“მანჩესტერმა” “ჩელსისთან” შეთანხმება დაადასტურა

“მანჩსტერ იუნაიტედი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხუან მატას ტრანსფერი თაობაზე “ჩელსისთან” მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დასტურდება. კლუბის განცხადებაში აღინიშნება, რომ სატრანსფერო თანხა რეკორდული იქნება მანჩესტერელებისთვის, მაგრამ თანხის დაკონკრეტება არ ხდება.

კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით ტრანსფერი განსახორციელებლად მატამ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს “მანჩესტერის” ხელმძღვანელობასთან.

“მანჩესტერი” მატაში 40 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “ჩელსის” ხუან მატას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა.

მანჩესტერელებმა “არისტოკრატებს” ესპანელ ნახევარმცველში 40 მილიონი გირვანქა შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ მატამ თავის ახლობლებსა და მეგობრებს უკვე შეატყობინა მანჩსტერში გადაბარგების შესახებ.

მოურინიო: “მანჩესტერო ძალიან საშიშია”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა  skysports+-თან ინტერვიუში  ისაუბრა “მანჩესტერზე” და პრემიერ ლიგის სატურნირო მდგომარეობაზე.

“”არსენალი” და “სიტი” არიან ის გუნდები რომლებიც პრემიერ ლიგას სათავეში უდგანან.

“სიტი” მებრძოლი გუნდია,რომლისგანც არაფერია გასაკვირი,”ლივერპულს”  შესწევს ძალა გახდეს ჩემპიონი,რადგან ისინი ევროსარბიელზე არ ასპარეზობენ.”მანჩესტერი” დიდ კრიზისშია და სწორედ ასეთი გუნედბისგან უნდა ელოდო ხიფათს.”  დაასრულა პორტუგალიელმა.

 

ფილ ჯონსის ფინტები ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი, ფილ ჯონსის ფინტებია აღბეჭდილი.

სეზონის ყველაზე ცუდი ჩაწოდება და დევის მოიესის რეაქცია

როგორც იცით, 5 იანვარს, “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “სუონსისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მანჩესტერელთა ფეხბურთელმა ალექსანდერ ბიუტნერმა ძალიან ცუდად ჩააწოდა, რასაც დევიდ მოიესის სასაცილო რეაქცია მოყვა.

მსაჯის სასაცილო მოქმედება “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსის” შორის გამართულ შეხვედრაში

5 იანვარს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “სუონსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, კამერებმა მსაჯის ძალიან უცნაური მოქმედება დააფიქსირეს.

“ტოტენჰემის” ფეხბურთელმა თავის მაისურზე დაინერწყვა

1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთი კურიოზული რამ მოხდა. ლონდონელთა გუნდის ფეხბურთელმა, ჰარი კეინმა თავის მაისურზე დაინერწყვა.

დანი უელბეკის სიმულიანტობა “ტოტენჰემთან” მატჩში

1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთ ეპიზოდში, მანჩესტერელმა დანი უელბეკმა ისიმულიანტა, რაც რა თქმა უნდა, კამერებს არ გამოპარვია.

რუნი: “მანჩესტერი” ბევრს გააკვირვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი თვლის, რომ წარუმატებელი სტარტის შემდეგ გუნდი ძველ ფორმას იბრუნებს.

“სეზონის სტარტზე ცუდი შედეგი გვქონდა, მაგრამ ახლა ჩვენს თამაშს ვპოულობთ, რაც რეზულტატებზეც აისახება. ბოლო კვირებში ჩვენი პროგრესი აშკარაა. იმედი მაქვს, “მანჩესტერი” კიდევ გააკვირვებს გულშემატკივარს” – განუცხადა ბრიტანულ პრესას უეინ რუნიმ.

მოიესი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ტიტულისათვის იბრძოლებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი აცხადებს, რომ მისი გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებისათვის იბრძოლებს.

26 დეკემბერს, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჰალ სიტის” ესტუმრა. თავდაპირველად, მოიესის შეგირდები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა მათ მატჩის შემოტრიალება მაინც მოახერხეს და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.

“სასიხარულოა, რომ მატჩის ბედის შემოტრიალება შევძელით. ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა, ამრიგად ჩვენ ტიტულის მოგებისათვის აუცილებლად ვიბრძოლებთ”, – ამბობს მოიესი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, მანჩესტერელები პრემიერ ლიგის ცხრილში, 31 ქულით, მეშვიდე პოზიციას იკავებენ.

ძელთან შეჯახების შემდეგ დასისხლიანებული ფეხბურთელი

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, მასპინძელთა მცველი, ალექს ბრიუსი კარის ძელს შეეჯახა, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.

მანჩესტერელი ადნან იანუზაის სიმულიანტობა

21 დეკმებერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ვესტ ჰემს” შორის გამართულ შეხვედრაში (3:1), მანჩესტერელმა ადნან იანუზაიმ ისიმულიანტა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.