მადრიდის “რეალი” დავიდ დე ხეას გადასაბირებლად მზად არის კარიმ ბენზემას შეელიოს.
ესპანური პრესის ცნობით დე ხეა “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბს უკვე დაემშვიდობა და აგენტის საშუალებით შეატყობინა, რომ “რეალში” სურს გადასვლა. თუმცა, ინგლისური კლუბი მის გაშვებას კონტრაქტის დასრულებამდე არ აპირებს.
24 წლის მეკარემ კარიერაში 2007 წელს “ატლეტიკოში” დაიწყო და მადრიდელთა შემადგენლობაში 57 მატჩი ჩაატარა. 2011-ში დე ხეა “იუნაიტედში” გადაბარგდა და 131 შეხვედრაში 134 გოლი გაუშვა.