“მანჩესტერის” ფანების თხოვნა კლუბს: “წაშალეთ!”

“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართათვის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებას 2011 წლის აგვისტოში, “არსენალის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება (8-2) წარმოადგენს, თუმცა დღესდღეობით “წითლები” ამაზე საჯაროდ საუბრის ხასიათზე ნამდვილად არ არიან.

ბრიტანული გრანდის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სწორედ ეს გამარჯვებაა ნახსენები, საკმაოდ უცნაური გამოხმაურება მოჰყვა კლუბის ფანების მხრიდან:


“წაშალეთ! ვაგებთ.”



“წაშალეთ, სანამ ხალხი ნახავს.”



“ღმერთს ვთხოვ მოვიგოთ, თორემ ეს საშინლად სამარცხვინო იქნება ჩვენთვის.”

ლოპოტეგიმ მატა ნაკრებში დააბრუნა, ფაბრეგასი – არა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლოპოტეგიმ მაკედონიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან გასამართი მატჩისთვის 23 ესპანელი ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი იტალიისა და ალბანეთის ნაკრებებთან გამართულ მატჩებისთვის არ გამოუძახებიათ, მსგავსად “ჩელსის” ფლეიმეიქერის, ცესკ ფაბრეგასისა.

აღსანიშნავია, რომ იულენ ლოპოტეგიმ მომავალ მატჩებში თამაშის შანსი მატასთან ერთად არიც ადურისსაც მისცა, რომელმაც ევროპა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

ბერბატოვი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

დღეს ბრიტანულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც დიმიტარ ბერბატოვი ინგლისში დაბრუნებასთან, კერძოდ კი “სუონსი სიტიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

“ბერბატოვს მაისში შევხვდი, ჰრისტო სტოიჩკოვისადმი მიძღვნილი მატჩისას, რომელიც სოფიაში გაიმართა. მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ვიცი, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

კლუბში ყველამ იცის, რომ მისი გადაბირების თაობაზე დისკუსიები მიმდინარეობს. ბერბატოვი ჩვენს რადარზე ნამდვილად არის, თუმცა ჩვენს ბევრ სხვა ფეხბურთელსაც ვაკვირდებით, ვნახოთ რა მოხდება.” – განაცხადა “სუონსის” თავკაცმა ბობ ბრედლიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვს აქამდე “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” რიგებში აქვს ნათამაშები.

“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: მოურინიომ 6 ცვლილება განახორციელა

ჟოზე მოურინიომ ყოფილ კლუბთან გასამართი მატჩის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო თერთმეტეულში 6 ცვლილება განახორციელა.

“წითელ ეშმაკთა” დამრიგებელმა სასტარტოში გაამწესა ანტონიო ვალენსია, დეილი ბლინდი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, მარკუს რეშფორდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თუმცა პორტუგალიელმა ძირითადში მხითარიანის ადგილი კვლავ ვერ მოძებნა.

გამომდინარე იქიდან, რომ “მანჩესტერელთა” კაპიტანი, უეინ რუნი ტრავმირებულია, პოლ პოგბას უფრო მეტად მოუწევს შეტევით მონახაზებში თავის როლის თამაში. ის ზლატანის უკან ითამაშებს.

რაც შეეხება “ჩელსის” სკიპერ ჯონ ტერის, როგორც ჩანს, ის ჯერ სათანადოდ მზად არაა მოედანზე გამოსასვლელად. დაცვის ცენტრში მის ნაცვლად დავიდ ლუისი და ტიმ კეჰილი ითამაშებენ.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, კეჰილი, მოზესი; კანტე, მატიჩი, ალონსო; პედრო, აზარი, დიეგო კოშტა.

სათადარიგოთა სკამი: ბეგოვიჩი, აინა, ტერი, ჩალობაჰი, ოსკარი, უილიანი, ბატშუაი.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, სმოლინგი; ერერა, ფეილაინი, ლინგარდი, პოგბა; რეშფორდი, იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგოთა სკამი: როხო, მატა, მარსიალი, კერიკი, იანგი, რომერო, დარმიანი.


