ერთი წლის წინ ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და, ანგარიშით, 3:0 დაამარცხა მეტოქე.
1 წლის შემდეგ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს მესუთ იოზილმა და სანტი კასორლამ კომენტარი გაუკეთეს.
ერთი წლის წინ ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და, ანგარიშით, 3:0 დაამარცხა მეტოქე.
1 წლის შემდეგ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს მესუთ იოზილმა და სანტი კასორლამ კომენტარი გაუკეთეს.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდების სიას.
10. “ლივერპული” (356 მილიონი ევრო)
9. “ბაიერნი” (357 მილიონი ევრო)
8.”არსენალი” (381 მილიონი ევრო)
7. “იუვენტუსი” (395 მილიონი ევრო)
6. “პსჟ” (455 მილიონი ევრო)
5. “ჩელსი” (481 მილიონი ევრო)
4. “ბარსელონა” (485 მილიონი ევრო)
3. “მანჩესტერ სიტი” (611 მილიონი ევრო)
2. “რეალი” (634 მილიონი ევრო)
1. “მანჩესტერ იუნაიტედი” (718 მილიონი ევრო)
დღეს პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სტოკ სიტის” დაუპირისპირდება. წინა მატჩში “მანჩესტერელებმა” “ლესტერი” გუნდის კაპიტნის, უეინ რუნის გარეშე გაანადგურეს (4-1).
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, იქნება თუ არა რუნი “სტოკთან” ძირითადში და დარჩება თუ არა იგი “წითელი ეშმაკების” კაპიტნად; სეუ ჟოზემ ასეთი პასუხი გასცა ჟურნალიტსებს: “არ აქვს მნიშვნელობას, ის მოედანზეა თუ არა. ახლაც და მომავალშიც “მანჩესტერის” კაპიტანი რუნი იქნება. ის არის ნამდვილი ლიდერი! უეინი ჩვენი კლუბის, ფეხბურთელების კაპიტანია!”
“რთულია, გეკეთოს ეს სამკლაური, როცა “მანჩესტერის” ფორმას ატარებ. რუნის დიდი მისია აკისრია, რასაც შესანიშნავად ასრულებს; ამიტომ, მას გუნდელებში დიდი პატივისცემა აქვს!” – განაცხადა მოურინიომ.
როგორც Daily Star-ი იტყობინება, ინგლისის პრემიერ ლიგის ორი გრანდი, “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენით.
“სიტის” კაპიტანი, კომპანი ნელ-ნელა ასაკში შედის და ტრავმიანობასაც მოუხშირა. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ პეპ გვარდიოლამ ბელგიელი სპორტსმენის შემცვლელის ძებნა დაიწყო. ამის ოპტიმალურ ვარიანტად კი იგი ბონუჩის ხედავს.
ასევე, იტალიელი მოთამაშე ანტონიო კონტესაც უნდა. ეს უკანასკნელი ლეონარდოს როგორც “იუვეში’, ასევე იტალიის ნაკრებშიც წვრთნიდა.
ვარაუდობენ, რომ თუ “ბებერი ქალბატონი” ბონუჩის მინიმუმ 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დათმობს.
დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ლესტერ სიტის”, ანგარიშით, 4-1 სძლია. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაშისადებიუტო გოლი გაიტანა “წითელი ეშმაკების” 105-მილიონიანმა სპორტსმენმა, პოლ პოგბამ.
იტალიური მედია წერს, რომ პარასკევს ფრანგი მოთამაშე ტურინში იმყოფებოდა. პოლმა მისი ყოფილი გუნდელები “იუვენტუსის” საწვრთნელ ბაზაზე მოინახულა. პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მან საკუთარი გარდერობი დააცარიელა. ეს ის გარდერობია, რომლის დალაგებისკენაც პატრის ევრა პოლს სოციალურ ქსელში ხუმრობით მოუწოდებდა.
ამის შემდეგ მოხდა მთავარი: ახალგაზრდა მოთამაშემ “ბებერი ქალბატონის” ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა პერსონალს “როლექსის” საათები აჩუქა. ეს იყო გუნდის დატოვების მოსაბოდიშებლად ერთგვარი საჩუქარი. საგულისხმოა, რომ არცერთ საათზე არ იყო ნახსენები ფირმის სიმბოლო, თუმცა პოგბას თქმით, ყველა მათგანი “როლექსის” კომპანიის მიერ იყო დამზადებული.
ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, პოგბამ ტურინი დატოვა, რამდენიმე საათში კი “ოლდ ტრაფორდზე” სადებიუტო გოლი გაიტანა.
დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთ მათგანში ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა უეინ რუნი “წითელი ეშმაკების” ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ერთ-ერთ ლიდერს შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დააწყებინა.
ნახსენებ ფაქტთან დაკავშირებით, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სეუ ჟოზეს ჰკითხეს, რატომ მოიქცა ასე. მისი პასუხი კი ასეთი იყო: “ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე “ზორიას” ვეთამაშებით. თუ რუნი ახლა არ ითამაშებს, ის მომავალი მატჩისთვის დასვენებული იქნება. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება!” – განაცხადა “განსაკუთრებულმა”.
ვინსენტ კომპანი, ოთხ თვიანი ტრავმის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ფეხბურთს. იგი ნელ-ნელა სასურველ ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ ორი დღის წინ, ინგლისის ლიგის თასზე, “სუონსისთან” გამართულ შეხვედრაში”, ისევ ტრავმა მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ 30 წლის მოთამაშეს არც ისე პატარა ასაკი აქვს და თან ტრავმებს მოუხშირა, “სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო. The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიელი სპეციალისტი სერიოზულად არის დაინტერესებული ლეონარდო ბონუჩის შეძენით. მანჩესტერელები მომავალ ზაფხულს “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.
ლეონარდო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ბებერ ქალბატონში” და იტალიელები მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა , უნდა თქვას, რომ ნახსენები თანხაც საკმაოდ “მსუყეა”.
დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.
ჟოზე მოურინიოს “მანჩსესტერს” დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ახალ სეზონში გუნდმა უკვე არც თუ ისე ცოტა იზარალა უკანა ხაზის შეცდომების გამო.
The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მისი დაცვის მომავალ ბურჯად, არც მეტი, არც ნაკლები, მადრიდის “რეალის” კაპიტანს, სერხიო რამოსს მიიჩნევს. როგორც ირკვევა, მოურინიომ უკვე აცნობა მისი სურვილის შესახებ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობას; სავარაუდოდ, “წითელი ეშმაკები” 42 მილიონ ფუნტს ჩამოვლენ 30 წლის ფეხბურთელში.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით სერხიო რამოსმა ისაუბრა: “მართალი რომ გითხრათ, ინგლისური კლუბისგან ადრეც იყო წინადადება. დავფიქრდი და მივხვდი, რომ “რეალში” დარჩენა სჯობდა. ეს გუნდი ჩემი პრიორიტეტია. “ბლანკოსში” ადრე მცირე არეულობები იყო, თუმცა ახლა ყველაფერი საუკეთესოდაა,” – განაცხადა “ფურია როხას” კაპიტანმა.
სულ ცოტა ხნის წინ ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალის ბოლო რვა შეხვედრა დასრულდა.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნორთჰემპტონ თაუნს” მოუგო, ანგარიშით, 3-1. მეორე მანჩესტერულმა გუნდმა – “სიტიმ” გასვლაზე “სუონსი” დაამარცხა (2-1). მოკლედ, ორივე კლუბი მერვედფინალში გავიდა.
საგულისხმოა, რომ ნახსენებ ეტაპზე პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ჟოზე მოურინიომ გასულ ზაფხულს ტრანსფერებში 150 მილიონი ევრო დახარჯა. მან ნახევარდაცვა პოგბათი და მხითარიანით გააძლიერა, თუმცა ამ ტრანსფერებმა ჯერ ბოლომდე ვერ გაამართლა.
The Sun-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლესტერ სიტის” შუახაზელის, დენი დრინქუოთერის შეძენა უნდა. “წითელი ეშმაკები” “მელიების” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელში 30 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.
საგულისხმოა, რომ “ლესტერის” მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ერთი ნახევარმცველი, ნ’გოლო კანტე უკვე გაუშვა “ჩელსიში”. ასე რომ, თუ დრინქუოთერიც “ლესტერს” დატოვებს, ინგლისის ჩემპიონების ნახევარდაცვა საგრძნობლად შესუსტდება.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ზამთარში.
Mirror-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისკო ალარკონის შეძენა უნდა.
“წითელმა ეშმაკებმა” ზაფხულზე 150 მილიონი ევრო დახარჯეს და, მაინც და მაინც, ტრანსფერებმა ჯერ ვერ გაამართლა. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელს ნახწევარდაცვის გაძლიერება “რეალის” ფლეიმეიქერით სურს. თავის მხრივ, ისკოს “ბლანკოსში” არც ისე დიდი დრო ეძლევა სათამაშოდ.
ალარკონს კონტრაქტი ახლანდელ კლუბთან 2018 წლამდე აქვს. ვნახოთ, რა გადაწყდება ზამთარში ესპანელთან დაკავშირებით.
პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ სიტი” “ბორნმუთს” უპირისპირდება.
მასპინძელთა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა მეტოქეს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა.
იხილეთ ვიდეო