დანიის თასი: ვაწაძემ დუბლი შეასრულა, სხირტლაძემ ერთი შეაგდო (ვიდეო)

დღეს დანიის თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კიელერუპი” “სილკებორგს” დაუპირისპირდა. შეხვეხრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

საგულისხმოა, რომ “სილკებორგის” შემადგენლობაში გამოდიან ქართველი შემტევები, მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე. პირველმა მათგანმა მე-40 წუთზე გაიტანა. ხოლო, მეორე ნახევარში, 47-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ორივე შემთხვევაში მისი ასისტენტი სხირტლაძე იყო, რომელმაც 50-ეზე შეაგდო თავისი გოლი.

შეხვედრა, ანგარიშით, 0:6 დასრულდა.

 

ოფიციალურად: მათე ვაწაძე დანიაში დაბრუნდა

მიმდინარე სატარსნფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი წავიდა საზღვარგარეთ სათამაშოდ.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი თავდამასხმელი, მათე ვაწაძე დანიურ “ვიბორგში” ითამაშებს. 28 წლის ფორვარდმა სუპერ ლიგის მე-14 (ბოლო ადგილი) ადგილზე მყოფ გუნდთან წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ ვაწაძე ბოლოს თბილისის “ლოკომოტივში” გამოდიოდა. ისე კი, ქართველ სპორტსმენს აქამდეც უთამაშია დანიის ჩემპიონატში. კონკრეტულად, იგი 2012-2016 წელბში “ორჰუსის” ღირსებას იცავდა.

მათე ვაწაძემ მოსკოვის “ლოკომოტივს” გაუტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, ატლანტიკის თასზე, მესამე ადგილისთვის მატჩში, მათე ვაწაძის “ორჰუსი” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, ოთხ წუთში კი მოსკოველთა კარის დალაშქვრა მოახერხა. 84-ე წუთზე, მათემ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, დანიშნული პენალტი კი რუსებმა გოლად აქციეს.

ვაწაძემ „ნორშელანდთან“ წაგებულ მატჩში 71 წუთი ითამაშა

დანიის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ამთე ვაწაძის „ორჰუსი“ „ნორშელანდს“ ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სტუმრები ამ ანაგრიშით უკვე შეხვედრის მე-18 წუთზე აგებდნენ. რაც შეეხება ვაწაძეს, ქართველს თამაში 71-ე წუთამდე მოუწია, რის შემდეგაც ის მორტენ ნორდსტრანდმა შეცვალა.

ათი ტურის შემდეგ „ორჰუსი“ 12-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგი შეხვედრა გუნდს კვლავ გასვლაზე, ამჯერად „მდტიულანდთან“ ელის.

მათე ვაწაძის „ორჰუსმა“ წაგებული მატჩი მოიგო

დანიის სუპერლიგის მესამე ტურში მათე ვაწაძის „ორჰუსმა“ „რანდერსს“ უმასპინძლა და დრამატურ მატჩში გაიმარჯვა.

26-ე წუთზე მასპინძელთა კარი ლუნდბერგმა აიღო. ოთხ წუთში „რანდერსის“ უპირატესობა იონას ბორინგმა გაზარდა – 0:2.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან „ორჰუსის“ თავკაცმა მორტენ ვირჰოსტმა ვაწაძის ნაცვლად მოედანზე იესტერ ლანჯი გამოიყვანა. 62-ე წუთზე აბეკმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:2. სამ წუთში სტუმართა მხრიდან მუსტაფა ამინიმ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, რაც, როგორც აღმოჩნდა, მასპინძლებს ძალიან გამოადგათ. 74-ე წუთზე აბეკმა დუბლი შეასრულა. თერთმეტ წუთში სტეფან პეტესენმა მასპინძლები დააწინაურა. ერთ წუთში, ამინის მსგავსად, წითელი ბარათი კასპერ ფისკერმაც მიიღო – სტუმრები მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩნენ.

საბოლოოდ, 3:2 და „ორჰუსმა“ ამ გამარჯვებით შვიდი ქულით მეორე პოზიციაზე აიწია. შემდეგ ტურში მათე ვაწაძის გუნდი „ოდენსეს“ ესტუმრება.

