტერმა” ინგლისის ლიგის თასზე “ნორთჰემპტონ თაუნს” სძლია (ვიდეო)

დღეს ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ნორთჰემპტონ თაუნი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში, მე-18 წუთზე კერიკმა ანგარიში გახსნა და “წითელი ეშაკები” წინ გაიყვანა. 42-ეზე რეველმა პენალტით გაათანაბრა.

მეორე ნახევარში ორი გოლი გავიდა – ორივე მოურინიოს შეგირდებმა გაიტანეს (ერერა 68 წთ. რეშფორდი 75 წთ.) და, საბოლოოდ, 3-1 იმარჯვეს. სწორედ “მანჩესტერი” გავიდა მერვედფინალში.

“უოტფორდმა” ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეხუთე ტური საკმაოდ უიღბლო გამოდგა “მანჩესტერ იუნაიტედისათვის”, რომელმაც ზედიზედ მესამე მარცხი იგემა – ამჯერად ვოლტერ მაცარის “უოტფორდთან”.


8

“უოტფორდი”: გომესი; პროდლი, კაბრერა, ქეჩქარტი; ჰოლებასი, კაპუ (სუნიგა 82′), ბეჰრამი, იანმაატი (ამრაბატი 51′); პერეირა; იგალო, დინი.

მთავარი მწვრთნელი: ვოლტერ მაცარი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ლუკ შოუ (დეპაი 85′), ერიკ ბაილი, ვალენსია, სმოლინგი; პოგბა, ფელაინი; რეშფორდი, მარსიალი (იანგი 38′), რუნი; იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: კაპუ 36′, სუნიგა 83′, დინი 90+4 – რეშფორდი 62′


მაცარი: “იბრაჰიმოვიჩის მსგავს ფეხბურთელებს უკვდავებს ვეძახი”

“უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა, ვოლტერ მაცარიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა. “ინტერის” ექს-თავკაცმა მანჩესერელთა ქებას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო, მისი თქმით ის ერთ-ერთია “უკვდავთაგან”.

“იბრაჰიმოვიჩის მსგავს ფეხბურთელებს უკვდავებსა და მუდმივებს ვეძახი. ზლატანის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია (როგორც მწვრთნელი) და ძალიან კარგად ვიცი,რომ მას მატჩის ბედის გადაწყვეტა საკმაოდ ადვილად შეუძლია.

როგორც ყოველთვის, ჩვენ ახლაც ვეცდებით მისგან თავი დაცვას. ამასთანავე ვცდილობ არ დავივიწყო ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მხოლოდ ზლატანი არ არის.

უეინ რუნი, მარუან ფელაინი და სხვანი – გუნდი მშვენიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ფრთხილად უნდა ვიყოთ.”

The Sun: მხითარიანი “მანჩესტერში” თავს ცუდად გრძნობს

ჰენრიკ მხითარიანს უკვე მობეზრდა მანჩესტერული ცხოვრება და “მანჩესტერ იუნაიტედშიც” ვერ გრძნობს თავს ბედნიერად. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებ.

შეგახსენებთ, რომ სომეხი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდს” ამ ზაფხულს, დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა.

მხითარიანმა მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტოდან (ამხანაგურების გამოკლებით) ჟოზე მოურინიოს ეპოქაში, რითიც ის უკმაყოფილოა. ამასთანავე, იგი მოედანზე უფრო მეტ სივრცესაც ითხოვს.

თუმცა, ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჟოზე მოურინიო კომპრომისებზე არც ისე ხშირად მიდის. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ სომეხმა “ოცნებების თეატრი” ნაადრევად დატოვოს.

რისთვის უხდის მადლობას “გლადბახი” “მანჩესტერ იუნაიტედს”?

მიუნხენდგალბახურმა “ბორუსიამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმისათვის, რომ “წითელმა ეშმაკებმა” გერმანელებს უფლება მისცეს,”მანჩესტერ სიტისთან” გასამართი მატჩის წინ მათ ძველ ბაზაზე ევარჯიშათ.

