ჰაინკესი როისს „რეალში“ გადასვლას ურჩევს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარკო როისზე ისაუბრა, რომლის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ევროპული პრესა წერას არ ასრულებს.

„მე მას მადრიდის „რეალში“ გადასვლას ვურჩევდი. „ბაიერნს“ წინახასზე მსოფლიო დონის 4-5 მოთამაშე ჰყავს.

სად უნდა ითამაშოს მარკომ? თუ მისი ყიდვა 25 მილიონ ევროდ შესაძლებელია, მაშინ, ევროპის ყველა ტოპ კლუბი როისის ტრანსფერზე უნდა ფიქრობდეს“, – ციტირებს ჰაინკესს „Sky 90“.

როისის ახალი მძღოლი? (ფოტო)

გერმანელი მოდელი, ჯორდან კარვერი, მარკო როისის დაჯარიმებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, “ბორუსიას” შემტევი ავტომობილის, მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო 540 ათასი ევროთი დააჯარიმეს. კარვერმა კი როისს პოზიციაზე შესთავაზა საკუთარი კანდიდატურა მძროლის.

“მარკო, საყვარელო, მზად ვარ შენი პირადი მძოლი გავხდე. მეტიც, მე მართვის მოწმობის აღებაშიც დაგეხმარები.

შემდეგ პირობას უნდა დათანხმდე: ან მე გიყვარვარ ან “ბაიერნში” გადადიხარ. ცოტა ძუნწი კი ვარ, მაგრამ ორივე ვარიანტი მისაღები უნდა იყო” – განაცხადა კარვერმა.

12421

როისი 540 ათასი ევროთი დააჯარიმეს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი მარკო როისი მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო 540 ათასი ევროთი დააჯარიმეს, რის შესახებაც „The Telegraph“-ი წერს.

ბოლო სამ წელიწადში 25 წლის ფეხბურთელი პოლიციამ ამის გამო რამდენიმეჯერ გააჩერა. როგორც ცნობილია, მართვის მოწმობის გარეშე მარკო საჭესთან ხუთჯერ იჯდა. ამჯერად დორტმუნდის პროკურატურამ ფეხბურთელს ჯარიმა გამოუწერა.

„ვიცი, რომ ძალიან სულელურად მოვიქეცი. ეს ჩემთვის გაკვეთილია, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება“, – განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

როისმა ესპანური ენის სწავლა დაიწყო

გერმანული წყაროების ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევმა ნახევარმცველმა მარკო როისმა სამი კვირის წინათ ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.

გერმანელი ფეხბურთელის დამატება რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს სურს, მათ შორის არის მადრიდის “რეალიც”. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როისის მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენს, თუმცა კატალონიურ გუნდს ფიფასგან 2016 წლის იანვრამდე ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვს.

 

აგენტმა როისის ბაიერნში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელის, მარკო როისის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მიუნხენის “ბაიერნთან” მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

“როისსა და “ბაიერნს” შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მიუნხენურ კლუბთან კონტაქტი არ გვაქვს” – ამბობს დირკ ჰებელი.

შეგახსენებთ, როისის “ბაიერნში” შესძლო ტრანსფერ გერმანიაში წელს ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემაა.

 

როისი წლის ბოლომდე იუქმებს

“ბორუსიას” შემტევი, მარკო როისი, “პადერბორნთან” შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის გამო მოედანზე იანვრამდე ვერარ გავა. ინფორმაციას დორტმუნდული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში როისმა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამ გატანილ გოლთან ერთად ორი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

მარკო “ბორუსიას” ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ შეხვერებში ვერ დაეხმარება. 26 ნოემბერს დორმტუნდელები “არსენალს” გაეჯიბრებიან, ხოლო 9 დეკემბერს – “ანდერლეხტს”.

20 მილიონი და შურლე როისის სანაცვლოდ

ლონდონის “ჩელსი” დორტმუდის “ბორუსიას” შემტევის, მარკო როისის შეძენას შეეცდება.

ბრიტანული პრესის ცნობით ლურჯები გერმანულ კლუბს საკმაოდ სარფიანი წინადადებით მიმართავენ. 20 მილიონ გირვანქასთან ერთად მარკო როისის სანაცვლოდ ლონდონელები “ბორუსიას” ანდრე შურლესაც შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ როისის კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება. კარიერის ინგლისში გაგრძელებით თავად ფეხბურთელიც ყოფილა დაინტერესებული.

როისი საერთო ჯგუფში ვარჯიშობს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარკო როისის საერთო ჯგუფს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, ფეხბურთელმა მცირე დაზიანება “გლადბახთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს გიბრალტართან და ესპანეთთან ვერ დაეხმარა.

Bild-ის ცნობით დღეს, “ბორუსიას” ვარჯიშზე როისმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 ნოემბერს ფეხბურთელი “პადერბორნის” წინააღმდეგ ითამაშებს.

 

„მირორი“: ჰუმელსი „არსენალში“, როისი „ბაიერნში“

ბრიტანული გამოცემა „მირორი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ გარშემო არსებული სიტუაციის შეფასებას აგრძელებს.

დღე არ გადის, რომ ვინმემ მარკო როისის ევროპის სხვა ტოპ კლუბში გადასვლაზე არ ისაუბროს. ყოველ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ნახევარმცველი ამჟამინდელ კლუბს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებთან კონტრაქტი როისს 2017 წლამდე აკავშირებს, თუმცა ჯერჯერობით მისი გახანგრძლივების სურვილი არ გამოუთქვამს. მეტიც, პრესა წერს, რომ როისის შეძენის მსურველებს 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

აქამდე არსებული ჭორებით, მარკოს შეძენა „ბარსელონას“, „რეალის“, „ბაიერნისა“ და რამდენიმე ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს ჰქონდათ. აქედან ყველაზე დიდი შანსი „ბაიერნს“ აქვს, რომელმაც აქამდე დორტმუნდიდან მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა.

განსხვავებული სიტუაციაა მცველ მატს ჰუმელსის შემთხვევაში. ფეხბურთელის ტრანსფერი ოცდაათ მილიონ ევროდ ფასდება, მისი შეძენის ყველაზე დიდი სურვილი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, თავად 25 წლის ფეხბურთელს ლონდონის „არსენალში“ გადასვლის სურვილი აქვს. გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში „მეთოფეებმა“ „ბორუსიას“ მენეჯერებს სათანადო წინადადებითაც მიმართონ.

მარკო როისი: „ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„დღევანდელი შეხვედრა სტამბულში გამართულ მატჩთან შედარებით, გაცილებით რთული აღმოჩნდა. მეტოქე თავისუფალ სივრცეებს არ გვაძლებდა.

შესვენებამდე მომენტი არც გვქონია, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩნებდით. ყველაფერი მეორე გოლის შემდეგ შეიცვალა.

შემდეგი მატჩი ლონდონში „არსენალის“ წინააღმდეგ გველის. დღეს თავდაჯერებულობა მოგვემატა. რა თქმა უნდა, „ბორუსიას“ მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“, – განაცხადა მარკომ.

მარკო როისი – “ბაიერნი” ან “ბორუსია”

“დორტმუნდის” შემტევი მარკო როისი გერმანული პრესის ცნობით კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობას არ განიხილავს.

წყარო იუწყება, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს გადავა “ბაიერნში” თუ კარიერას “ბორუსიაში” გააგრძელებს. ასევე ცნობილია, რომ დორტმუნდელები მოთამაშეს ძალიან მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, როისისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტიც” იჩენს, რომელიც მოთამაშეს ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონ ევროს სთავაზობს.

გიოტცე: „გამიხარდება, თუ როისი „ბაიერნში“ გადავა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველს მარიო გიოტცეს თავის გუნდში ყოფილი თანაგუნდელის მარიო გიოტცეს ხილვა სურს.

„მარკოსთან კარგი ურუთიერთბა მაკავშირებს. სამომავლოდ გადაწყვეტილება მან თვითნ უნდა მიიღოს, თუმცა გამიხარდება, თუ იგი „ბაიერნში“ გადავა.

„ბორუსიადან“ წასვლა? ეს ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევანია. რჩევას ბევრი მაძლევდა, მაგრამ ყველაფერი დამოუკიდებლად გადავწყვიტე. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა 22 წლის მოთამაშემ.