“ტოტენჰემის” მძიმე შემოდგომა

“ტოტენჰემის” რთული პერიოდი, “საუთჰემპტონის” მორიგი ლონდონური გამოცდა და ინგლისური პრემიერლიგის მეცამეტე ტურის სხვა საინტერესო ამბები ჩვენს პრევიუში.

ადგილები გაცვალეს

სულ რაღაც ერთი თვის წინ რომ გვესაუბრა “ტოტენჰემის” და “მანჩესტერის” შეხვედრის შესახებ, მდომარეობას რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. მაგრამ ახლა, “ტოტენჰემს” რთული პერიოდი დაუდგა, “იუნაიტედი” კი ნელ-ნელა პოულობს თავის თამაშს. “კარდიფთან” დასანანი ქულების დაკარგვა რომ არა, მანჩესტერელები უკვე ოთხეულში იქნებოდნენ. თუმცა ფაქტია, რომ “წითელი ეშმაკები” საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ.

“ტოტენჰემი”  რამოდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ცხრილის შუაში აღმოჩნდა. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, ანდრე ვილაშ-ბოაშს ულტიმატუმიც კი წაუყენა კლუბის ხელმძღვანელობამ. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები წააგებენ, პორტუგალიელი სპეციალისტი სამსახურს დაკარგვა ემუქრება. თუმცა, თავად სპეციალისტი ამ ხმებს უარჰყოფს და აცხადებს რომ კლუბი მას ბოლომდე ენდობა.                                                                                “ამ კვირაში მე შევხვდი ხელმძღვანელობას, მაგრამ ეს უბრალო სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც გუნდის თამაშს ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით შევეხეთ” – აცხადებს ვილაშ-ბოაში.

შუა კვირაში ორივე გუნდმა ევროტურნირებზე გამართა შეხვედრები. “მანჩესტერმა” ლევერკუზენში გაილაღა და ადგილობრივ “ბაიერს” ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა. ლონდონელები კი ნორვეგიაში გაემგზავრნენ “ევროპა ლიგის” ფარგლებში და იქაურ “ტრომსოს” სძლიეს.

კვირას გასამართ მატჩში, “ტოტენჰემს” ტრავმების გამო ადებაიორი, ერიქსენი და როუზი დააკლდებიან. მანჩესტერელებს კი კერიკი. კითხვის ნიშნის ქვეშ არის რაფაელის, ვან პერსის და ნემანია ვიდიჩის თამაშის.

უელსური კვალი

გათამშების ლიდერი, ლონდონის “არსენალი”, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს უელსის დედაქალაქს ეწვევა, სადაც ნებისმიერ გრანდს უჭირს თამაში. მიუხედავად იმისა, რომ “კარდიფის” ფანების ნაწილი საკუთარი გუნდის ხელმძღვანელობის ქმედებებს აქტიურად აპროტესტებს, სტადიონზე მაინც შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო იქმნება. უელსის დედაქალაქში პრობლემები “სიტის”, “მანჩესტერს” და “ევერტონს” უკვე შეექმნათ. კარდიფმა ქულების 90% საშინაო არენაზე მოიპოვა.

30.11.13. 19:00 ბირმინგემი, “ვილა პარკი”

“ასტონ ვილა” – “სანდერლენდი”

30.11.13. 19:00 კარდიფი, “კარდიფ სიტი”

“კარდიფ სიტი” – “არსენალი”

30.11.13. 19:00 ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

“ნორვიჩ სიტი” – “კრისტალ პელასი”

30.11.13. 19:00 ლივერპული, “გუდისონ პარკი”

“ევერტონი” – “სტოუკ სიტი”

30.11.13. 19:00 ლონდონი, “აპტონ პარკი”

“ვესტ ჰემი” – “ფულჰემი”

30.11.13 21:30 ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

“ნიუკასლ იუნაიტედი” – “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”

01.12.13. 18:05 კინგსტონ-აპონ-ჰალი, “კინგსტონ ქომუნიქეიშენ”

“ჰალ სიტი” – “ლივერპული”

01.12.13 20:10 ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

“ჩელსი” – “საუთჰემპტონი” 

გააკეთე შენი პროგნოზი: http://fanebi.com/premium/?match_id=142

01.12.13. 16:00 ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

“ტოტენჰემი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

გააკეთე შენი პროგნოზი: http://fanebi.com/premium/?match_id=133

 

მოიესი: “ლევერკუზენთან” ვან პერსი დაგვაკლდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში, “ლევერკუზენის” წინააღმდეგ, მის გუნდს რობინ ვან პერსი დააკლდება.

“რობინი ასი პროცენთინ არ არის მზად, მას ჯანმრთელობასთან აქვს პრობლემები” – განაცხადა მოიესმა, “ბაი-არენზე” გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ “ა” ჯგუფში “მანჩესტერი” 8 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ლევერკუზენი” მეორეზე და 1 ქულით ჩამორჩება ინგლისურ გრანდს.

მოიესი: სამწუხაროა, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დამწუხრებულია “კარდიფთან” ფრის გამო. პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრა 2-2 დასრულდა. უელსელებმა ანგარიშის გათანაბრება 91-ე წუთზე მოახერხეს.

“სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. უელბეკს შესანიშნავი შანსი ჰქონდა 2-1ზე, თუმცა ვერ გამოიყენა.  გოლი კი სულელური ჯარიმის გამო მივიღეთ. დაცვაში ყურადღება გვაკლდა” – აღნიშნა მოიესმა.

დღევანდელი მატჩის შემდეგ “მანჩესტერი” მეექვსე ადგილზე იმყოფება.

“იუვენტუსს” ნანი კვლავ სჭირდება

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობებმა პორტუგალიელი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ განაახლეს.

Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა ლუიშ ნანისადმი ინტერესი ისევ განაახლა და მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო.

შეგახსენებთ, 27 წლის მოთამაშე “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მისი მიმდინარე კონტრაქტი კი 2018 წლის ივნისამდეა ძალაში. თუმცა, მიმდინარე სეზონში მან ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა, რითაც ძალიან იმედგაცრუებულია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნანის თამაშით ასევე “ინტერი” ინტერესდება.

სანდრო საპანაძე

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველაზე სექსუალური ქომაგი

22 წლის კოლუმბიელმა მოდელმა სოფია ხარამილიომ ფოტოსესია საფეხბურთო მოედანზე მოაწყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა არ დამალა, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ქომაგობს. ცოტა ხნის წინათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანების ვებ-გვერდზე ხარამილიომ კლუბის ყველაზე სექსუალურ ქომაგად დაასახელეს.

სამშობლოში ხარამილიო ცნობილია არა მხოლოდ როგორც მოდელი, არამედ რეალითი-შოუ „საპირისპირო სამყაროების“  (Mundos opuestos) 2012 წლის გამარჯვებული, რომლის საპრიზო თანხაც 200 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

 

“ატლეტიკო” კაგავას აკვირდება

როგორც ცნობილია, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა “მანჩესტერ იუნაიტედის” იაპონელი ნახევარმცველის გადაბირებას ეცდება.

შეგახსენებთ, 24 წლის მოთამაშე “წითელ ეშმაკთა” რიგებს გასულ ზაფხულს, დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა. თუმცა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მან ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა.

როგორც ბრიტანული და ესპანური გამოცემები იტყობინებიან, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კაგავას დევიდ მოიესის გუნდის დატოვების შესაძლებლობა ექნება.

ამჟამად აზიელი მოთამაშის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” გამოხატავს. ასევე, შესაძლოა,რომ “ბორუსია” ზამთარში მის დაბრუნებას შეეცადოს.

სანდრო საპანაძე

ბიუტნერი: “ეს კრიზისი არ არის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა, ალექს ბიუტნერმა განაცხადა, რომ გუნდის მარცხი არ ნიშნავს, რომ კლუბში კრიზისია.

“გუნდში ყველა დამწუხრებულია შექმნილი მდგომარეობით. წაგებას არავინ ელოდა,”-განაცხადა ბიუტნერმა.

“მომდევნო მატჩების მოგება ძალზედ საჭიროა, რადგან გაბრაზებული გულშემატკივრის გულის მოგება კვლავ მოვახერხოთ”.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერს” ექვსი თამაშიდან სამი წაგება, ორი მოგება და ერთი ფრე აქვს. “წითელი ეშმაკები” ამ შედეგით პრემიერლიგის გათამაშებაში მე-12 ადგილს იკავებენ.

საბა საპანაძე

მანჩესტერ იუნ. 2-0 კრისტალ პალასი (რევიუ)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის წინა ტურში “ლივერპულთან” წაგებული დერბის შემდეგ საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” მიიღო და იოლად, 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ შეხვედრის ვიდეომასალას.

 

 

ლივერპული 1-0 მანჩესტერ იუნ (რევიუ)

პრემიერლიგის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში “ლივერპულმა” “ენფილდზე” მოსისხლე მტერი, “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა. გთავაზობთ შეხვედრის მიმოხილვას.

მანჩესტერ იუნ. 0-0 ჩელსი (რევიუ)

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას.

სოუნსი 1-4 მანჩესტერ იუნაიტედი

პრემიერლიგა გამარჯვებით დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა, “მანჩესტერ იუნაიტედმა”. ისტორიულ, სერ ალექს ფერგიუსონის კლუბის მესაჭის პოსტიდან წასვლის შემდეგ ჩატარებულ პირველ საჩემპიონატო შეხვედრაში “წითელმა ეშმაკებმა” შოტლანდიელი სპეციალისტის ბოლო დიდი სატრანსფერო შენაძენის, რობინ ვან პერსის შესანიშნავი თამაშის წყალობით უელსელები 4-1 გაანადგურეს. Continue reading “სოუნსი 1-4 მანჩესტერ იუნაიტედი”

დიდი დაპირისპირება: ტოპ 10 “არსენალი” – “მანჩესტერი” 21-ე საუკუნეში!

კვირას პრემიერლიგაში დიდი მატჩია. შეხვედრა, რომელსაც გარდა ჩემპიონობისთვის ბრძოლისა, ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვს და ეს მუდამ ასე იყო, ეს ხომ “არსენალი” – “მანჩესტერია”. Continue reading “დიდი დაპირისპირება: ტოპ 10 “არსენალი” – “მანჩესტერი” 21-ე საუკუნეში!”