“მადლობა “მანჩესტერ იუნაიტედს”, თავის ძველ ბაზაზე ვარჯიშის უფლებისათვის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვალი დღესვე (იგულისხმება “სიტისთან” მატჩი) გადაგიხადოთ.” – ვკითხულბობთ გლადბახელთა ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნლი მატჩი 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა შტორმის გამო, მატჩი ერთი დღით გადაიდო. ის 14 სექტემბერს, 22:45-ზე აიღებს სტარტს.

მოურინიო ბრწყინვალე რეშფორდს სასტარტოში ადგილს დაპირდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ მარკუს რეშფორდს წინ დიდებული მომავალი აქვს და მას “ფეინოორდთან” მატჩში სასტარტოში ადგილს ჰპირდება.

“ჩემთვის, მომავალი დიდი მატჩი “ფეინოორდის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრაა, მომდევნო მატჩში კი ის თამაშს შეძლებს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ მომენტში.

მე მას ვენდობი, მისი მჯერა. ვიცი, რომ მას წინ უდიდესი მომავალი აქვს. მეტწილად, ის 9 ნომერია – თუ სხვა პოზიციაზე გინდათ ათამაშოთ, მაშინ მასთან ინდივიდუალური მუშაობა მოგიწევთ.

რეშფორდს დიდებული ხასიათი აქვს, რაც ნიჭზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ჟოზემ, რომლის გუნდიც ევროპა ლიგაზე იწყებს ასპარეზობას.

The Mirror: ზლატანი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

“მანჩესტერული კარიერის” ბრწყინვალედ დაწყების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “წითელ ეშმაკებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის.

The Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის მესვეურები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ 2016-17 წლების სეზონის შემდეგ ზლატანს თავისუფლად შეეძლება “ოლდ ტრაფორდის” დატოვება. ისინი მის შენარჩუნებას 2018 წლამდე აპირებენ, როდესაც მას 38 წელი შეუსრულდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში შვედმა ფორვარდმა 4 გოლის გატანა შეძლო, რაც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ასე რომ, ბეილსა და ნეიმარზე ოცნების ნაცვლად, “მანჩესტერელები” ზლატანს ჩაებღაუჭებიან.

პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიო ისევ დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის გახსნითი და ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა. “ოცნებების თეატრმა” მანჩესტერულ დერბის უმასპინძლა. მატჩი ძალზედ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. მე-15 წუთზე კევინ დე ბრუინმა იჰეანაჩო პასი გამოიყენა და დე ხეას კარში პირველი გოლიც შეაგდო. ოციოდე წუთში კი თავი თავად იჰეანაჩომ გამოიჩინა – ბელგიელი დე ბრუინის დარტყმული ძელს მოხვდა, ბურთი კი იჰეანაჩოს მიუვიდა, მან კი თავისი საქმე გააკეთა – 0:2.

ტაიმის მიწურულს, კლაუდიო ბრავომ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიყენა და “წითელ ეშმაკებს” იმედიც დაუბრუნა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში, “წითლებმა” ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს.

ასე რომ, პეპ გვარდიოლას “სიტი” თავის წაუგებელ სერიას განაგრძობს – 12 ქულა 4 მატჩში.

8


“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო XI: დე ხეა; ვალენსია, ერიკ ბაილი, დეილი ბლინდი, ლუკ შოუ (მარსიალი 81′); ფელაინი, პოლ პოგბა; მხითარიანი (ანდერ ერერა 46′), უეინ რუნი, ჯესი ლინგარდი (მარკუს რეშფორდი 46′); ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“მანჩესტერ სიტის” სასტარტო XI: კლაუდიო ბრავო; ჯონ სტოუნზი, ნიკლას ოტამენდი, ბაქარი სანია, კოლაროვი; ფერნანდინიო; დე ბრუინი (საბალეტა 90′), სილვა, სტერლინგი (ლეროი სანე 60′), ნოლიტო; იჰეანაჩო (ფერნანდო 53′).

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი 43′ – დე ბრუინი 15′, იჰეანაჩო 36′

გაფრთხილება: ერიკ ბაილი (45′), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (51′), მარუან ფელაინი (52′), უეინ რუნი (83′) – დავიდ სილვა (41′) ფერნანდინიო (90+6′)