მოურინიო აბრამოვიჩზე: “მეგობრები არასდროს ვყოფილვართ”

ბრიტანულ Sky Sports-თან საუბრისას, “ჩელსის” ყოფილმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მას რომან აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

“აბრამოვიჩი კლუბის მფლობელი იყო, მე მას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა არასდროს გვქონია. მე მწვრთნელი ვიყავი და ისიც ამიტომ მცემდა პატივს.

ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ.

მის სახლში თუ მივიდოდი, მხოლოდ სამსახურეობრივი საქმის გამო. რაიმე პირადული არასდროს გაგვიზიარებია ერთმანეთისათის. მეგობრები არ ვყოფილვართ, ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ ზედმეტად დიდ პატივისცემას ვამჟღავნებდით.” – განაცხადა პორტუგალიელმა.

რატომ აწერიათ ფეხბურთელებს ევროტურნირებზე სახელი და ნომრები განსხვავებულად?

მართალია, რიად მაჰრეზის გოლებს ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე მიეჩვივნენ, თუმცა დაკვირვებული ფანები შეამჩნევდნენ, რომ მაჰრეზის ზურგზე ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ბოლო დროს.

ალჟირელმა ფლეიმეიკერმა “კოპენჰაგენის” კარში გოლის გატანა მე-40 წუთზე მოახერხა, თუმცა უფრო გასაკვირი ის იყო, რომ მას უკან სახელი და ნომერი განსხვავებულად ეწერა.

რატომ აწერიათ განსხვავებული შრიფტით ფეხბურთელებს სახელი და ნომრები საშინაო ჩემპიონატებში და ევროპულ ტურნირებზე?

Untitled-1

Untitled-1

Untitled-1

პასუხი მარტივია. პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას განსხვავებული სტანდარტები გააჩნიათ, მაგალითად ფეხბურთელის სახელის მაისურზე დატანისას 7.5 სანტიმეტრზე უფრო მაღალი შრიფტი არ უნდა იქნას გამოყენებული. ნომრები კი 25-35 სანტიმეტრებში უნდა ჯდებოდეს.

პრემიერ ლიგა: საბრძოლო ფრე მოსისხლე მტრებს შორის (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალუდ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც შეკრებილმა გულშემატკივარმა ინგლისისა და მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დერბი იხილა.

მართალია, გოლების მხრივ მატჩმა მოლოდინები ვერ გაამართლა, თუმცა გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო სანახაობა იხილეს.

შედეგად, ორივე გუნდმა თითო-თითო ქულით წაიწია წინ სატურნირო ცხრილში – კლოპის გუნდი 17 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო “მანჩესტერი” 14 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.


“ლივერპული”: კარიუსი; მილნერი (ალბერტო მორენო 87′), დეიან ლოვრენი, ჟოელ მატიპი, კლაინი; ადამ ლალანა, ჰენდერსონი, ჯანი; კოუტინიო, რობერტო ფირმინო (ორიჯი 84′), სადიო მანე.

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დავიდ დე ხეა; ბლინდი, სმოლინგი, ბაილი, ვალენსია; ერერა, ფელაინი; მარკუს რეშფორდი (რუნი 64′), პოგბა, იანგი; ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოუირნიო


რომელი კლუბის მაისურია ყველაზე გაყიდვადი?

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, Mirror-ი.

როგორც ცნობილი გახდა, 2011-2016 წლებში, ანუ ბოლო ხუთ სეზონში ყველაზე მეტი მაისურის გაყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ თამაშობს, ის ამ მხრივ მაინც ლიდერობს. “წითელმა ეშმაკებმა” ნახსენებ შუალედში, ერთ წელში საშუალოდ 1 750 000 მაისური გაყიდეს.

მეორე ადგილს მადრიდის “რეალი” იკავებს, რომლის მიერ წელიწადში გაყიდული ფორმების რაოდენობა 100 000-ით ნაკლებია “მანჩესტერისაზე”.

ხუთეულის დანარჩენ სამ ადგილს “ბარსელონა”, “ბაიერნი” და “ჩელსი” იკავებენ.

