მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი მარსელო აცხადებს, რომ “ელ კლასიკო” პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულს ვერ გამოავლენს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 25 ტურის შემდეგ, ცხრილში პირველ ადგილს “რეალი” იკავებს, რომელსაც “ბარსელონა” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
“მართალია, “ბარსელონასთან” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, მაგრამ იქამდე ბილბაოს “ატლეტიკსა” და “ლევანტეს” უნდა დავუპირისპირდეთ. მე ვფიქრობ, “ელ კლასიკო” ჩემპიონს ვერ გამოავლენს”, – უთხრა მარსელომ O Globo-ს.
ცნობისთვის, “ელ კლასიკო” 22 მარტს “ნოუ კამპზე” გაიმართება.