პელეგრინიმ დე ბრუინეს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პლეგერინიმ „ვოლფსბურგის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინეს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„კევინს მივესალმებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ როგორც კლუბში, ისე პრემიერლიგაში, ის გამორჩეული იქნება.

გუნდის გასაძლიერებლად მოთამაშეები გვჭირდება – ვიცი, რომ კევინი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელსაც ეს კარგად გამოუვა.

„სიტი“ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დე ბრუინეს გამოჩენა ყველა ფრონტზე გაგვაძიერებს“, – განაცხადა ფეხბურთის ჩილელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა „ქალაქელებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ფასმა კი 70 მილიონი ევრო შეადგინა.

პელეგრინის კიდევ ორი მოთამაშე სჭირდება

“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელს ახალწვეულები არ ყოფნის.

“ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელით კიდევ გაძლიერდება.

“ვფიქრობ, უფრო ძლიერი გუნდი გვყავს და ჩემპიონობის მეტი შანსი გვაქვს. ამის მიუხედავად, ორი პოზიცია შესავსებია,”-ციტირებს Sky Sports პელეგრინის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტი” ცოტა ხნის კევინ დე ბრუინსა და პედროს იწვევდა.

პელეგრინი: “წარმატებული სტარტი საჭიროა”

“მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, “ვესტ ბრომვიჩის” დამარცხების(0-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მნიშვნელოვანია, სეზონი გამარჯვებით დაიწყოს და თუ შენს გუნდს ბევრი გააქვს, საერთოდ შესანიშნავია. მინდა, ჩემმა გუნდმა მუდმივად თავდასხმაში ითამაშოს, მაგრამ როდესაც დამაჯერებელი ანგარიშით იგებ, ბურთის კონტროლი და დამაჯერებლობა ძალიან საჭიროა”.

“ამ თამაში ჩვენ ვნახეთ გასული სეზონის იაია ტურე, რომელმაც დაამტკიცა, რომ გუნდის ლიდერია”.

“რაჰიმ სტერლინგს გოლის გატანის გენიალური შანსი ჰქონდა. მას არ გაუტანია, მაგრამ იგი მოედანზე ბრწყინვალე იყო. თანაგუნდელებს ძალიან კარგად ეხმარებოდა,”-დაასრულა მანუელ პელეგრინიმ.

პელეგრინი: „პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ“

„მანჩესტერ სიტიმ“ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ჩილელი სპეციალისტი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„დიდ კლუბში ზედიზედ ორი წელიწადი უტიტულოდ დარჩენა არ შეიძლება, ამიტომ პრემიერლიგის მოგება მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვისა და გულშემატკივრებისთვის იმის ჩვენება, რომ მწვრთნელს მუშაობის გაგრძელება წარუმატებლობის შემთხვევაშიც შეუძლია. მთავარია, ნდობა და შესრულებული სამუშაოს სწორი ანალიზი“, – განაცხადა პელეგრინიმ.

“მან.სიტი”: ახალი კონტრაქტი პელეგრინისთვის

მანუელ პელეგრინი შესაძლოა, 2017 წლამდე “ეტიჰადზე” დარჩეს.

წინა კონტრაქტი ჩილელ სპეციალისტს გუნდთან 2017 წელს ეწურება. “ქალაქელებმა” მწვრთნელი და მისი თანაშემწეები შეინარჩუნეს.

“ამაყი ვარ, რომ “სიტიმ” კიდევ ერთხელ შემომთავაზა დარჩენა და მეც ამ გამოწვევას სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენ გვყავს დიდი ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც დიდი სპეციალისტები მუშაობენ,”-განაცხადა პელეგრინიმ.

მანუელ პელეგრინი “მანჩესტერ სიტის” 2013 წლიდან წვრთნის და მას შემდეგ პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი მოიგო.

საუკეთესო მწვრთნელები, რომელთაც ნაკრებში არასდროს უმუშავიათ

ფეხბურთს არაერთი დიდი მწვრთნელი ახსოვს, რომელსაც კარიერაში სანაკრებო დონეზე არასდროს უმუშავია. წარმოგიდგენთ ასეთი მწვრთნელების კატეგორიიდან თერთმეტ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტს.

1. ბილ შენკლი „კარლაილის“, „გრიმსბის“, „უორკინგტონის“, „გადერსფილდისა“ და „ლივერპულის“ თავკაცი იყო. ჯამში მან 11 ტიტული მოიგო

1

2. 61 წლის მანუელ პელეგრინის ჯამში თერთმეტ კლუბთან უმუშავია. მისი მონაგარი თორმეტ მოგებულ ტიტულს შეადგენს

Manuel-Pellegrini11-1

3. 70 წლის იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. გერმანელი სპეციალისტი იმ თვრამეტ მწვრთნელს შორისაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ ორჯერ მოიგო

Jupp Heynckes

4. რაფაელ ბენიტესი საკლუბო დონეზე მუშაობას აგრძელებს – ამჯერად მან მადრიდის „რეალი“ ჩაიბარა

Florentino Perez - Rafa Benitez

5. უდო ლატეკი დორტმუნდის „ბორუსიას“, „ბარსელონას“, „ბაიერნს“, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“, „კიოლნსა“ და „შალკეს“ თავკაცობდა. ჯამში ამ კლუბებთან ერთად მან 15 თასი მოიგო. ლატეკი მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