“ორჰუსმა” “ბრონდბიუს” ვაწაძის დუბლით მოუგო (ვიდეო)

19 ივლისს, დანიის სუპერლიგის პირველ ტურში, “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ბრონდბიუ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორჰუსელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელმაც შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე, ვაწაძემ გახსნა, 45-ე წუთზე კი პუკიმ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის 56-ე წუთზე, ქართველმა თავდამსხმელმა კვლავ გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ასევე, “ორჰუსის” რიგებში ითამაშა დავით სხირტლაძემაც, რომელმაც 86-ე წუთზე სწორედ ვაწაძე შეცვალა.

ვაწაძის 20 და ბომბარდირის სტატუსი დანიაში

დანიური პირველი ლიგის უკანასკნელ ტურში “ორჰუსმა” “აკადემისკ ბოლდკლუბს” უმაპსინძლა და 5:3 სძლია. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მიერ გატანილი 5 გოლიდან 2 ქართული გამოდგა. 38-ე და 45-ე წუთებზე შედეგიანი დარტყმები სხირტლაძემ და ვაწაძემ შეასრულეს.

სხრიტლაძისთვის ეს სეზონის მესამე გოლი იყო, ხოლო ვაწაძემ 31 შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ “ორჰუსმა”, რომლის ღირსებას ხსენებულ ორ ქართველთან ერთად დავით დევდარიანიც იცავს, სუპერლიგის საგზური რამდენიმე ტურის წინ მოიპოვა.

ვაწაძის მორიგი დანიური გოლი

დანიის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლოს წინა ტურში “ორჰუსი” “ლინგბის” სტუმრად დაუზავდა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და 2:2 დასრულდა.

აღსანიშნვაი, რომ მატჩის 26-ე წუთზე ანგარიში “ორჰუსის” ქართველმა შემტევმა, მათე ვაწაძემ გახსნა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონის მე-18 გოლი აღმოჩნდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ვაწაძე ბომბარდირთა დავას ლიდერობს და თანაგუნდელ აბეხს 2 გოლით უსწრებს. შეგახსენბთ, რომ “ორჰუსმა” სუპერლიგაში დაბრუნება ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაიფორმა.

“ორჰუსმა” ვაწაძის გოლით მოიგო

დანიის პირველი ლიგის ჩემპიონატში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ორჰუსმა”, რომლის ღირსებას სამი ქართველი ფეხბურთელი იცავს.

სკანდინავიის “ყველაზე ქართულმა” გუნდმა სამი ქულა “კიოგესთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მოიპოვა და სუპერლიგაში დაბრუნების კარგი შანსიც შეუნარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა დადებითი შედეგი მათე ვაწაძის მიერ გატანილი გოლით დააფიქსირეს. შეხვედრა “ორჰუსის” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

სტუმართა მეორე ქართველი დავით სხირტლაძე მინდორზე 87-ე წუთზე შევიდა, ხოლო ტრავმირებულ დავით დევდარიანს არ უთამაშია.

 

ვაწაძემ კვლავ გაიტანა

დანიის პირველი დივიზინიოს 23-ე ტურში “ორჰუსი” “ვენდსისელს” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგო.

მატჩის 35-ე წუთზე აგნარიში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, მათე ვაწაძემ გახსნა. ვაწაძისთვის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ეს გოლი მე-14 აღჩმონდა.

“ორჰუსი” კი, რომლის შემადგენლობაში ვაწაძს გარდა სხირტლაძე და დევდარიანი თამაშობენ, 41 ქულით მეორე ადგილზეა და სუპერლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

მათე ვაწაძემ შესანიშნავი დარტყმით მეკარე ერთ ადგილას გააშეშა (ვიდეო)

6 ნოემბერს, დანიის რანგით მეორე დივიზიონში “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ველიე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ გაიტანა.

ვაწაძემ მეათე გაიტანა, მაგრამ…

დანიის პირველ დივიზიონი კვლავ ვერ მოიგო “ორჰუსმა”. ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, “ჰორსენსთან” შეხვედრაში ქართული ტრიოს გუნდისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. ანგარიშიც 30-ე წუთზე მათე ვაწაძის გოლით გაიხსნა, თუმცა სტუმრებმა ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი მეორე გოლის გატანაც შესძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

კარგი სტარტის შემდეგ “ორჰუსი” უკვე მეოთხე ტურია ვერ იგებს და ამ ეტაპზე სავსებით ლოგიკურია, რომ სუპერლიგაში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

თუმცა, არის პოზიტივიც – მათე ვაწაძე ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 10 გოლით დამაჯერებლად ლიდერობს.