რა ღირს ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩზე დასასწრები ბილეთები?

რამდენიმე დღის წინ, “ლივერპულის” ხელმძღვანებლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სეზონიდან საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთი 77 ფუნტ სტერლინგი ეღირება. ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ “მერსესაიდელთა” გულშემატკივრებში უკმაყოფილოება გამოიწვია და მათ “სანდერლენდთან” შეხვედრის მიმდინარეობისას ტრიბუნები 77-ე წუთზე დატოვეს.

ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ დაასახელა კლუბები, რომელთა საშინაო მატჩებზე დასწრება გულშემატკივრებს ყველაზე ძვირი უჯდებათ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი “ბორნმუთის” შეხვედრებზე დასასწრები ბილეთის ფასია (32 ფუნტ სტერლინგი). “მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონზე ყველაზე ძვირადღირებული ბილეთში 58 ფუნტ სტერლინგი უნდა გადაიხადოთ.

რაც შეეხება ხუთეულს, ის ასე გამოიყურება:

5. “ლივერპული” – 59 ფუნტ სტერლინგი
4. “ტოტენჰემი” – 81 ფუნტ სტერლინგი
3. “ჩელსი” – 87 ფუნტ სტერლინგი
2. “ვესტ ჰემი” – 95 ფუნტ სტერლინგი
1. “არსენალი” – 97 ფუნტ სტერლინგი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნეიმარში 210 მილიონ ევროს იხდიდა

“მანჩესტერ იუანიტედმა” გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კატალონიის “ბარსელონას” ნეიმარის სანაცვლოდ 210 მილიონი დოლარი შესთავაზა. ამ ინფორმაციას ფეხბურთელი მამაც ადასტურებს.

“მანჩესტერ იუნაიტედმა “ბარსელონას” ნეიმარში 210 მილიონი დოლარი შესთავაზა. ჩემს შვილს კატალონიელებთან კონტრაქტი ორ წელიწადში ეწურება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის აქ ბედნიერია და წასვლას არ აპირებს”, – ციტირებს ნეიმარის მამის სიტყვებს Goal.Com-ი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში, “ბლაგაურნას” მაისურით ჩატარებულ 27 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.

პრემიერ ლიგის კლუბების დანახარჯმა მილიარდიან ნიშნულს მიაღწია

პირველად ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, სატრანსფერო ფანჯარაზე (ზაფხულისა და ზამთრის ერთად) ინგლისის ჩემპიონატის კლუბების მიერ დახარჯულმა თანხამ 1 მილიარდს მიაღწია.

Deloitte-ს ბოლო შედეგების თანახმად, ინგლისურმა კლუბებმა 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 130 მილიონი ფუნტი დახარჯეს, სულ 2015-2016 წლების სეზონში კი 965 მილიონი ფუნტი.

თუმცა ინგლისელები მოელიან, რომ მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდსაც გადასცდება . ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისურმა კლუბებმა 45 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც სრულიად ამისთვის სრულიად საკმარისია.

 

ბალოტელი “მანჩესტერ იუნაიტედზე”: “გაანადგურეთ ისინი!”

“მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და “ლივერპულის” ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.

როგორც იცით, დღეს, 17 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

“წარმატებები ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს. გაანადგურეთ ისინი”, – წერს ბალოტელი.

ვან გაალი ფანებზე: “არ მესმის, ამას რატომ ყვირიან”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდის გულშემატკივრების შეძახილებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში მანჩესტერელებმა საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღეს და ფრედ 0:0 ითამაშეს.

“არ მესმის, რატომ ყვირიან: “შეტევე, შეტევა, შეტევა.” შემტევი გუნდი გვყავს და ჩვენ “ვესტ ჰემი” არ ვართ,” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

დავიდ დე ხეამ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სეივი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეამ თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეივი დაასახელა.

“ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეივი ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გავაკეთე, როცა ხუან მატას საჯარიმო არ გავატანინე”, – ციტირებს დე ხეას სიტყვებბს Goal.com.

via GIPHY

ეშლი იანგის სიმულიანტობა გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ცსკა-ს შორის გამართულ მატჩში (1:0), ეშლი იანგმა ისიმულიანტა.

რატომ ვერ გაიტანა რუნიმ პენალტი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

29 აგვისტოს, ინგლისის ლიგის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მეოდანზე “მიდლსბრო” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც დარტყმები უკეთ სტუმრებმა შეასრულეს. მანჩესტერელთა მხრიდან პირველი თერთმეტმეტრიანი უეინ რუნიმ დაარტყა, თუმცა მას მეკარემ აჯობა.

როგორ ირკვევა, პენალტის შესრულებისას, რუნის თვალებში ლაზერს ანათებდნენ და შესაძლოა, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მან გოლი ვერ გაიტანა.

2DE419A000000578-0-A_green_laser_light_shines_in_Manchester_United_skipper_Wayne_Ro-a-107_1446080411983

2DE419B000000578-0-The_out_of_form_striker_tries_to_focus_before_thefirst_penalty_i-a-108_1446080416601

კრიშტიანო რონალდუ ზაფხულში “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდება

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანო რონალდო ზაფხულში “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდება, სადაც უეინ რუნის საპატივცემულოდ გამართულ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში უეინ რუნის “მანჩესტერ იუანიტედში” ჩარიცხვის შემდეგ 12 წელი შესრულდება, მატჩი კი სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გაიმართება.

ბილეთებიდან შემოსული თანხა მანჩესტერსა და ლივერპულში ქველმოქმედებას მოხმარდება.

ტიერი ანრიმ პრემიერ ლიგის ბოლო 15 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის მიაჩნია, რომ პოლ სქოულზი ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 15 წლის საუეკთესო ფეხბურთელია.

“ვფიქრობ, ის ისე ვერ დააფასეს, როგორც იმსახურებდა. თუ საუკეთესო არა, სქოულზი ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე რომ სქოულზი ვყოფილიყავი, გუნდში ყველაფერი ჩემს გარშემო იტრიალებდა”, – თქვა ანრიმ Sky Sports-ის ეთერში.

მარტიალი “საუთჰემპტონის” ფეხბურთელს დაეხმარა (ვიდეო)

20 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰემპტონსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, 83-ე წუთზე ვან დეიკმა ტრავმა მიიღო, პირველად კი მას ენტონი მარტიალი დაეხმარა.

ბავშვების რეაქცია ჰარი კეინის ავტოგრაფის მიღების შემდეგ (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს ჰარი კეინის ავტოგრაფის მიღების შემდეგ.