5

6. ბრაიან კლაფმა „ჰარტლპულთან“, „დერბისთან“, „ბრაიტონ ენდ ჰოუვთან“, „ლიდსთან“ და „ნოტინგემთან“ საერთო ჯამში 16 ტიტული მოიპოვა. კლაფი 2004 წელს გარდაიცვალა

6

7. არა თუ საკლუბო ფეხბურთითან, არამედ „არსენალიდან“ წასვლას არსენ ვენგერი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გეგმავს

Wenger

8. 44 წლის ხოსეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ ელის, შესაბამისად, მისი სანაკრებო დონეზე მუშაობა არ გამოირიცხება

Guardiola

9. 1996 წელს გარდაცვლილ ბობ პეისლის „ლივერპულთან“ ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, 20 ტიტული აქვს მოგებული

9

10. 52 წლის ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბთან მოიგო. გვარდიოლას მსგავსად, მას, დიდი ალბათობით, კიდევ არაერთი სამუშაო ადგილის შეცვლა მოუწევს. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა აღიარა, რომ სიამოვნებით აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში იმუშავებდა

Jose Mourinho

 

11. თავისი ცხოვრების 27 წელი ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიძღვნა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა სერ ალექსის გაწვრთნილი ნაკრები… სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ

Sir Alex Ferguson

პელეგრინიმ სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის არჩევნებში თავისი ხმა „ჩელსის“ თავკაცს ჟოზე მოურინიოს მისცა.

„მე მწვრთნელთა ლიგის ასოციაციის წევრი ვარ და ხმა მოურინიოს მივეცი, რადგან წელს მან ბევრს მიაღწია.

შარშან მე საუკეთესო მწვრთნელად არ დამასახელეს, თუმცა ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. მაშინდელი შედეგით კმაყოფილი ვარ. ორი ტიტული მოვიგეთ, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი გოლიც გავიტანეთ.

არ მესმის, გადაწყვეტილებას როგორ იღებენ. თუ ისინი მოურინიოს ნაცვლად ვინმე სხვას დაასახელებენ, ეს მათი არჩევანი იქნება“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

პელეგრინი: “სტერლინგის დონის მოთამაშე ნებისმიერ კლუბს აინტერესებს”

“მანჩესტერ სიტის” დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. ჩილელმა მწვრთნელმა მისთვის ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

“ჭორებზე საუბარი არ მსურს. უბრალოდ, ყოველთვის არიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლეთა გადაბირებაც ნებისმიერ კლუბს სურს. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ჩვენი მიზანი სეზონის დასრულებაა, შემდეგ კი განვიხილავთ თუ ვის შეუძლია “მანჩესტერ სიტის” გაძლიერება” – განაცხადა პელეგრინიმ.

 

 

დარჩება თუ არა პელეგრინი „მანჩესტერ სიტიში“?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა „გარდიანსის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის მანუელ პელეგრინის შემდეგი სეზონისთვის გაშვებას არ აპირებს.

გარდა ამისა, კლუბის სპორტული დირექტორის ჩიკი ბეგირისტაინისა და აღმასრულებელი დირექტორის ფერან სორიანოს დატოვებაც იგეგმება.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ზაფხულში ქალაქელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბასა და „ვოლფსბურგის“ შუახაზელის კევინ დე ბრუინეს დამატება იქნება.

პელეგრინი ტიტულებისთვის ბრძოლას გეგმავს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მიმდიანრე სეზონი შეაფასა.

„წელს საშინაო მატჩებში ბევრი ქულა დავკარგეთ. გუნდმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც ამას შემდეგ სეზონში გეგმავს. ამ ტურნირზე ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება რთულია, რადგან აქ ბევრი ძლიერი გუნდი გამოდის. სამწუხაროა, რომ ამ სეზონში ტიტულების გარეშე დავრჩით“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

პელეგრინი: “მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მოურინიო”

 

ვიეირა, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს

„დეილისტარის“ მეირ გავრცელებული ინფორმაციით,მიმდინარე სეზონის დასრულებამდე „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მანუელ პელეგრინის გათავისუფლების შემთხვევაში, ქალაქელებს დარჩენილ შეხვედრებში, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ უთავკაცოს.

კვირას „სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2:4 დამარცხადა და უახლოეს ტურებში კიდევ ერთი არადამაჯერებელი შეხვედრა პელეგრინის გათავისუფლების შანსებს გაზრდის.

ცნობისთვის, ამჟამად ვიეირა „სიტის“ 21-წლამდელთა გუნდს თავკაცობს.

“მანჩესტერის” ფანებმა პელეგრინის დასცინეს [ვიდეო]

“მან.სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინის მატჩის შემდეგ ზეწოლის ქვეშ მოექცა.

“ქალაქელებმა” უკვე დიდი ხანია დაკარგეს ჩემპიონობის შანსი და არის იმის საშიშროებაც, რომ ჩემპიონთა ლიგის გარეთაც დარჩნენ.

მანჩესტერული დერბის წაგების შემდეგ(4-2), ჩილელ სპეციალისტს “წითელი ეშმაკების” გულშემატკივრებმა უმღერეს სიმღერა: “შენ გაგანთავისუფლებენ დილით”.