დეპაი: “რონალდუ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და ეს მსოფლიომ უნდა დააფასოს!”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ქედმაღალია. პორტუგალიელს ძალიან ბევრი “ჰეითერი” ჰყავს.

ლიონის “ოლიმპიკის” წევრმა, მემფის დეპაიმ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.

“უდიდეს პატივს ვცემ წარმატებულ ადამიანებს. მათ თავიანთი შრომით შექმნეს ყველაფერი და ცუდს არ იმსახურებენ. შესაბამისად, ვერ ვხვდები რატომ ჰყავს ასეთ სპორტსმენებს მოძულეები.”

“რონალდუ ქედმაღალია? ვინ ახსნის, ზუსტად რას ნიშნავს ეს სიტყვა? კრიშტინუმ წარმატების მწვერვალი დაიპყრო და ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა: ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებსა და უპატრონო ბავშვებს, განსაკუთრებით, მის ქვეყანაში. ის პატივისცემას იმსახურებს,” – აცხადებს ჰოლანდიელი.

კარიკატურა: დეპაიმ მოურინიო მასხრად აიგდო (ფოტო)

გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში “ლიონმა” “ტულუზა” გაანადგურა (4:0). მეოთხე გოლის გატანა მემფის დეპაიმ შეძლო, რომელმაც 82-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე.

ომარ მომანის აზრით, ჰოლანდიელმა “მანჩესტერ უნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ამ დარტყმით, თავი შეახსენა. შეგახსენეთ, რომ სწორედ პორტუგალიელმა გაუშვა მემფისი ინგლისური კლუბიდან.

 

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 იანვარი)

ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარის” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას მაკედონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჩინელები ხამეს როდრიგესს მიუახლოვდნენ

“ტიანძინ ციუანძიანის”-ის პრეზიდენტი, შუ იუჰიუ მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ვარსკვლავის, ხამეს როდრიგესის აგენტთან ერთად, ჩინეთში დააფიქსირეს. არაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ვარსკვლავების გზას გაჰყვეს და კარიერას ფული ამჯობინოს.

კონტეს მორატა მოუნდა

Calciomercato იტყობინება, რომ ანტონიო კონტემ უკვე დაიწყო დიეგო კოშტას შემცვლელის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს, მაგრამ ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი. (Calciomercato)

“ვესტ ჰემი” სიგურდსონისა და ბატშუაის გადაბირებას აპირებს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები დიმიტრი პაიეს ტრანსფერისგან მიღებული თანხის დახარჯვას “სუონსი სიტისა” ფლეიმეიკერის, გილფი სიგურდსონისა და “ჩელსის” ფორვარდის, მიში ბატშუაის ტრანსფერებში აპირებს. ლონდონურ კლუბს ამ ფეხბურთელების შეძენა დაახლოებით 20 მილიონი უნდა დაუჯდეს. (Daily Express)

“ლივერპულის” ფორვარდი ამერიკისკენ მიიწევს

მერსესაიდული “ლივერპულის” ფორვარდი, ბრუკს ლენონი ამერიკულ MLS-ში გადადის. როგორც მერსესაიდული გამოცემები იუწყებიან, ლენონი, რომელიც აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, “რეალ სოლტ ლეიკში” სეზონის ბოლომდე, არენდის წესით ითამაშებს. (Liverpool Echo)

“პარის სენ-ჟერმენს” დეპაის გადაბირება უნდა

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის გადაბირებით არიან დაინტერესებულები. როგორც იცით, დეპაის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს “ლიონისა” და “ევერტონის” ხელმძღვანელებმა, მაგრამ პარიზელების ბიუჯეტის ფონზე, ამ კლუბებს მათთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად გაუჭირდებათ. (The Sun)

მოსალოდნელი ტრანსფერები (14.01.2017)

მოურინიო შნეიდერლინსა და დეპაის წასვლის უფლებას აძლევს

ჟოზე მოურინიომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასა და იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც შესაძლოა, გუნდი იანვრის თვეში დატოვონ.

როდესაც პორტუგალიელს მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის გარშემო არსებულ სიტუაციებზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “მე მათ წასვლის უფლებას მივცემ, თუ რა თქმა უნდა, კლუბი შესაბამის წინადადებას მიიღებს.

ამ მომენტისთვის, არ მინდა ისინი განვიხილო, როგორც ჩვენი დამხმარეები. ამიტომაც არ არიან ისინი მატჩის განაცხადში, ლოდინის პროცესში ვართ.

რამდენიმე კვირის წინ, ისე ჩანდა, თითქოს ისინი 100 პროცენტით წავიდოდნენ, თუმცა ახლა პროცენტული მაჩვენებელი ნულამდე დაეცა, რადგანაც მათი შესაძლებლობების შესაბამისი წინადადება ჯერ არ მიგვიღია.”

“ნიცა” მემფის დეპაის არენდით აყვანას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, შესაძლოა, კარიერა სასფრანგეთის ლიგა 1-ში, კერძოდ კი “ნიცას” რიგებში გააგრძელოს.

Nice-Matin-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა მიზნად მემფისის არენდის წესით აყვანა განიზრახეს.

ფრანგულ კლუბის ინტერესებში ისიც შედის, რომ მემფისის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს არ აღემატებოდეს. “წითელი ეშმაკები” ფრანგთა წინადადებას უახლოეს მომავალში უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ დეპაი “ოლდ ტრაფორდზე” 2014 წლის ზაფხულში, 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დეპაიზე პირველი შემოთავაზება მიიღო

იტალიურ გამოცემას, TuttoMercatoWeb-ს თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს პირველი ოფიციალური შემოთავაზება მემფის დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც იცით, 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დიდად ვერ ჯდება ჟოზე მოურინიოს გემოვნებაში – ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის მხოლოდ 4 მატჩში შეძლო მოედანზე გასვლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მისი ინგლისში დატოვება და არენდის წესით აყვანა სურს, რაშიც მას “რომაელები” ეცილებიან.

წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” პირველი ოფიციალური შემოთავაზება სწორედ “მგლებმა” გაუკეთეს. იტალიელები იმედოვნებენ, რომ დეპაის ხელში ჩაგდებას 25 მილიონ ევროდ მოახერხებენ (21 მლნ. ფუნტი), რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც “წითელმა ეშმაკებმა” 2015 წელს “პსვ”-ს გადაუხადეს (25 მლნ. ფუნტი).

მერსესაიდელთა თავკაცი დეპაის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ადასტურებს ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაისადმი, რომელსაც ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვეს” სკაუტები აკვირდებიან.

“დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას ჩემს გუნდში, “ევერტონში.” – განუცხადა “საუთჰემპტონის” ექს-თავკაცმა Fox Sports-ის ჟურნალისტებს.

“ჩემი გადმოსახედიდან, ის ძალზედ საინტერესო ფეხბურთელია. მემფისი ინდივიდუალურადაც საკმაოდ ძლიერია, ბურთთან ერთად ის ყოველთვის საშიშია.

ერთადერთი, რაც მას სჭირდება საკმარისი რაოდენობის სათამაშო დროა.

მის გადაბირებას “საუთჰემპტონში” ყოფნის პერიოდშიც ვცდილობდი, 2015 წელს, მაგრამ ჰოლანდიელები “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადებამ უფრო მოხიბლა, რაც ლოგიკური იყო.”

Calciomercato: “იუვენტუსის” სკაუტები მემფის დეპაის აკვირდებიან

იტალიურ Calciomercato-ს თუ დავუჯერებთ, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის თამაშისთვის თვალის სადევნებლად სკაუტები გაგზავნა.

წყაროს ცნობით, ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადაბირებით “ბებერი ქალბატონის” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩია დაინტერესებული, რომლის დავალებითაც სკაუტები ჰოლანდიასა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრნენ.

მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მემფისი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

როგორც იცით, მანჩესტერელთა თავკაცი, ჟოზე მოურინიო 22 წლის მემფისს დიდად არ წყალობს, ამიტომაც საკმაოდ დიდია შანსი, რომ ჰოლანდიელმა კლუბი იანვარშივედატოვოს.

მემფის დეპაი: “მანჩესტერი ისევ წითელია!” (ფოტო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი 54-ე წუთზე ხუან მატამ გაიტანა.

“წითელი ეშმაკი”, მემფის დეპაი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, წარწერით – “მანჩესტერი ისევ წითეილია”. საგულისხმოა, რომ მას გუშინდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

დეპაი: “ჩემს საოცნებო კლუბში ვარ და ბრძოლას ვაპირებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი “გაცუდებული” ახალწვეული, მემფის დეპაი აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს და საკუთარი ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

“ჟოზე მოურინიოს ჩემი სჯერა.” – განაცხადა 22 წლის ჰოლანდიელმა შემტევმა Metro-სთან მიცემულ ინტერვიუში. “მან ასე მითხრა.

თავს დატენილ იარაღად ვგრძნობ, ვიცი რომ გარკვეული დროის შემდეგ მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს, მანამდე კი უბრალოდ უნდა დავიცადო.

ჩემი ოცნების კლუბში ვარ და მინდა ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლო.” – განაცხადა “პსვ-ს” ექს-ლიდერმა, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგის 7 ტურის შემდეგ მე-6 პოზიციას იკავებს.

Tuttomercatoweb: მემფის დეპაის იტალიაში ეპატიჟებიან

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “როსონერის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის გადაბირებით არიან დაინტერესებულები.

იტალიურ სერია ა-ში მოთამაშე გუნდის ჩინელი მფლობელები ზამთრის სანტრასფერო ფანჯარაზე მონტელასთვის საკმაოდ დიდი თანხის გამოყოფას აპირებენ. დეპაი კი გუნდის სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” 2014-15 წლების ერედივიზიონის გათამაშებაში თავის გამოჩენის შემდეგ გადაბარგდა, თუმცა მისმა ტრანსფერმა იმედები ვერ გაამართლა.

ფორვარდმა ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერში” 4-ჯერ ითამაშა. ოთხიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში დაიწყო მან მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან.

დეპაი: “მანჩესტერში ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ”

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანჩესტერულ კლუბს ვან გაალი ტოვებდა, მემფის დეპაიმ პრესასთან ისაუბრა, სადაც მან თავისი სამომავლო გეგმებიც განიხილა.

“ვან გაალის წასვლა ჩემზე გავლენას არ იქონიებს. მე “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს ბედნიერად ვგრძნობ, კლუბი კი ჩემით კმაყოფილია. არამგონია ლუის წასვლამ ჩემთვის რამე შეცვალოს.

“იუნაიტედში” ვან გაალის გარეშეც მოვხვდებოდი. მჯერა, რომ აქაურობას ისედაც კარგად შევეწყობოდი, მჯერა, რადგანაც ძალიან მშრომელი ადამიანი ვარ.

არ ვიცი როგორ შეიძლება აღიწეროს ჩემსა და ვან გაალს შორის არსებული ურთიერთობა. მისი წასვლა ფეხბურთის ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა.”