ოფიციალურად: გონალონი “რომაში” ითამაშებს

“ლიონის” კაპიტანი მაქსიმ გონალონი იტალიის დედაქალაქში ჩავიდა. ფრანგი ფეხბურთელი დღეს “რომაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ფრანგული კლუბი 28 წლის საყრდენი ნახევარმცველის სანაცვლოდ ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.

მაქსიმ გონალონი “ლიონის” აღზრდილი გახლავთ და 2009 წელს პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო. ფრანგმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

აგენტი გონალონის „ნაპოლიში“ გადასვლას არ გამორიცხავს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა 24 წლის ნახევარმცველის მაქსიმ გონალონის გადაბირებას ცდილობდა.

ასეა თუ ისე, მოთამაშის აგენტი ფრედერიკ გუერა მისი კლიენტის იტალიაში გადასვლას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ გამორიცხავს.

„ზაფხულის თვეებში „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს რიკარდო ბიგონს ორჯერ შევხვდი. შესაძლოა, კლუბს გონალონის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი კიდევ დასჭირდეს. გამორიცხული არაფერია, თუმცა პირველ რიგში, იტალიური კლუბი „ლიონს“ უნდა შეუთანხმდეს“, – განაცხადა გონალონის წარმომადგენელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი