ახლახან დასრულდა ინგლისის ლიგის თასის ფინალი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “საუთჰემპტონს” შორის, რომელიც საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.
მატჩი “მანჩესტერელთა” უპირატესობით მიმდინარეობდა, ანგარიშიც ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა გახსნეს: იბრამ მე-19 წუთზე გამოიჩინა თავი, ერთი ამდენი დრო დასჭირდა “იუნაიტედს” მეორეს გასატანადაც.
თუმცა, ტაიმის მიწურულს “წმინდანებმა” მაინც შეძლეს გოლის გატანა, თავი გაბიადინიმ გამოიჩინა. ამ უკანასკნელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა და სიტუაცია უაღრესად დაძაბა.
საბოლოო ჯამში კი, მატჩის გმირობა საკუთარ თავზე ზლატანმა აიღო, რომელმაც ბოლო წუთებზე შესანიშნავი გოლის წყალობით, ჟოზეს კიდევ ერთი ტიტული მოაგებინა.
“მანჩესტერ იუნაიტედი”: დავიდ დე ხეა; მარკუს როხო, ქრის სმოლინგი, ერიკ ბაილი, ვალენსია; პოლ პოგბა, ანდერ ერერა; მარსიალი, ხუან მატა (კერიკი 46′), ლინგარდი ( 77 რეშფორდი); იბრაჰიმოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“საუთჰემპტონი”: ფორსტერი; სედრიკი, სტეფენსი, იოშიდა, ბერტრანდი; ვორდ-პრაუზი, დეივისი, რომეუ, რედმონდი; ტადიჩი (ბუფალი 77′); გაბიადინი (შეინ ლონგი 83′)
მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი