ჩემპიონთა ლიგა: I ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ცხრა შეხვედრა გაიმართა და ამით დასრულდა ჯგუფური ეტაპის პირველი ტურიც.

Goal.Com-ი ამ კვირის საუკეთესო თერთმეტეულს გვთავაზობს.

იან ობლაკი; ლუკას პისჩეკი, ზანკა, სოკრატისი, ალექსანდერ კოლაროვი; ჯოშუა კიმიხი, ანდრე გომეში; მარკ ობრაიტონი, ლიონელ მესი, ნეიმარი; სერხიო აგუერო.

სქოულზი: “ის “მანჩესტერის” ძირითადში არ უნდა იყოს!”

მანჩესტერულ დერბიში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “სიტისთან” 1-2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი შავი ლაქა დალი ბლინდი იყო, რომელიც დაცვის ცენტრში იდგა.

“მანჩესტერის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ჰოლანდიელ მოთამაშეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბლინდი ძირითად თერთმეტეულში არ უნდა იყოს.

“მანჩესტერულმა დერბიმ აჩვენა, რომ ბლინდი სასტარტო თერთმეტეულში, დაცვაში არ უნდა იდგეს. თუ პირველივე წუთიდან მოუწევს შეხვედრის დაწყება, ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო პოზიცია საყრდენია. ბლინდს გაუმართლა, რომ კარგი პარტნიორი ჰყავს ერიკ ბაილის სახით.”

“ბაილის მეწყვილე დაცვის ცენტრში კრის სმოლინგი უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ  მისი ფიზიკური შესაძლებლობები ზუსტად შეეფერება ინგლისის ჩემპიონატს. გარდა ამისა, კრისი ძალიან გამოცდილია, მით უმეტეს, პრემიერ ლიგაში თამაშის მხრივ. დარწმუნებული ვარ, წინა შეხვედრაში სმოლინგი რომ მდგარიყო ბლინდის მაგივრად, ბევრ მომენტში შეძლებდა დე ბრუინის განეიტრალებას,” – განაცხადა სქოულზმა.

პრემიერ ლიგის გუნდი გრიზმანში რეკორდულ თანხას იხდის

Sunday Express-ი იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსი” მომავალ ზაფხულზე ანტუან გრიზმანის შეძენას აპირებს.

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტეს “არისტოკრატების” ხელმძღვანელობასთან უკვე ჰქონდა საუბარი ფრანგის ტრანსფერის თაობაზე. ნახსენებ წყაროს თუ დავუჯერებთ, ინგლისელები საფრანგეთის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” შემტევში მინიმუმ 86 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

გასულ ზაფხულზე პოგბაში “მაჩესტერმა” 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც, ჯერჯერობით, რეკორდული თანხაა. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალ ზაფხულზე ეს რეკორდი გრიზმანის ტრანსფერმა მოხსნას.

იბრაჰიმოვიჩი: “რა მენატრება ყველაზე მეტად “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან?” (ვიდეო)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ფრაზებითა და პასუხებით.

ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში ზლატანს კითხეს, თუ რა ენატრებოდა მას “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან. ასეთი ტიპის კითვაზე, ძირითადად, ფეხბურთელები თავიანთ მწვრთნელს ან თანაგუნდელებს ასახელებენ. ხოლო, შვედმა სპორტსმენმა ტრადიცია ახლაც არ დაარღვია და ძალიან არაპროგნოზირებადი პასუხი გასცა ჟურნალისტს: “ჩემი ხელფასი. ესაა ის, რაც ძალიან მენატრება.”

პრემიერ ლიგა: III ტურის საუკეთესო თერთმეტეული

გუშინ პრემიერ ლიგის მესამე ტური დასრულდა. ლიდერებმა, “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ-იუნაიტედმა” და “ჩელსიმ” კვლავ მოახერხეს გამარჯვება და 9-9 ქულით პირველ სამ ადგილს იკავებენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია “ლესტერ სიტის” პირველი მოგებახც მიმდინარე სეზონში. მოკლედ, საინტერესო მატჩები გამოვიდა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის 11 საუკეთესო მოთამაშის სიას გვთავაზობს.

მეკარე: გივენი.

მცველები: შოუ, ბლინდი, დევისი, ვალენსია.

ნახევარმცველები: სილვა, ფერნანდინიო.

შემტევები: აზარი, ვილიანი, სტერლინგი, ვარდი.

cats

აზარი: “ვცდილობთ, წარსული დავივიწყოთ და აწმყოთი ვიცხოვროთ”

დღეს პრემიერ ლიგა იწყება. პირველი ტურის შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ვესთ ჰემს” დაუპირისპირდება. მილიონობით ადამიანი ელის იმას, თუ როგორ დაიწყებენ ლონდონელები ახალ სეზონს. “არისტოკრატებმა” გასული სათამაშო წელი საშინლად ჩაატარეს და მათგან ყველა გამოღვიძებასა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ელოდება.

“ჩელსის” მოთამაშემ, ედენ აზარმა, რომელიც წინა სეზონში ერთ-ერთი დიდი შავი ლაქა იყო გუნდის თამაშში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველას უნდა ისეთივე ფორმაში იყოს, როგორც ორი წლის წინ: მაშინ, როცა პრემიერ ლიგის ტიტული მოვიგეთ”

“გასული წელი კი საშინელება იყო. ვცდილობდით, გაგვეანალიზებინა, რისი ბრალია ასეთი ჩავრდნა, თუმცა ზუსტი პასუხი არცერთმა ვიცით. ალბათ, მაინც დაღლილობაა მთავარი მიზეზი.”

“ყველაფერი ცუდი დავიწყებას უნდა მიეცეს და ახალ სეზონზე ვიფიქროთ. ორშაბათს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს და შევცდებით, კიდევ ერთხელ აღვმართოთ პრემიერ ლიგის თასი.”

“მთავარი მიზანი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა. მინდა, ერთგვარი გარდაქმნა მოვახდინო საკუთარ თავში, რაც,საბოლოოდ, ჩემი თამაშის ხარისხზე აისახება. მწვრთნელი ბევრს გველაპარაკება ხოლმე მოთამაშეებს. კონტეს საუბრის მთავარი მიზანი ისაა, რომ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნოს.”

“რაც აქ მოვედი, პირველად ხდება, რომ ევროპის არცერთ ტურნირზე არ ვმონაწილეობთ. ეს ცოტა ცუდი აღსაქმელია, მაგრამ რას ვიზამთ?! ყველაფერთან შეგეუბა მოგვიწევს. დადებითი მხარე ისაა, რომ კვირაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს,” – განაცხადა ედენ აზარმა.

პოგბა პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრას გამოტოვებს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განხორციელდა  – პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” რეკორდულ თანხად გადავიდა და, გასაკვირი არაა, რომ ყველა მის დებიუტს ელოდა “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში, მაგრამ…

როგორც გაირკვა, “იუვენტუსში” მიღებული ყვითელი ბარათების შედეგად პოლს ერთი მატჩის გამოტოვება უწევდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ აღნიშნული სასჯელი ფრანგ ნახევარმცველს ინგლისურ კლუბშიც გადმოყვა და, შესაბამისად, იგი პირველ შეხვედრაში, “ბორნმუთის” წინააღმდეგ, არ იქნება.

კარიკატურა: პრემიერ ლიგის გამორჩეული მწვრთნელები

ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, არსენ ვნგერი… ეს იმ მწვრთნელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალ სეზონში პრემიერ ლიგაში სხვადასხვა გუნდს უხელმძღვანელებენ.

ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით ომარ მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.

“იუვეში” პოგბას მატუიდი ჩაანაცვლებსო… რამდენს ითხოვს “პსჟ”?

ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული “პსჟ”-ს ნახევარმცველის, ბლეს მატუიდის შეძენით.

როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ფრანგები 29 წლის მოთამაშეში საკმაოდ მაღალ თანხას, 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ისინი მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას, თუ “ბებერი ქალბატონი” აღნიშნული თანხის გადახდას დათანხმდება.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების სპორტსმენის შეძენა ინლისურ გრანდებსაც, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსისაც” სურთ.

პრემიერ ლიგა: რომელმა გუნდმა რამდენი დახარჯა უსაფრთხოებისთვის გასულ სეზონში?

საინტერესო რიცხვებს გვთავაზობს BBC. გავლენიანი გამოცემა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გასულ სეზონში მოწინავე ინგლისურმა კლუბებმა რამდენი დახარჯეს იმისთვის, რომ მატჩების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოთ.

აღმოჩნდა, რომ ამ სიაში 944 195 ფუნტით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს. “ქალაქელებმა” სწორედ ამდენი გადაუხადეს პოლიციას უკვე ჩატარებულ სეზონში. მეორე ადგილზე ამავე ქალაქის გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედია”. უსაფრთხოებისთვის მათი დახარჯული თანხა 925 126 ფუნტს შეადგენს.

ძალიან დიდი დაშორებაა ზემოთ ნახსენებ ორ გრანდსა და ერთად აღებულ ხუთ გუნდს შორის: “არსენალი”, “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ტოტენჰემი” და “ვესთ ჰემი”. ამ კლუბებმა ერთად 178 047 ფუნტი დახარჯეს ნახსენებ საქმეში.

აქვე გეტყვით, რომ 2015/2016 წლების სეზონში ე.წ. “C კატეგორიის” (ანუ რომლებზეც უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია) მატჩების რიცხვი სულ ექვსს შეადგენდა. ესენია: “ლივერპული” – “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი” – “არსენალი”, “ვესთ ჰემი” – “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი” – “ჩარლტონი” და “ლესტერი” – “ევერტონი”.

რომელ ნომრიანი მაისურით ითამაშებს პოგბა “მანჩესტერში”? (ფოტო)

ორი დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი, პოლ პოგბა “იუვენტუსიდან” ინგლისში გადაბარგდა და იქაურ გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს კარიერას. “წითელმა ეშმაკებმა” მასში რეკორდული თანხა, 93.8 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

დღეს გაირკვა, რომ 23 წლის მოთამაშე 6-ნომრიან მაისურს მოირგებს. აღნიშნული ნომერი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ჯონი ევანსი გასულ ზაფხულზე “ვესტ ბრომვიჩში” გადავიდა. პრემიერ ლიგის ისტორიაში, “მანჩესტერში” ამ რიცხვიანი მაისური პირველად ხვდა წილად ნახევარმცველს. აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსში” პოლი 10-ნომრიანი ფორმით თამაშობდა.

ხუან მატას რეაქცია, როდესაც ჟოზე მოურინიომ ის გამოცვალა (ვიდეო)

7 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლესტერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანებლობით პირველი ტიტული მოიპოვა.

შეხვედრის 63-ე წუთზე, ჟოზე მოურინიომ თამაშში ხუან მატა ჩართო, რომელიც მოედანზე ლინგარდის მაგივრად გამოჩნდა. თუმცა, 93-ე წუთზე, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მატა გამოცვალა და თამაშის საშუალება ჰენრიხ მხითარიანს მისცა.