კუმანი: “გვარდიოლა რისკიანი მწვრთნელია”

ლივერპულის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან მისი და გვარდიოლას ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. პეპი უკვე მანჩესტერში ცხოვრობს და უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ ერთმანეთი ვნახოთ და საღამოობით ვივახშმოთ ხოლმე.”

“გვარდიოლა ხშირად მეკითხება ჰოლანდიურ ფეხბურთზე და მის სპეციკაზე.”

“პეპის მიერ გაწვრთნილი გუნდების: “ბარსელონას”, “ბაიერნის” ბერვი თამაში მაქვს ნანახი და რაც ამ მწვრთნელში აღამფრთოვანებს ის არის, რომ ყოველთვის გახსნილ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ასე ახერხებს წარამატების მიღწევას. ის, ამის გამო, ძალიან რისკიანია, თუმცა თავის თავში დაჯერებული ადამიანია და ბევრ ტიტულსაც იგებს.”

“სხვა მწვრთნელებიც ახერხებენ თასების აღმართვას, მაგრამ, მათი უმეტესობა, სხვა სტილის ფეხბურთით აკეთებენ ამას,” – განაცხადა ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა.

პატრის ევრა: “გონსალო იგუაინს რუდ ვან ნისტერლოის შევადარებდი”

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ მის თანაგუნდელ გონსალო იგუაინზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მის ექს-მანჩესტერელ თანაგუნდელს, რუდ ვან ნისტერლოის გავს.

“პირადად მას კარგად ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ ფაქტი, რომ გოლი ვერ გააქვს მას აგიჟებს.” – განაცხადა ევრამ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

“ეს მის ბუნებაშია. ერთ-ერთ მატჩში ორივეს სათადარიგოთა სკამზე გვიწევდა ჯდომა და ძალიან კარგად მახსოვს, რომ მას მატჩის ბოლოს ფრჩხილები არცერთ თითზე არ შერჩენოდა. ის ყოველთვის გოლის გატანაზე ფიქრობს.

ვან ნისტერლოიც ასეთი იყო. ისინი იმ ფეხბურთელების სიას მიეკუთვნებიან, რომლებიც გოლების გასატანად მოევლინენ ამ მსოფლიოს. ეს ფეხბურთელები უბრალოდ ვერ იძინებენ, გოლს თუ არ გაიტანენ.”

რუნი: “მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ უეინ რუნი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში, რომელიც ხვალ ინგლისსა და სლოვენიას შორის გაიმართება, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

ამასთან დაკავშირებით “მანჩესტერის” შემტევმა კომენტარი უკვე გააკეთა.

“მესმის მწვრთნელის და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ძალიან მინდა, ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში, მაგრამ ის, რაც ხდება, გასაგებია. როცა მწვრთნელს დავჭირდები, მაშინ გავალ მინდორზე და ბოლომდე დავიხარჯები.”

“ვამაყობდ, რომ ნაკრების წევრი მქვია. არ აქვს აზრი ვითამაშებ, თუ არა – ნებისმიერ შემთხვევაში ამაყად ვგრძნობ თავს.”

“ახლაც ძალიან მინდა, დავეხმარო ჩემს თანამემამულეებს. ჩემი, როგორც კაპიტნის როლი, არ შეიცვლება!” – განაცხადა უეინ რუნიმ.

 

ანტუან გრიზმანი პრემიერ ლიგის სამ გრანდს სურს

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად არის დაინტერესებული საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატელტიკოს” ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენით. “წითელ ეშმაკებს” სიმეონეს შეგირდის გადაბირება მომავალ ზაფხულს სურთ.

იმავე წყაროს ცნობით, ნახსენები მოთამაშის შეძენა ლონდონურ გუნდებს: “არსენალსა” და “ჩელსის” სურთ. ისინი, დაახლოებით, 89.3 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

“მანჩეტსერში” ანტუანის მეგობარი და თანამემამულე პოლ პოგბა გამოდის. თუ გრიზმანი “ატლეტიკოს” დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა, მან, პოგბას გამო, მანჩესტერულ გუნდზე გააკეთოს არჩევანი.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.