შკრტელმა კეინს ფეხი განძრახ ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

დღეს რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში სლოვაკეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში იყო ერთი გამორჩეული მომენტი, როცა სლოვაკეთის ნაკრების კაპიტანმა, მარტინ შკრტელმა ინგლისის თავსამსხმელთან, ჰარი კეინთან ორთაბრძოლის დროს ამ უკანასკნელს განძრახ ჩაარტყა ფეხი და ტრავმა მიაღებინა. მასპინძელთა მცცველს ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა და არასპორტული საქციელისთვის მეორეც მიიღო; საბოლოოდ, მას მოედნის დატოვება მოუწია.

<iframe width=”854″ height=”480″ src=”https://www.youtube.com/embed/E0lMpcWbu-E” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>

შკრტელის ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი გამოდგა

„უოტფორდთან“ ანგგრიშით 0:3 წაგებულ მატჩში „ლივერპულის“ მცველმა მარტინ შკრტელმა ტრავმა მიიღო, რომლის გამო შეხვედრის 41-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. თავდაპირველი ვარაუდით, სლოვაკს სამი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელი მხოლოდ ექვს კვირა ვერ ითამაშევს. ამის შესახებ მან თვითონ დაწერა.

„გავრცელებული ჭორების გამო, მინდა ვთვქვა, რომ სამ თვეს არ გამოვტოვებ და მხოლოდ ექვსი კვირა ვერ ვითამაშებ. ბევრს ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე“, – დაწერა შკრტელმა თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.

შკრტელი ტრავმირებულია

„უოტფორდთან“ ანგარიშით 0:3 წაგებული მატჩის პირველ ტაიმში „ლივერპულის“ მცველმა მარტინ შკრტელმა ტრავმა მიიღო, რომლის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. 41-ე წუთზე სლოვაკის ნაცვლად მოედანზე დივოკ ორიგი გამოჩნდა.

„მარტკინ შკრტელი ტრავმირებულია და ეს პრობლემაა. არ ვიცი, ამ მომენტისთვის ვინ გამოჯანმრთელდება. დასვენება არავის ჰქონია“, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მერსესაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა.

მარტინ შკრტელმა ვარჯიშზე “ვან ბასტენის გოლი” გაიტანა (ვიდეო)

“ლივერპულის” ვარჯიშზე სლოვაკმა მცველმა, მარტინ შკრტელმა მარკო ვან ბასტენის სტილში ულამაზესი გოლი გაიტანა.

შკრტელი “ინტერში” არ გადავა

“ლივერპულის” მცველ მარტინ შკრტელის აგენტმა კაროლ კსონტომ განაცხადა, რომ სლოვაკი ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს მილანის “ინტერში” არ გადავა.

“შკრტელსა და “ინტერს” შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. ისინი მართლაც იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა შემდგომ განხილვამდე საქმე არ მივიდა. მარტინი “ლივერპულში” დარჩება”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ შკრტელი “ლივერპულში” 2008 წლიდან თამაშობს.

 

შკრტელი: „მანჩესტერ იუნაიტედში“ არასდროს გადავალ“

„ლივერპულის“ მცველმა მარტინ შკრტელმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბის დატოვება არ გამორიცხა, განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუანტედის“ შემადგენლობაში არასდროს გადავა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, ტრანსფერს ნებისმიერ სხვა კლუბში წარმოვიდგენ“, – განაცხადა სლოვაკმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მერსესაიდული კლუბის ღირსებას შკრტელი 2008 წლიდან იცავს.

შკრტელი: “ლივერპულში ვრჩები”

“ლივერპულის” სლოვაკი მცველი სხვა გუნდში გადასვლას არ გეგმავს.

Sky Sports დღეს წერდა, რომ მერსისაიდელებს შკრტელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, ამ ინფორმაციამ კი ყველანაირი იმედი მოუკლა იმ იტალიურ და გერმანულ გუნდებს, რომლებსაც გამოცდილი მცველის დამატება უნდოდათ.

მოთამაშე არ აპირებს წასვლას და თავად უარყოფს შესაძლო ტრანსფერს სხვა გუნდში.

“არსად მივდივარ. არც “ვოლფსბუგრში”, არც “ნაპოლში”,”-განაცხადა მარტინმა.

30 წლის ცენტრალურ მცველს ინგლისურ გუნდთან ხელშეკრულების ვადა 2016 წელს ეწურება.

“ნაპოლი” შკრტელით დაინტერესდა

“ნაპოლის” ინტერესთა სფეროში “ლივერპულის” და სლოვაკეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, მარტინ შკრტელი მოვდა. The Mirror-ის ცნობით, ტრანსფერის განხორციელებით იტალიური კლუბით დამრიგებელი, რაფაელი ბენიტესი პირადად ყოფილა დაინტერესებული.

“ნაპოლის ორი თვის წინ ვეკონტაქტე, თუმცა ამჟამად ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული. მომავლის შესახებ ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა და მსგავს თემებზეც მერე ვილაპარაკებ” – განაცხადა შკრტელმა.

 

 

ბრენდან როჯერსი: „შკრტელი რიგზეა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ბლექბერნთან“ ინგლისის თასის მატჩის ფრედ 0:0 დასრულების შემდეგ მარტინ შკრტელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„შკრტელი რიგზეა. მას მოედანზე დაბრუნება შეეძლო, თუმცა ჩვენ ექიმების რჩევა გავითვალისწინეთ. გასახდელში ის რიგზე იყო.

მარტინი ხუერხულად წაიქცა. გვეგონა, მან გონება დაკარგა.

ამ კვირას ექვსი შესაძლო ქულიდან ოთხის მოპოვება გვსურდა და თასის ნახევარფინალში გასვლაზე ვფიქრობდით. ექვსი ქულა ავიღეთ, თუმცა ნახევარფინალში ჯერ არ ვართ“, – განაცხადა მერსესაიდელთა დამრიგებელმა.

დიეგო კოშტამ და მარტინ შკრტელმა ერთმანეთთან იჩხუბეს

სლოვაკეთისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შირუს გამართულ მატჩში დიეგო კოშტასა და მარტინ შკრტელს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

სუარესმა შკრტელი გამოიწვია

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ცივი წყალი გადაისხა და ყოფილი თანაგუნდელი მარტინ შკრტელი გამოიწვია.

“ლივერპულს” მსოფლიოში ყველაზე ტატუირებული დაცვის ხაზი ეყოლება?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ლივერპულმა” “საუთჰემპტონიდან” ხორვატი ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენი შეიძინა. 25 წლის ფეხბურთელი თავისი ტატუებით გამოირჩევა.

შესაძლოა, “ლივერპულს” მსოფლიოში ყველაზე ტატუირებული დაცვის ხაზი ჰყავდეს, რადგან ამ გუნდში დეიან ლოვრენის გარდა, გლენ ჯონსონი, მარტინ შკრტელი და დანიელ აგერი თამაშობენ.

article-2708536-2010C0A900000578-260_964x741

article-2708536-2010C00E00000578-89_964x604

article-2708536-2010C1F000000578-883_964x703

article-2708536-2010C48100000578-182_964x952

article-2708536-2010C72700000578-756_964x550

article-2708536-2010C96400000578-477_964x1000

article-2708536-2010D7A800000578-127_964x1121

article-2708536-2010D74E00000578-626_964x570

article-2708536-2010D76F00000578-516_964x720