“იუვენტუსს” “მანჩესტერ სიტისთან” ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს. ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ კლაუდიო მარკიზიო ხვალინდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

იტალიელ ნახევარმცველს ტრავმა აქამდეც აწუხებდა, 12 სექტემბერს კი, “კიევოსთან” გამართულ მატჩში ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. როგორც გაირკვა, მარკიზიოს ბარძაყის არეში ისევ პრობლემები აქვს. დიდი ალბათობით, ტურინელთა ფეხბურთელი 30 დღით იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “იუვენტუსს” შორის მატჩი 15 სექტემბერს, მანჩესტერში, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მარკიზიო: “პირლოს მემკვიდრე ვერ ვიქნები”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ ის გუნდში ანდრეა პირლოს შემცვლელი ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირლომ “ბიანკონერის” რიგები დატოვა და “ნიუ იორკ სიტის” მიაშურა.

“მე პირლოს მემკვიდრე ვერ ვიქნები, რადგან ანდრეასგან ძალიან განვსხვავდები. მის პოზიციაზეც რომ ვთამაშობდე, ამას მაშინაც ვერ მოვახერხებდი. მინდა, რომ ანდრეას მადლობა გადავუხადო, მისგან ბევრი რამ ვისწავლე”, – უთხრა მარკიზიომ ჟურნალისტებს.

მარკიზიო: “პირლოს ნუ მადარებთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ ის თანაგუნდელ ანდრეა პირლოს არ უნდა შეადარონ, რადგან მისგან განსხვავებული მოთამაშეა.

“ჩვენი შედარება არ შეიძლება, რადგან ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებით. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ანდრეა. ვფიქრობ, ბოლო დროს, ჩემი სტილი უფრო დაიხვეწა და ვცდილობ, ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო”, – ამბობს მარკიზიო.

იუვენტუსი – უდინეზე 2:0

ტურნის “იუვენტუსმა” სერია ა-ს მეორე ტურში საკუტარ მოედანზე “უდინეზეს” უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ზუსტი დარტყმები ტევესის და მარკიზიოს ანარიშზე.

მარიო ბალოტელის დიდებული საგოლე გადაცემა და მარკიზიოს გოლი

4 ივნისს, იტალიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, მარიო ბალოტელიმ კლაუდიო მარკიზიოს მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

ტევესი და მარკიზიო “ჯენოასთან” ვერ ითამაშებენ

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” სამ ფეხბურთელს – სებასტიან ჯიოვინკოს, კარლოს ტევესსა და კლაუდიო მარკიზიოს ტრავმები აწუხებთ, რის გამოც ისინი 16 მარტს, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, “ჯენოასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ.

ტევესმა ხუთშაბათს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ფიორენტინასთან” გამართული შეხვედრა კუნთების პრობლემების გამო გამოტოვა. რაც შეეხებათ მარკიზიოსა და ჯიოვინკოს, მათ დაზიანება ამავე მატჩში მიიღეს, თუმცა როგორც გაირკვა, ტრავმა სერიოზული სულაც არ ყოფილა.

მარკიზიო: “ტევესი “იუვენტუსისათვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ კარლოს ტევესი “ბიანკონერისათვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე თურქული “ტრაბზონსპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, მეორე გოლი პოლ პოგბამ, კარლოს ტევესის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

“მეორე გოლის გატანაში, კარლოს ტევესს დიდი წვლილი მიუძღვის. ის გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვფიქრობ, მას ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია”, – ამბობს მარკიზიო.

მარკიზიო: “მინდა, “იუვენტუსს” ტიტულების მოგებაში დავეხმარო”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ მას გუნდისათვის წარმატების მიღწევაში დახმარება სურს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებენ. როგორც ირკვევა, მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ტურინული კლუბის ბოლო მატჩსაც დაესწრო.

“რა თქმა უნდა, სკუდეტოს ზედიზედ რამდენჯერმე მოგება რთული საქმეა. თუმცა, ჩვენ აშკარად გამორჩეული გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. რაც შემეხება მე, მინდა, “იუვენტუსში” დავრჩე და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, – ამბობს მარკიზიო.

“მანჩესტერი” მარკიზიოში 25 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარდაცვის გაძლიერებას ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელით, კლაუდიო მარკიზიოთი გეგმავს.

იტალიური პრესის ცნობით, მანჩესტერული კლუბი ”იუვენტუსს” 25 მილიონ ევროს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით დევიდ მოიესს “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა ტრანსფერებზე 200 მილიონ ევროს გამოუყოფს.

მარკიზიო: “გვინდა, ევროპის ლიგა მოვიგოთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა სამწუხაროა, თუმცა “ბიანკონერის” ფეხბურთელები ევროპის ლიგის მოგებას შეეცდებიან.

“სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, როგორ ვიასპარეზებთ ევროპის ლიგაზე. რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მოგება გვინდა. ცხადია, ევროპის ლიგაზე, გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იქნება, ამიტომ ყველა მატჩს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ”, – ამბობს მარკიზიო.

მარკიზიო: “იუვენტუსის ტოტი მინდა გავხდე”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველს საკუთარი კარიერის დასრულება თავის ამჟამინდელ კლუბში სურს.

მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მარკიზიოს შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ინტერესდებოდა. “წითელი ეშმაკები” მზად იყვნენ მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 27 წლის მოთამაშის “ოლდ ტრაფორდზე” გაშვება არ ისურვეს.

“მსურს, “იუვენტუსის” “ფრანჩესკო ტოტი” გავხდე. ხშირად ვამბობდი, რომ სხვა კლუბში თამაში არ მინდა. საფეხბურთო კარიერის ტურინში დასრულება ჩემი ოცნებაა”, – აცხადებს კლაუდიო მარკიზიო.

შეგახსენებთ, მარკიზიო ტურინელთა აკადემიაში აღიზარდა. მისი დებიუტი კი 2006 წელს შედგა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, მან იტალიელთა მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა.

სანდრო საპანაძე